part 2

4.2K 188 3
                                    

ჩემი წილი გადავიხადე და ტაქსიდან გადმოვედი.სახლის კარებს მივუახლოვდი,გოგოები ტაქსიდან ხელს მიქნევდნენ.მათ თიქმის არაფერი უკითხავთ,იმის შესახებ რაც მე და ჰარის შორის მოხდა.მე ჯერ კიდევ შოკში ვიმყოფებოდი.
ოთახში შევედი თუ არა ტანსაცმელი გავიხადე და გასარეცხებში ჩავაგდე.გრძელი თმა უცებ დავივარცხნე და ტანსაცმლის კარადას მივუახლოვდი.მაისური გადავიცვი და სააბაზანოსკენ გავემართე.მძინარედ ავანთე შუქი,კბილის ჯაგრისი ავიღე, კბილის პასტა წავუსვი და გამოხეხვას შევუდექი.თმები მხარებზე გადავიწიე და თავი დავხარე,ჯაგრისი კინაღამ პირიდან გადმომივარდა.კანის ის ნაწილი,რომელზეც ჰარი მკბენდა იასამნისფერი გამხდარიყო.თითები ამ ადგილას მოვისვი,ჰარის ჩემთვის დაღი დაესვა.ამაზე ფიქრიც კი გულს მირევდა,ვცდილობდი დამევიწყებინა თუ როგორ მკბენდა და შემდეგ როგორც ცდილობდა ტკივილი ენით შეემსუბუქებინა.მისი სიტყვები „შენ ახლა ჩემი ხარ.“ გამახსენდა.შევეცადე ჰარი თავიდან ამომეგდო და კბილების გამოხეხვა განვაგრძე.
ძილისთვის მზადებას მოვრჩი და საწოლში ჩავწექი.ის ის იყო მოვკალათდი,რომ საბნის ქვეშ ვიბრაცია ვიგრძენი.მობილური ავიღე,მესიჯი მომსვლოდა.
ჰარი:
„იცი, სხვა დროს როდესაც გახდას გადაწყვეტ, ფარდები ჩამოაფარე ხოლმე. დიდი მადლობა შოუსთვის, პატარავ. –ჰარი.”
წამოვხტი და ფანჯარასთან მივირბინე.გადავიხედე თუ არა დიდი შავი მანქანა შევამჩნიე,რომელიც ქუჩის საპირისპირო მხარეს იდგა.დამბურძგლა.ჰარი მანქანას მიყურებოდა,სიბნელეშიც კი ვამჩნევდი მის დამცინავ გამომეტყველებას.მანქანას შემოუარა და მძღოლის ადგილას მოკალათდა.მან მისი აქ ყოფნის კვალიც კი არ დატოვა.
-რაში გავხვიე საკუთარი თავი...

-დილა მშვიდობისა ბო.
დედაჩემმა სამზარეულოდან გამომძახა,როდესაც მე კიბეებზე ვეშვებოდი.სარკეში ჩავიხედე,რომელიც მისაღებ ოთახში ეკიდა.კიდევ ერთხელ ჩავიხედე და მხოლოდ მაშინ გამახსენდა ის ნიშანი,რომელიც ჰარის დაეტოვებინა.მაშინვე თმები ერთ მხარზე გადმოვიყარე,რათა ყელი დამეფარა.იმის შემდეგ რაც დავრწმუნდი,რომ „ის“ დავმალე,სამზარეულოს კარები შევაღე.
-დილა მშვიდობისა,დე..
შევჩერდი,როდესაც მუქი ყავისფერი კულულები დავინახე...შეუძლებელია.სანამ დედაჩემს მისთვის ზურგი ჰქონდა შექცეული,მან ჩემი თავიდან ფეხებამდე დათვალიერება მოასწრო.
-ბო,ეს ყმაწვილი გარეთ გელოდებოდა,ამიტომაც შემოვიპატიჟე.
