თავი 60.
წვიმას ჩვენი დღევანდელი გეგმებისთვის არანაირად არ შეუშლია ხელი.ლუსიმ ქოლგა აიღო,რომლის ქვეშაც თავი შევაფარეთ.ზოი კი წინ სწრაფად გადახტა,რათა ჩვენთვის კარები გაეღო.მე კი მადლობის ნიშნად ლოყაზე ვაკოცე,გარდა ამისა მან ხომ ჩვენს გამო თავისი ვარცხნილობა გასწირა.
-ხო,ხო შევედით რა.-ზოიმ თქვა,თან ისე იქცეოდა თითქოს გაბრაზებული იყო.
„Black Dog”-ი ხალხით იყო სავსე.ეს ერთ-ერთი იყო იმ რამდენიმე კლუბიდან სადაც ბილიარდისა და დარსტის თამაში შეიძლებოდა.ამავდროულად აქ ბევრად სასიამოვნო გარემოა,ვიდრე სხვა კლუბებში.თავისუფალი ადგილის ნაკლებობის გამო ცეკვას ვერ ვახერხებდით,შორეულ კედელზე კი მაგნიტაფონი იყო დამაგრებული,საიდანაც „Arctic Monkeys“-ის ახალი სიმღერა ისმოდა.
შარლოტამ კუთხეში მაგიდა დაგვიკავა და გაბრაზებული ტონით ყველას მოგვიხმო,რათა ჩვენ მისვლამდე ვინმეს სკამები არ აეღო.
-ეი,ეი!-ზოიმ ბიჭს შესძახა,რომელიც მისი სკამის წაღებას ცდილობდა.-ჩემია.
ბიჭმა ზრდილობიანად დადო ზოის სკამი და დაჯდომა შესთავაზა.ზოიმ მადლობა გადაუხადა და დაჯდა.ლოყები თითქმის მისი თმის ფერის მსგავსად გაუწითლდა.
-დასალევს მოვიტან.-ვთქვი და ტონს ცოტათი ავუწიე,რათა ამ ხმაურში მათთვის ჩემი ხმა გამეგონებინა.
-ხომ არ წამოგყვე?-ლუსიმ მკითხა და ჩოლკა შეისწორა.
-არა,მადლობა.ყურადღება მიაქციე ჩემს ადგილს.სხვამ არ დაიკავოს.
საპასუხოდ აწეული ცერა თითი და ღიმილი მივიღე.ხალხის ბრბო გავარღვიე და ბარისკენ გავემართე.
როგორც კი ბარამდე მივაღწიე,ეგრევე ბარის სკამზე ჩამოვჯექი.საწყალი ბარმენი გოგონა აქეთ-იქეთ დარბოდა.ის და მენეჯერი მუდმივად ერთმენთს ცვლიდნენ,რათა ახალ კლიენტებს მომსახურებოდნენ.ამ დრომ მივხვდი,რომ ჩემი რიგი კიდევ დიდი ხანი არ დადგებოდა.
-მგონი უფრო მაღალი ქუსლები გჭირდება.
მარჯვნივ გავიხედე და ყავისფერ თვალება,სასიამოვნო ღიმილის მქონე ბიჭი შევნიშნე.
-რა?
-ნუ,რომ დაგინახონ.-მითხრა და ბარზე მიუთითა.
როგორც კი ხალხი თავიანთ კუთვნილ სასმელს იღებდნენ,მათ ადგილს მაშინვე სხვები იკავებდნენ.ჩაკეტილი წრის მსგავსი სიტუაცია იყო.
-არაა პრობლემა,დავიცდი.-გავუღიმე.
ბარის მხარეს მივტრიალდი და მაგიდას დავეყრდენი,რათა როგორმე ბარმენის ყურადღება მიმექცია.
-უფრო ვულგალური უნდა იყო.-თქვა,თითები პირთან მიიტანა და დაუსტვინა.
დასტვენის ხმამ მუსიკაც გადაფარა.გაგვეცინა,როდესაც ბარმენი სტვენის ხმის გაგონების თანავე ჩვენსკენ გამოიქცა.
-გაამართლა!-გახარებულმა წამოვიყვირე.
–ეს ყოველთვის ამართლებს– მიპასუხა და თვალი ჩამიკრა.მხოლოდ ახლა შევნიშნე,თუ რა ახლოს ვიდექით ერთმანეთთან.
-ნება მომეცი სასმელზე დაგპატიჟო.
-მადლობა არ არის საჭირო,მეგობრებთან ერთად ვარ.
