part 25

2.1K 102 12
                                    

Dark.
თავი 25.
*ბო*
-აბაზანას მივიღებ,ტანსაცმელს გამოვიცვლი და მორჩა.დიდი ხანი არ დამჭირდება.-მითხრა ჰარიმ და მაკოცა.
მე ვიდექი და ვაკვირდებოდი თუ როგორ ავარჯიშებდა ჰარი სხვებს,ცოტა ხანში გაკვეთილიც დასრულდა.მოწყობილობები შეალაგეს და ახლა დარბაზი სრულიად ცარიელი იყო.ნათელი იყო რომ ჰარის ეს საქმე დიდ სიამოვნებას ანიჭებდა,თუმცა იმასაც ვგრძნობდი რომ მას რინგზე ყოფნა უფრო უნდოდა ვიდრე სხვების მომზადება.არც იმით ვიყავი გაკვირვებული,რომ ჰარის ჩხუბის უფლებას არ აძლევდნენ.გაფიქრებაც კი,იმაზე თუ როგორი შესახედავი იქნება მისი მოწინააღმდეგე ბრძოლის დასასრულს,შიშს მგვრიდა.
მე ჰარის ვუყურებდი,ის უცებ მოულოდნელად მიტრიალდა,მაგრამ რამდენიმე წამში ისევ შემობრუნდა და მე შემომხედა.სხეულით კედელთან მიმაკრო.დიდი მწვანე თვალები გაუბრწყინდა,როცა თეძოებზე შემახო ხელი.კანზე მის ცხელ სუნთქვას შევიგრძნობდი,კულულებით ყელზე მიღუტუნებდა.მისი სმსხილი ტუჩები ყურთან მომაბჯინა.
-არ გინდა შემომიერთდე? -მაცდურად ჩამჩურჩულა.
მისი ხრინწიანი ხმის გაგონებაზე,ტანში ჟრუანტელი მივლიდა.ვცდილობდი დავმშვიდებულიყავი.ჰარი ცხვირით ყელზე შემეხო,მე სიცილი ვერ შევიკავე და მისი მოშორება ვცადე.
-კარგი,კარგი,მაშინ აქ დამელოდე,პატარავ.-გამიღიმა.
*ჰარი*
ჩანთა მხარზე გადავიკიდე,შევამოწმე ყველფერი მედო თუ არა და გასახდელიდან გავედი.ბო იქ იყო სადაც დავტოვე,მაგრამ ამჯერად ტომი მას გვერდით ეჯდა.ვერ შეამჩნიეს თუ როგორ დავდექი მათ წინ,კარზე მიყურებული.ისინი საუბრობდნენ.ტომი ბოთლიდან წყალს სვამდა.ტომმა რაღაც თქვა და ბომ სიცილის შეკავების მიწნით,ხელი პირზე აიფარა.მე იმ ადგილის მივუახლოვდი სადაც ისინი ისხდნენ. ბო მიღიმოდა,მაგრამ მე მას კი არა ტომს ვუცქერდი.
-ყველაფერი კარგადაა,მეგობარო ?
თავი დავუქნიე.
-ბო,მივდივართ.
ბოს შეკამათება არ უცდია,ჩანთა მხარზე გადაიგდო და ფეხზე წამოდგა.ტომიც მის მაგალითს მიჰყვა,ადგა და გვერდით დამიდგა.ტომმა ხელი ბოსკენ გაიწვდინა რათა მას მიხმარებოდა,ამის დანახვაზე მუჭები შევკარი.ვცდილობდი სიმშვიდე შემენარჩუნებინა.
-მე თვითონ დავეხმარები.-სერიოზული ტონით ვუთხარი ტომს.
ტომმა კოპები შეკრა და ბოსთვის გაწვდილი ხელი ჩამოსწია.
-ჰარი?-ბომ მკითხა.
ბოს ხელი ჩავჭიდე და ჩემსკენ მოვიზიდე.მან ძლივს მოასწრო ტომთან გამომშვიდობება,რადგან კარებისკან სწრაფად გავემართეთ.მანქანისკენ მიმავალ გზაზე სწრაფი ტემპით მივდიოდით.ღამე იყო მაგრამ ლამპიონების შუქი იქაურობას ანათებდა.
-ჰარი,რა ხდება ?
ვიგრძენი ბოს შეხება ხელზე,რათა როგორმე გავეჩერებინე.ჩანთა მხრიდან ძირს გადმომივარდა.ბომ უჩვეულო ხმა გამოსცა,როცა თეძოებზე ხელი წავავლე და მანქანაზე შემოვსვი.ბომ ფეხები წელზე შემომხვია.მას ჩანთა მოვხსენი და იქით ვისროლე სადაც ჩემი ეგდო.ბოს ხელი დავიჭირე და ჩემი პირისკენ წამოვიღე.მის ნაზ კანზე პატარ-პატარა კოცნებს ვტოვებდი.თითოეულ ჩემს შეხებაზე მისი სუნთქვა უფრო ხშირი ხდებოდა.ჩემი მზერა მხოლოდ მისკენ იყო მიმართული.
