part 8

3.4K 168 0
                                        

ჰარიმ თავისი ძლიერი ხელები მხრებზე ჩამომადო და მის თბილ სხეულს მივეკარი.ქუჩას სუსტად მოციმციმე ფანრები ანათებდა,თუმცა მაინც ბნელოდა.უცნაურია,ჰარი ძლიერ მაშინებდა მაგრამ ამავდროულად მასთან თავს დაცულად ვგრძნობდი.
-ამას ყველა გოგოსთან აკეთებ?
ჰარი დაიხარა,რათა ჩემთვის შემოეხედა.
-რას გულისხმობ?
თავი ძირს დამეხარა და სიარულს განვაგრძობდი.
-აშინებ მათ,რომ მერე შენთან იყვნენ.-ჩუმად ვთქვი.
ჰარიმ გადაიხარხარა და მხარზე ხელი მომიჭირა.
-ანუ,გაშინებ.-საკუთარ თავს უთხრა.
ცოტა ხანი პაუზა გააკეთა,შემდეგ კი ლაპარაკი განაგრძო.
-შენ ერთადერთი ხარ ასეთი,გოგონების უმეტესი ნაწილი თავიდანვე თანახმაა.
ქარმა თმა ამიჩეჩა.ცოტა შევკრთი,როდესაც ცივი ჰაერი ჩემს ყელსა და მკერდის ზედა ნაწილს შეეხო.ჰარიმ მისკენ მიმიზიდა და ქურთუკი ჩამაცვა,რომელიც ხელში მეჭირა.
-დედაშენმა მითხრა,რომ დღეს ღამე სახლში არ იქნება.შენ შეგიძლია ჩემთან დარჩე.
-რა?არა!-გავჩერდი.
-მინდა რომ შენ ჩემთან დარჩე.-თავისი ხრინწიანი ხმით მომიგო.
-ჩემ სახლში დავრჩები.მარტო.
შევამჩნიე თუ როგორ დაიძაბა,როდესაც უარი განვაცხადე,მაგრამ არჩია ამ თემაზე აღარაფერი ეთქვა.
** *
ისითი შთაბეჭდილება დამრჩა,თითქოს ჰარი იცნობდა კლუბთან მდგარ დაცვას.მათ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს,შემდეგ კი კარგი აღნაგობის მამაკაცმა კლუბში შეგვიშვა.ერთმანეთს ხელები ჩავკიდეთ და უკანა მხარეს მდგარ მაგიდისაკენ გავემართეთ.იქ ხალხის ჯგუფი დაგვხვდა.მაგიდაზე ცარიელი ჭიქები ეწყო.ყველა ერთმანეთში საუბრობდა.ჰარი ჩამეხუტა,შემდეგ კი იქ მყოფ ახალგაზრდებს ჩემი თავი წარუდგინა.ზრდილობიანად გავუღიმე და ლამაზი გოგონას გვერდით ჩამოვჯექი,რომელიც საპასუხოდ მიღიმოდა.
-ბო,რას ფიქრობ ჰარიზე?-ჰეილიმ მკითხა.
ლაპარაკის დროს თავის შავ თმას ყურს უკან იწევდა.ჰარის შევხედე,რომლიც ჩემგან არც ისე შორს მჯდარ ბიჭს ელაპარაკებოდა.
-მმ,მისი პრობლემა ისაა რომ არ შეუძლია თავისი ფეთქებადი ხასიათის კონტროლი.-ვუპასუხე.
ჰეილიმ გაიღიმა,რადგან მე სავსებით აშკარა ფაქტზე მივუთითებდი.ის კიდევ უფრო ახლოს მომიჯდა,მხარზე ხელი დამადო და თავისკენ მიმწია.
-შენ მას მოსწონხარ.
გაიწია თუ არა თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია.მეც გავუღიმე,შემდეგ კი შევხტი რადგან ვიღაცამ მოულოდნელად მხარზე ხელი დამადო.ზემოთ ავიხედე და ჰარი დავინახე,მან პიჯაკი გაიხადა და დივანზე გადაკიდა.
-წავალ ჩვენთვის რამე დასალევს მოვიტან.
-მადლობა.
ვაკვირდებოდი როგორ მიემართებოდა ბარისკენ,ამ დროს კი ჰორიზონტზე სხვა ბიჭი გამოჩნდა,
-მე ჯეიკი ვარ.-მითხრა და გვერდით მომიჯდა.
-ბო.
რამდენიმე წუთში ჰეილიმ ხელზე მომიჭირა,თან მიღიმოდა.
-საცეკვაოთ წავალთ.
დავინახე როგორ გაარღვია ჩემს მაგიდასთან მჯდარი ახალგაზრდების ნაწილმა ხალხის ჯგუფი და საცეკვაო მოედნისკენ გაემართა.მხოლოდ მე და ჯეიკი დავრჩით.თვალებით ჰარის ვეძებდი,ის ბართან იდგა.