თავით მაგიდისაკენ ვანიშნე,სადაც მეგობრები ისხდნენ.იმედი მქონდა,რომ ლუსიმ პირობა შეასრულა და სკამზე არავინ დაუსვამს.
-კარგი რა.-ხუმრობით მომიგო.
-არა,სერიოზულად.
ლუდის ფული გადაიხადა.მე კი საკმარისად სწრაფი არ გამოვდექი იმისთვის,რომ სასმელი შემეკვეთა და კვლავ რიგის ბოლოში მოვექეცი.ამოვისუნთქე და საფულე ბარის მაგიდაზე დავდე.
-ხოო,-განაგრძობდა.-რომელიმე ბერძენ ღმერთს ხვდები?
გამეცინა და გაუგებრობის ნიშნად სახე შევიჭმუხნე.
- აი მაღალი,დაკუნთული,ერთი დარტყმით რომ მოუღებს ყველას ბოლოს.
ლუდი აიღო და ისევ მე შემომხედა.
-რა იცი იქნებ,ქალღმერთს ვხვდები?-ვუპასუხე.
-სექსუალური იქნებოდა,ყურების უფლებას მომცემ?
გავუღიმე,მან იდაყვი ოდნავ ამაწევინა,რათა ლუდი თავის ადგილას დაედო.სახე ჩემი ყურისკენ გადმოსწია.თითებით კანზე მომიჭირა,რასაც ასე გადაჩვეული ვიყავი.ერთადერთი ბიჭი რომელთანაც ასეთი სიახლოვე მინდოდა,უკვე ჩემი ჩემი ცხოვრების ნაწილი აღარ იყო.თუმცა შემიძლია დავიფიცო,რომ რამდენჯერმე მისი გვერდით ყოფნაც მიგრძვნია. ფარულად მიცავდა.
-რა გქვია?
-ბო.-ცოტა აღელვებულმა ვუპასუხე.
-მე დარენი.
-მეგობრებთან უნდა დავბრუნდე.
წასასვლელად მივტრიალდი,მაგრამ მასში რაღაც ამოუცნობი დავინახე.
-ეი.
ხელი მაჯაზე ჩამჭიდა და სახით მისკენ მიმატრიალა.თუმცა როგორც კი ჩემს თვალებში ნერვიულობა ამოიკითხა,მაშინვე ხელი გამიშვა.
-რა მოხდა,ჯერ სასმელები ხომ არ მოუტანიათ?
-არამგონია თუ ოდესმე მომიტანენ,იმდენი ხალხი დგას რიგში.მოგვიანებით დავბრუნდები.-ერთი სული მქონდა ხალხის ბრბოში როდის დავიკარგებოდი.
-ხომ გითხარი დაგპატიჟებ თქო.
-და მე უარი გითხარი.-მყარად ვუპასუხე.
თითები მხარზე არც ისე მეგობრულად შემახო.პირი გააღო,თუმცა ვერაფრის თქმა მოასწრო,რადგან ვიღაცამ შეაწყვეტინა.
-გარეთ ვიღაცას შენთან დალაპარაკება უნდა.
მე და დარენი ამ ბიჭს მივშტერებოდით,რომელიც როგორც ჩანს ახლახანს შემოსულიყო კლუბში,ამაზე მისი სველი პალტო მეტყველებდა.დარენი ჯერ კიდევ ძალიან ახლოს იდგა ჩემთან.
-ვინ არის?
-არ ვიცი,-უცნობმა თქვა და მხრები აიჩეჩა.-ქუჩაში დგას.
შემთხვევა გამოვიყენე და მეგობრებთან დავბრუნდი.დარენმა ჩემი სახელი ორჯერ დაიძახა,მაგრამ უკვე მაგიდასთან ვიყავი.
** *
მაგიდამდე სახსალამათმა მივაღწიე და გოგონებს ავუხსენი,თუ რატომ ვერ მოვახერხე სასმელების ყიდვა.დიდად გული არ დასწყვეტიათ.საუბრობდნენ და დრო და დრო ბილიარდს თამაშობდნენ.მე კი ცნობისმოყვარეობით აღსავსე თვალებს კარებისკენ ვაპარებდი,დარენის დაბრუნებას ველოდი.
სულ რამდენიმე წუთის შემდეგ კარები გაიღო და ვიღაც შემოვიდა.დავინახე თუ არა ვინც იყო,ფერი დავკარგე.ფეხზე ავდექი და კარებისკენ გავემართე,მეგობრების შეძახილებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია.თმა ცოტა აჩეჩვოდა,მარჯვენა თვალი ჩალურჯებოდა,ცხვირიდან კი სისხლი სდიოდა.მოკლედ საშინლად გამოიყურებოდა.
-ხომ მითხარი არავის ვხვდებიო?-მიყვიროდა.
-არც ვხვდები.
ჩემმა პასუხმა გააკვირვა და სისხლი მოიწმინდა,რათა პირში არ მოხვედროდა.
-მაშინ ის ვინ ჯანდაბა იყო ქუჩაში?
გვერდით ჩავუარე და კარებისკენ გავემართე.გავაღე და ლონდონის ქუჩაში გავვარდი,სადაც საშინლად წვიმდა.დიდი დრო არ დასჭირვებია მის შემჩნევას,ჩემი მფარველი ანგელოზის შემჩნევას.თითები გაშალა,შემდეგ კი კვლავ მუჭი შეკრა.
კლუბის გარეთ ვიდექი და ქუჩის მეორე მხარეს მდგარ ჰარის ვადევნებდი თვალს.როგორც მივხვდი,მანაც დამინახა.ბნელოდა და წვიმდა.სიცივისგან ტანში ჟრუანტელი მივლიდა.თუმცა ამას არ ჰქონდა მნიშვნელობა. ის აქ იყო.
კაპიშონი მოიხადა,თმაზე ბენდენა ეკეთა.ჰარი თვალს არ მაშორებდა.მთელი ამ თვეების განმავლობაში ისეთი გრძნობა მეუფლებოდა,თითქოს ის მაინც ჩემს გვერდით იყო. გული გამალებით მიძგერდა,ისე რომ ამას მთელ სხეულში ვგრძნობდი.ქუჩა გადმოკვეთა და ჩემს პირისპირ აისვეტა.
-მოხვედი?.-მეთვითონ გამიჭირდა იმის გარჩევა კითხვა დავსვი თუ უბრალოდ წარმოვთქვი ეს სიტყვა.
-შენ მითხარი, რომ მაშინ დავბრუნებულიყავი, როდესაც მზად ვიქნებოდი.-ღიმილით მითხრა და ჩემი ხელი მისაში მოიქცია.
-როგორ ფიქრობ მზად ხარ?- ვკითხე ანერვიულებულმა და ტუჩი ნერვიულად მოვიკვნიტე.
-მიყვარხარ და არ მინდა დაგკარგო.-ჩემს ტუჩებს დაეწაფა ხელები წელზე შემომხვია
-მეც მიყვარხარ, მადლობა, მადლობა, რომ დაბრუნდი- აცრემლიანებული მის მკერს მივეყრდენი და ხელები უფრო ძლიერად მოვუჭირე.
-მოდი წავიდეთ, გაცივდები.-მზრუნველი ტონით მითხრა და მანქანისკენ მიბიძგა.დასასრული.
ვაააიმეეე ხაალნუუ, არ მჯერაა😱😱😱დამთავრდა! გვეღირსა!! ❤❤ მადლობა ყველას ვინც კითხულობდით❤ავოუთებდით❤აკომენტარებდით❤მიუხედავად იმისა, რომ მოთხრობა ჩემი არარის ძალიან ბევრს ნიშნავს თითოეული ვოუთი და კომენტარი ჩემთვის❤❤ ვფიქრობდი "ცუდი" დასასრული დამეტოვებინა და ზოგს სურდა კიდეც ეს თუმცა უმრავლესობას ჰეფი ენდი გირჩევნიათ😀 ხოდა იმედია გაგიხარდაათ❤❤ დიდიი მადლობა ამ მოთხრობიის დიიდ გულშემატკივრებს❤😂: SofieQurdiani Obsessed-Kiwi AnaMagalashvili0
EleneGabrichidze nini_stylees ninafox_ marrii_666 anetafarulava Niakoniakon618 ძალიან ბევრი ხართ ყველას ვერ ჩამოგთვლით😂😀❤❤❤ ძალიან მიყვარხართ❤ იმედია მალე ახალი მოთხრობით დაგიბრუნდებით❤❤ აუცილეეეებლად დააწერეთ თვქენი საყვარელი მომენტები მოთხრობიდან❤❤ ძალიან მაინტერესებს😂❤
YOU ARE READING
DARK(completed)
Fiksi Penggemarდამთავრებულია!/დასარედაქტირებელია! -ანუ ის შენთან დაკავდა სექსით გადასაფარებლის თანხლებით? -მირჩევნია ამას"სექსი,შიგნით შევსვლის გარეშე" დავარქვა ამოვიკვნესე,როდესაც მან თავისი ხელით გადამიწია თმა.სახე გაუნათდა,გასაგები იყო რომ ის თავის დატოვებულ შ...