ჰარიმ გაიღიმა და მის ლოყებზე ფოსოები გამოუჩნდა.
-გამარჯობა,ჰარი-ზრდილობიანად მივმართე.
-გამარჯობა,ბო-თვალი ჩამიკრა.
-დე,ერთი წუთი გამოდი თუ შეიძლება.
ჰარის გავუღიმე და დედაჩემი მისაღებ ოთახში გავიყვანე.როგორც კი დავრწმუნდი,რომ მას ჩვენი არ ესმოდა,ლაპარაკი დავიწყე.
-რატომ შემოუშვი?-გაბრაზებულმა ჩავიჩურჩულე.
-მითხრა რომ შენი მეგობარი,თან ამავდროულად ძალიან საყვარელია.
-დე,ის შეიძლება მკვლელი იყოს.-ტონს ავუწიე.
-რა თქმა უნდა ეს შეუძლებელია.ჰარი არაჩვეულებრივი ბიჭია.
თვალები გადავატრიალე,სრულიად ვიყავი დარწმუნებული იმაში,რომ ჰარი დედაჩემის ნდობის მოსაპოვებლად თავის შარმს იყენებდა.არ ვიცოდი რომელ მათგანზე უფრო მეტად ვიყავი გაბრაზებული,ჰარიზე რომელიც არავის დაუპატიჟებია,თუ დედაჩემზე რომელმაც ის შემოუშვა.
-საუზმე მოვამზადე,წამოდი.
დედამ ხელი მომკიდა და სამზარეულოს კარები შეაღო სადაც ჯერ კიდევ ჰარი იჯდა.მან ჩაიცინა,როდესაც მის გვერდით დავჯექი.ჰარიმ თავისი თბილი ხელი ფეხზე დამადო.მალევე მოვიშორე,რაზეც მან ჩუმად გაიცინა.საშინელი გრძნობა მეუფლებოდა,როდესაც ვხვდებოდი თუ როგორ სიამოვნებდა ჰარის,ის რომ მე მას წინააღმდეგობას ვუწევდი.დედა მიბრუნდა,რადგან საუზმესთვის მიეხედა.
-მმმ,-ჰარიმ ჩაიბურტყუნა.
ჰარი ჩემკენ გადმოიხარა,მაგრამ მისი შეჩერების მიზნით ხელი მხარზე დავადე.
-აქ რა გინდა?-ჩავიჩურჩულე.
-შენი ნახვა მინდოდა.-გამიღიმა.
არ მომწონდა,თუ როგორ მიყურებდა ჰარი მე.ვფიქრობ მისი აქ მოსვლის სხვა მიზეზიც უნდა არსებობდეს.შევხტი,როდესაც ჰარი ნიკაპზე შემეხო.
-მინდა ხვალ საღამოს სადმე წაგიყვანო.
გამაჭრიალა,მისი სიტყვები სულაც არ ჰგავდა კითხვას.თვალები გამიფართოვდა,როდესაც დედა მობრუნდა.სახეზე ღიმილი გადაფენოდა.
-რ-რა?-ენა დამება.
-მშვენიერი იქნებოდა,არა ბო?-დედაჩემმა მომმართა.
ჰარიმ ჩემს ნიკაპს ხელი გაუშვა და ფეხზე დამადო.მინდოდა უარი მეთქვა,მაგრამ დედაჩემი კვლავ ჩაერია ჩვენს საუბარში.
-დიდი სიამოვნებით წამოვა!
-უბრალოდ რომ დაგერეკა?რა საჭირო იყო აქ მოსვლა?-ვკითხე.
-რადგან უარს მეტყოდი.-მშვიდად ჩაიჩურჩულა.
-და რატომ ფიქრობ რომ ახლა დაგთანხმდები?-ვკთხე.