-ანუ,ახლა შენ ჰარის შეყვარებული ხარ?
თავი ჯეიკისკენ მივატრიალე.ნელ ნელა ჩემსკენ მოიწევდა,მისი მუხლი ჩემსას ეხებოდა.
-არა,-უარის ნიშნად თავი გადავაქნიე.
არ მინდა რომ ვინმეს ვეკუთვნოდე.უიმედოდ ვცდილობდი,ხალხის ბრბოში ჰარის ამოცნობას.მძიმედ ამოვისუნთხე,ბარძაყზე ხელის შეხება ვიგრძენი.ქვემოთ დავიხედე,ჯეიკი კანზე თითებს მისვამდა და ნელ ნელა ზემოთ მიიწევდა.
-მაშინ ყველაფერი გაცილებით მარტივია.-გამიღიმა.
მისი თითები ჩემი სხეულიდან მოვიშორე,ვცდილობდი გავწეულიყავი მაგრამ ის მაჯაში მწვდა.ამიყვანა და თითქმის ჩაბნელებულ კუთხეში გამიყვანა.
** *
-მომშორდი-მისი ძლიერი ხელებიდან თავის დაღწევას ვცდილობდი.
-ჰარი მართალი იყო,მაგარი გოგო ხარ.
დავიყვირე,როდესაც მან უკანა კარებისკენ წამათრია.დამიჭირა,როდესაც მისი ხელის დაკავებას ვლამობდი.
-ფრთხილად-ჩაიცინა.
ქუსლებს უფრო ძლიერად ვაწვებოდი,რათა როგორმე გავჩერებულიყავი.ჯეიკი კი ჯიუტად მიმათრევდა.მუსიკის ხმა ნელ-ნელა წყდებოდა.მხარში ჩამწვდა და კედლისკენ მკრავდა ხელს.შიშისგან თვალები დამეხუჭა.როდესაც თვალები კვლავ გავახილე,ჯეიკის მზერა ჩემი მკერდისაკენ იყო მიმართული.თითებით დაიწყო იმ ადგილზე შეხება.ადგილზე გავშრი და ვცდილობდი გამეანალიზებინა,ის რაც ახლა ხდებოდა.ახლა მხოლოდ ერთს შეეძო ჩემი გადარჩენა.
-ჰარი!-მთელი ძალით დავიყვირე.
ღრმად ჩავისუნთქე და კიდევ ერთხელ დასაყვირად ვემზადებოდი,მაგრამ მას ჩემ პირზე ხელის აფარება მოესწრო.
-მოკეტე.
ვიცოდი,რომ დიდი არჩევანი არ მქონდა,მაგრამ ამ შემთხვევაში ჯეიკის მაგივრად ჰარის ავირჩევდი.მიუხედავად იმისა,რომ ის სიგიჭემდე მაშინებდა, მისი დახმარების იმედი მაინც მქონდა.ამოვიკვნესე,როდესაც ჯეიკმა თითები ბარძაყებზე მომიჭირა,ამით ის ჩემს ადგილზე დაკავებას ცდილობდა.
-რა ჯანდაბას აკეთებ?-ჯეიკის უკან ვიღაცამ ჩაილაპარაკა.
მან ხელი მაშინვე გამიშვა.შვებით ამოვისუნთქე.
-უბრალოდ ვერთობი.-სიცილი დაიწყო.
-მასთან არა,-ჰარიმ მოახლოება დაიწყო.-ის ჩემია.
იმის მერე რაც ჰარი გავიცანი,მისი ჩემთან ყოფნა პირველად მიხაროდა.ჰარი გაბრაზებული იყო,ამაზე მისი შეკრული მუშტი მეტყველებდა.როდესაც შემომხედა,მისი მწვანე თვალები უფრო მუქი მეჩვენებოდა.
-ბო.
ჰარიმ ხელი ჩემი მიმართულებით გამოიშვირა.მზერა მის მიერ გამოშვერილი ხელიდან,მის სახეზე გადავიტანე.ხელი სწრაფად ჩავჭიდე და ჯეიკს შევეჯახე,როდესაც ჰარიმ თავისი მიმართულებით გამქაჩა.
-კარგი რა,ჰაზ.-ჯეიკმა გადაიხარხარა.-უბრალოდ ვერთობოდით,არა ბო?
ჯეიკი პასუხის მოლოდინში მიყურებდა,მე კი ვდუმდი.ამის ნაცვლად ჰარის მაისურს ჩავეჭიდე.
-გეყოფა,პატარავ.მე მეგონა,რომ კარგი დრო გავატარეთ.
მისი ფეხის ნაბიჯები ხმა მესმოდა,ის ჩვენ გვიახლოვდებოდა.ჰარი თავდაჯერებულად იდგა.
-ბო,შიგნით შედი.-ჩემსკენ ზურგით მდგარმა ჰარიმ მომიგო.
