part 9

3K 145 1
                                    

-ჩვენი წასვლის დროა.
ჰარიმ კვლავ ჩამკიდა ხელი.ჩვენ მალე გავიარეთ საცეკვაო მოედანი და ის მაგიდა სადაც მაშინ ჯეიკი მომიჯდა.ძლივს მოვასწარი ქურთუკის და ჩანთის აღება,რომ მან ისევ მომკიდა ხელი.
-ბო!
ჰარის ყურადღება არ მიექცია,მაგრამ მე უკან მივიხედე და ჰეილი დავინახე,რომელიც ანერვიულებული მიყურებდა.ერთადერთი რისი გაკეთებაც შემეძლო,იყო ისეთი სახის გამომეტყველება მიმეღო თითქოს ძალიან ვწუხდი.ჰარიმ გასასველისკენ წამიყვანა.რთული იყო ხმაურიანი ბრბოს გარღვევა.თითები მისი ხელებიდან მიცურავდა.უნებურად დავიყვირე,როდესაც ვიღაცამ ხელი წელზე მომხვია.აშკარად ეს ჩემი დღე არ იყო.მივტრიალდი და იმ ბიჭს შევხედე,როგორც ჩანს მთვრალი იყო.
-მოშორდი.-ჰარიმ დაუყვირა.
ჰარიმ იმ ბიჭის მიმართულებით გაემართა,მაგრამ მე მას წინ გადავეღობე.მკერდზე ხელები დავაწყვე,ასე ჰარის შეჩერებას ვცდილობდი.
-ჰარი,-ვევედრებოდი.-გთხოვ,არ გინდა.
ის მომენტი როდესაც ჰარი ჯეიკს სცემდა ჯერ კიდევ თვალწინ მედგა.არ მინდოდა რაღაც ამდაგვარი კიდევ მომხდარიყო.ჰარი ღმად სუნთქავდა,ამას ვგრძნობდი,რადგან ხელები ჯერ კიდევ მის მეკრდზე მეწყო.შვებით ამოვისუნთქე,როდესაც ხელი მომკიდა და წინ სვლა განაგრძო.მალე,როგორც იქნა დავაღწიეთ იქაურობას თავი და სუფთა ჰაერი შევიგრძენით.
-უნდა წავიდეთ
თავი 9

ჰარის სახეზე შევხედე,ის დაძაბულად მიემართებოდა მანქანისკენ.ვცდილობდი მასთან ახლოს მეარა,მაგრამ ის თავისი გრძელი ფეხებით დიდ ნაბიჯებს დგამდა და საბოლოოდ მე მაინც მის უკან აღმოვჩნდი.ცოტა ხანში ის გზა ამოვიცანი სადაც მისი მანქანა იყო დაყენებული.ის ის იყო შვებით ამოვისუნთქე,რომ ჰარი უცებ გაჩერდა.თითები მარცხენა ხელზე მოვუჭირე,ვერ გამეგო ახლა რა ხდებოდა.
-ჰარი?
მან პასუხი არ გამცა.მზერა იმ ადგილს დაეცა,რომელსაც ჰარი მიშტერებოდა.თვალები ოდნავ მოვჭუტე,ვცდლობდი დამენახა თუ ვინ იჯდა ჰარის მანქანის საპირისპირო მხარეს მდგარ მანქანაში.გული საგულეში აღარ მქონდა,როდესაც წინა სავარძლებზე მსხდარი ბიჭები ამოვიცანი.ისინი ჯეიკის მეგობრები იყვნენ.ისინი ელოდებოდნენ სანამ ჰარი თავის მანქანაში ჩაჯდებოდა?
მე და ჰარი რომელიღაცა შენობის კედელს მივეკარით.მხოლოდ მე და ჰარის სუნთქვის ხმა ისმოდა.თვალები სავხუჭე,მიხაროდა რომ ბიჭებს ვერ შევემჩნიეთ.ტანში ჟრუანტელმა დამიარა,როდესაც ჰარიმ სახიდან თმა გადამიწია.მისი მუქი კულულები შუბლზე ჩამოჰფენოდა,მწვანე თვალები პირდაპირ ჩემსკენ ჰქონდა მომართული.ჰარი ერთ ერთი ყველაზე მომხიბვლელი ბიჭი იყო,რომელესაც ოდესმე შევხვედროდი.თუმცა ის ამავდროულად ერთადერთი იყო,რომელიც საშინელ შიშს მგვრიდა.
-ჩემთან უნდა წავიდეთ,აქედან არც ისე შორსაა.-ჩაიჩურჩულა.
ნერწყვს ნერვიულად ვყლაპავდი.პასუხად არაფერი მითქვამს.ჰარის თითები სისხლში ამოსვროდა,რთული იყო იმის დადგენა თუ ვისი იყო ეს სისხლი,ჯეიკის თუ ჰარის,მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა.ჰარიმ ხელი ნიკაპზე მომკიდა,მისი ტუჩები იმ ადგილს შეეხო სადაც ჩემი ყბა ყელს უერთდებოდა.ნიკაპიდან ხელი თეძოებზე გადაიტანა.მთელი ამ ხნის განმავლობაში თვალები დახუჭული მქონდა.ჰარი გაჩერდა და ჩემს ტუჩებს დახედა,თუმცა მან ლოყაზე მაკოცა,შემდეგ კი ტუჩების წვეროებზე გადავიდა.როდესაც მიხვდა რომ წინააღმდეგობას არ ვუწევდი,ტუჩებში მაკოცა.ეს კოცნა ხანმოკლე და ნაზი იყო.ჰარიმ ხელი თეძოს შიგნითა ადგილას მომისვა.
-არა!-დავიყვირე.
ჰარიმ უკან დაიხია,თან მიღიმოდა.როდესაც მას ვუყურებდი,სუნთქვა მიჭირდა.ჰარიმ ბოლოჯერ მაკოცა,ხელი მომკიდა და თავისკენ მიმწია.
-წავედით ჩემთან.-თვალი ჩამიკრა.
** *
მაქსიმალურად ვცდილობდით სიფრთხილე გამოგვეჩინა,რათა ჯეიკის მეგობრებს არ დავენახეთ.ჰარიმ გადაწყვიტა,თავისი მანქანისთვის ხვალ დილით მიეკითხა.
დიდ ხანს სიარული არ მოგვიწია.უკანა ჯიბიდან გასაღები ამოიღო.ხელი ჩემს მხარზე ჰქონდა გადახვეული და სახლისკენ მიბიძგებდა.მკერდი ადი-ჩამდიოდა,თვითონ ის ფაქტიც კი მაშინებდა რომ მე მასთან მართო ვრჩებოდი.მის სახლში.ირგვლივ მიმოვიხედე,რათა სახლი,რომელიც ქუჩის მოპირდაპირე მხარეს იდგა,გარედან შემეთვალირებინა.რამდენიმე წამში ქალი დავინახე,რომელიც ერთ ერთი ფანჯრიდან პირდაპირ ჩვენ გვიყურებდა,როგორც კი მიხვდა,რომ ჩვენ ის შეგვემჩნია,ფარდები გადაწია.როგორც ჩანს,ის ამოწმებდა,თუ ვინ მოჰყავდა ჰარის ამჯერად.ამან ჰარის შეყვარებულების რაოდენობაზე დამაფიქრა.მან სწრაფად შეაღო შესასვლელი კარები.შიგნით შევიდა და მისაღებ ოთახში სინათლე აანთო. მე ჯერ კიდევ შესასვლელი კარების წინ,კიბეებზე ვიდექი.შესვლა მეშინოდა.

DARK(completed)Where stories live. Discover now