-შენ ის მოგწონს? -კოცნებს შორის ვკითხე.
-რა? ვინ?
გამეცინა.მივხვდი რომ ჩემი ქმედებები მას აბნევდა.სხეულით კიდევ უფრო დავუახლოვდი მას და თავისუფალი ხელით მის ფეხს შევეხე.ბარძაყებზე ხელს ვუსვამდი და დრო და დრო ვუჭერდი.
-ტომი. მოგწონს?
პულოვერის მკლავები უფრო მაღლა ავუწიე რათა ტუჩებით მისი ხელის შიგნითა მხარეს შევხებოდი.
-კი.ტომი საყვარელია.
ბოს ამ სიტყვებმა ბრაზი მომგვარა.ბოს კიდევ უფრო მაგრად მოვუჭირე ხელი.პირი მის კანს მივაბჯინე და უხეშად ვკოცნიდი ყოველ ადგილს.მე მხოლოდ მას ვუყურებდი.ბომ უნებურად პირი დააღო,როგორც ჩანს ეს გაკვირვებამ და დისკომფორტმა გამოიწვია.ის ფართხალებდა,თავის გათავისუფლებას ცდილობდა მაგრამ არაფერი გამოსდიოდა.
-ჰარი.
რამდენიმე წამის შემდეგ,ბოს ხელი გავუშვი.თითებით გაწითლებულ კანს შეეხო და შეწუხებული დაჰყურებდა ნატკენ ადგილს.ბომ თავი ასწია,მე შემომხედა გაკვირვებული სახით,მან არ იცოდა თუ რისთვის ერგო მას ჩემგანა ასეთი სისასტიკე.პატარა ხელებით მკერდზე მიტყაპუნებდა,მაგრამ მისმა ცდებმა უშედეგოდ ჩაიარა.ტუჩებით მის ყელს შევეხე.
-გინდა მისი კოცნა ? -ჩავჩურჩულე.-გინდა მასთან ღამის გატარება ?
ბომ ხელზე მომიჭირა რომელითაც მის ბარძაყს ვიჭერდი და მისი მოცილება სცადა.
-გამიშვი.-დაიწუწუნა და ხელები მკერდზე შემომაწყო.
მანქანიდან ჩამოძვრა.მე მას გამოვეცალე.ბოს სახეზე გაღიზიანება აღბეჭდოდა.გავოცდი როდესაც ბომ ხელი მწარედ მკრა.
-ო ღმერთო.შენ ყველაფერზე ზედმეტად მკაცრად რეაგირებ,ჰარი.
ის მანქანას მოშორდა.კბილი კბილს დავაჭირე და მას გავყევი.შევჩერდი და ჩვენი ჩანთები მანქანაში ჩავყარე,შემდეგ კი ისევ ბოს გავეკიდე. როგორც იქნა დავეწიე,თითები მკლავს შევახე და ჩემსკენ მოვიზიდე.თავი მის ყურთან მივწიე.
-ის ვერასდროს გაგრძნობინებს თავს ისე კარგად,როგორც ამას მე ვახერხებ.-ჩავჩურჩულე.
ტუჩებით მის კანს შევეხე,ყურის ოდნავ ქვედა ნაწილს და ნაზად დავიწყე წუწვნა.მომწონდა როდესაც მას სიამოვნებას ვანიჭებდი.გრძნობას რასაც მე განვიცდიდი,როცა უყურებდი თუ როგორ გმინავდა ის ყოველი ჩემი შეხებისას,სიტყვებით ვერ ავღწერდი.მინდოდა მისი სუნთქვისთვისა და კვნესისთვის დამეგდო ყური,მაგრამ ამჯერად საწადელს ვერ მივაღწიე.მაშინაც კი როდესაც ყელზე ვეხებოდი,ბო გაუნძრევლად იდგა.დანებებაზე უარს ამბობდა.მისმა წინააღმდეგობამ სახეზე ღიმილი მომგვარა.
-ვნახოთ,რამდენი ხანი გაძლებ.-ეს გამოწვევა იყო.
ენა ყელზე ავუსვი,თავი ავუწიე,მისი ცისფერი თვალები ჩემსას შეხვდა.ხელებით ჩემსკენ მოვწიე და მკერდზე მივიბჯინე,შემდეგ კი თვალი ჩავუკარი და მანქანისკენ გავემართე.მანქანის უკანა კარები გავაღე და ბო ტყავის სავარძელზე დავსვი.ბო ცდილობდა მეორე ფანჯრისკენ მიწეულიყო,როდესაც დაინახა რომ მეც ჩავჯექი მანქანაში და კარები ჩავკეტე.გამეცინა,ხელები ფეხებზე ჩავავლე და ჩემსკენ მოვწიე.სხეულით ბო მანქანის სავარძელზე გადაეშვა.ჩანთა გავხენი,პულოვერი ამოვიღე და ბოს თავის ქვეშ შევუცურე.ბო მთელი ამ ხნის განმავლობაში დაძაბული იყო.

DARK(completed)Where stories live. Discover now