მისი მაისურისთვის ხელი ჯერ არ გამეშვა.ის მოტრიალდა და ჩვენი მზერები ერთმანეთს შეხვდნენ.
-მიდი.
დავუჯერე და კარიდორს გავუყევი,რომელიც კლუბის კარებისკენ მიდიოდა.კარებთან შევჩერდი,მოვტრიალდი და ვიღაცის ხმა გავიგე,თუმცა რთული იყო იმის დადგენა თუ ვის ეკუთვნოდა ეს ხმა.თუმცა სიტუაციაში გავერკვიე,როდესაც დავინახე როგორ დაარტყა ჰარიმ მუშტი ჯეიკს.ჰარის ცოტათიც კი არ უყოყმანია,ისე ჩაარტყა ჯეიკს მუცელში.იმის შემხედვარე, თუ როგორ დაიხარა ჰარი და გაუჩერებლად ჯეიკის ცემა დაიწყო,წამოვიყვირე.ამის ყურება აღარ შემეძლო.ჰარი მას მოკლავს,თუ ახალვე არ დაიხევს უკან,რასაც ზუსტად ვიცი, რომ არ გააკეთებს.მათთან მივირბინე.ჰარის მხრებში ჩავწვდი,ვცდილობდი ჯეიკისგან შორს დამეჭირა,თუმცა ჰარი ადგილიდანაც არ დაძრულა.
-ჰარი,ჰარი,გაჩერდი!
მან ხელი ასწია და კიდევ ერთხელ დაარტყა ჯეიკს.მე მას მხრებზე მოვეხვიე.
-შენ მას მოკლავ!
მისი მხრებიდან ხელის აღება მომიწია. და კიდევ ერთხელ მისი მუშტი ჯეიკის სახეზე აღმოჩნდა.ჰარი ჯეიკს კლავდა,მე კი ვიდექი და ვერაფერს ვაკეთებდი.ახლა ვხვდები,რატომ ეშინია ხალხს ჰარის ასე ძლიერ.ჯეიკის სახე სისხლით,ჭრილობებითა და ჩალურჯებებით იყო სავსე.პანიკამ შემიპყრო.მე მკვლელობის თვითმხილველი ვიქნები,დაუყონებლივ რაიმეს თუ არ მოვიმოქმედებ.
-შენთან დავრჩები.-დავიყვირე.
ჰარიმ თავი ჩემსკენ სწრაფად შემოატრიალა,კულულები სახეზე ჩამოცვენოდა.თმა გადაიწია და მე მომაშტერდა.
-შენთან დავრჩები,მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გაჩერდები,გთხოვ ჰარი.
მას გადაწყვეტილების მისაღებად რამდენიმე წამი დასჭირდა.ადგა,ხელი მომკიდა და კარებისკენ წამიყვანა.სისხლში ამოსვრილ ჯეიკს გავხედე,რომელსაც ადგომის ძალა არ შესწევდა.მიუხედავად იმისა,რომ ის საშინელი ადამიანი იყო,სასიკვდილოდ არ მემეტებოდა.
მე და ჰარი კარიდორს მივუყვებოდით,სადაც საპირფარეშო იყო.არ ჰქონდა მნიშვნელობა იმას თუ რა ძლიერ მაშინებდა ჰარი,მთავარია ის ჩემს გადასარჩენად მოვიდა.მიუხედავად იმისა,რომ მათ თითქმის მოკლა ის ვინც ჩემს გაუპატიურებას ცდილობდა,მე მისი მადლობელი ვიყავი.უცებ გავჩერდი,ჰარი მოტრიალდა.
-ბო,რა...
მაგრამ მან სათქმელის დასრულება ვერ მოასწრო,რადგან მე კედელს მივაკარი.ის შოკირებული ჩანდა,როდესაც მე მას ხელები მხრებზე დავაწყვე.სახეზე ცხელი სუნთქვა ვიგრძენი და ნაზად ვაკოცე,მისი წამწამები კი ლოყაზე მეღუტუნებოდა.ცოტა ხანს გავჩერდი,რათა მის რეაქციას დავკვირვებოდი.როგორც იქნა,თეძოებზე,მისი ხელები ვიგრძენი.მისი ცხვირი ჩემსას ეხებოდა.მას მე მჭიდროდ ვეჭირე და ელოდა რას გავაკეთებდი.თუმცა მე უკან დახევას არ ვაპირებდი.მისი ტუჩები თბილი ტუჩები ჩემსას ეხებოდნენ.ნაზი მოძრაობებით მკოცნიდა და არა ისე როგორც აქამდე.
-ბო-ჩაილაპარაკა.
-მმმ..
თვალები დამეხუჭა.
-ჩვენი წასვლის დროა.
ჰარიმ კვლავ ჩამკიდა ხელი.ჩვენ მალე გავიარეთ საცეკვაო მოედანი და ის მაგიდა სადაც მაშინ ