ავკანკალდი.ჰარის ხელი გავუშვი და უკან დავიხიე.მივტრიალდი,მინდოდა რაც შეიძლება შორს ვყოფილიყავი მისგან.როდესაც მოვტრიალდი,ჩემს უკან მდგარი ჰარი დავინახე.გრძელ ფეხებს თავის სასრგებლოდ იყენებდა,მისგან გაქცევა თითქმის შეუძლებელი იყო.
დავიყვირე,როდესაც ჰარიმ ხელი მომხვია და გაქცევის საშუალება არ მომცა.თავისკენ მიმიზიდა.საკუთარ ქმედებებს ვერ ვაკონტროლებდი და ვერც კი გავაცნობიერე ისე აღმოჩნდა ჩემი ხელი მის სახეზე.ჩვენი შეხვედრის მერე უკვე მეორეჯერ გადავწყვიტე მისთვის სილა გამეწნა,რაც აშკარად არ სიამოვნებდა.მისი მწვანე თვალები პირდაპირ ჩემსკენ იყო მიმართული.
ხელები თეძოებზე დამადო,ამწია და თავის მხარზე ჩამომკიდა.მუშტებს ზურგში ვურტყამდი,რათა ჩამოვესვი.თუმცა ჰარი მე ყურადღებას არ მაქცევდა და თავისი მანქანისკენ მიიწევდა.
-ჰარი!
მის მაისურს ჩავეჭიდე.
-გამიშვი!
რამდენიმე წამის შემდეგ როგორც იქნა ჩამომსვა.ჰარი ჩემსკენ მოიწევდა,მე კი უკან დავიხიე და მის მანქანას შევეჯახე.
-შენ ის სცემე!-ყვირილი დავიწყე.
-ხო.-ისე მიპასუხა თითქოს განსაკუთრებული არაფერი ჩაედინა.
-რატომ?
-ის გზაზე გადამეღობა.-მშვიდად მიპასუხა.
არაფერი მიპასუხია,ან რა უნდა მეთქვა?
-მანქანში ჩაჯექი.
ჰარიმ ხელი ჩემი მაჯისკენ მომართა,მაგრამ მე მისი გაწევა მოვასწარი.იმის ნაცვლად,რომ ჩხუბი დაეწყო,მანქანის კარები გამიღო და მელოდებოდა სანამ არ ჩავჯდებოდი.ზურგით ჯერ კიდევ მანქანის კარებს ვიყავი მიყრდნობილი და ადგილიდან არ ვიძვროდი.ბოლოს იძულებული გავხდი მანქანში ჩავმჯდარიყავი.მანქანაში სიჩუმეს დაესადგურებინა.დრო და დრო გავხედავდი,საჭესთვი მჭიდროდ ჩაეჭიდა ხელები.ჰარიმ მანქანა ჩემს სახლთან გააჩერა.
-ხვალ ცხრაზე მოგაკითხავ.
მას არც კი გამოუხედავს ჩემი მიმართულებით,ჩემზე რატომაა გაბრაზებული?მან ისე უბრალოდ სცემა სტივი და ის რომ მე სილა გავაწანი მისთვის ტრაგედიაა.მის მარჯვენა ხელს დავხედე,პატარა ჭრილობები მის გაბრაზებას და ფეთხებად ხასიათს მახსენებდა.ნამდვილად არ მიღირდა მისი გაღიზიანება.ღვედები შევიხსენი და ველოდი სანამ ჰარი მანქანას შემოუვლიდა და კარებს გამიღებდა.მანქანიდან გადმოსვლისთანავე სახლისკენ გავემართე,ისე რომ ჰარისთვის არაფერი მითქვამს.
-ბო.
მივტრიალდი,ჰარიმ ხელი ჩამჭიდა,დაიხარა და ლოყაზე მაკოცა.
-ხვალამდე.
თავი დავუქნიე,მან ხელი გამიშვა და თავისი მანქანისკენ გაემართა.
YOU ARE READING
DARK(completed)
Fanfictionდამთავრებულია!/დასარედაქტირებელია! -ანუ ის შენთან დაკავდა სექსით გადასაფარებლის თანხლებით? -მირჩევნია ამას"სექსი,შიგნით შევსვლის გარეშე" დავარქვა ამოვიკვნესე,როდესაც მან თავისი ხელით გადამიწია თმა.სახე გაუნათდა,გასაგები იყო რომ ის თავის დატოვებულ შ...