მან დედაჩემს შეხედა,რომელიც გულდაწყვეტილი ჩანდა,რადგან ჰარის წინადადებას არ ვთანხმდებოდი.თაყვანისმცემლების სიმრავლით ვერ დავიკვეხნიდი,ამიტომაც ჰარის აქ მოსვლას დედაჩემი გაეხარებინა.მისთვის ეს ყველაფერი ოცნების ასრულებასთან ასოცირდებოდა,რადგან სიმპატიური ბიჭი მის შვილს პაემანზე პატიჟებდა.ჩემთვის კი ეს ნამდვილი კოშმარი იყო.არა მარტო იმიტომ რომ ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ მოიქცა და მიკბინა ,არამედ იმიტომაც რომ შიშველი მნახა და ეს ყველაფერი სულ რამდენიმე საათში მოხდა.სანამ მე ვცდილობდი მომხდარი გამეანალიზებინა,ჰარი და დედაჩემი უკვე საათზეც კი შეთანხმებულიყვნენ.
-ჩემი წასვლის დროა,დიდი მადლობა ბლინებისთვის მისის ელის.
-ჰეზერი დამიძახე.
ჰარიმ დედაჩემს გაუღიმა,სკამიდან წამოდგა და ლოყაზე მაკოცა.
-ბო,გააცილე ჰარი.
ეს ყველაფერი მაღიზიანებდა.სამზარეულოდან გამოვედით ,მე და ჰარი მარტო დავრჩით.ის დროს  არ კარგავდა და კედელთან მიმაბჯინა.შიშისგან თვალები დავხუჭე.ის არ მიშვებდა,პირიქით უფრო და უფრო მაგრად მეკვროდა სხეულით.ჰარის ჩემი ორივე მაჯა თავის დიდ ხელში მოექცია.ვცდილობდი,როგორმე თავი დამეღწია მისგან,მაგრამ ამაოდ.ის ჩემზე ძლიერი იყო,
-გეყოფა,საკმარისია-ვევედრებოდი.
ჰარიმ არც კი შეიმჩნია ჩემი სიტყვები,თითი ნაზად მომისვა ლოყაზე და მხარზე ჩამოფარებული თმები გადამიწია.ის იმ ჩალურჯებულ ადგილს მიშტერებოდა,რომელიც მისი გუშინდელი ქმედებებისგან დამრჩენოდა. მას ისევ ის მისთვის დამახასიათებელი ღიმილი გადაეფარა სახეზე.
-გიხდება.-ყურში ჩამჩურჩულა.
შევხტი,როდესაც მან ტუჩები ისევ ამ ადგილსკენ დამადო,მაგრამ ამჯერად სიფრთხილე გამოიჩინა.დავმშვიდდი,როდესაც თავი გასწია,იმედი მქონდა რომ ეს ჩემი ტანჯვის დასასრული იყო,მაგრამ სამწუხაროდ ეს სულაც არ ჰგავდა დასასრულს.ის კიდევ მიუახლოვდა ჩემ ყელს,მისი კულულები ლოყაზე მედებოდა.ჰარიმ კიდევ რამდენჯერმე მაკოცა „იმ“ ადგილას.
-საოცარი სურნელი გაქვს.
მაჯები კედელთან,ჩემი თავის მაღლა მიმაბჯენინა და სხეულით მომეკრა.თავი მხარზე ჩამოვადე,ვიგრძენი თუ როგორ მიკანკალებდა ფეხები.მკერდი ზემოთ ქვემოთ უთამაშებდა,რადგან სუნთქვა ყოველ წამს უფრო და უფრო უჩქარდებოდა.
ვერც კი შევამჩნიე,თუ როგორ დაიხია ჰარიმ უკან და კარებისკენ გაემართა.
-ხვალ საღამოს შევხვდებით,ბო.
თვალი ჩამიკრა და წავიდა.მე კი თავბრუ დამეხვა და კედელზე ჩავცურდი რომ ძირს დავჯდომოდი.

DARK(completed)Where stories live. Discover now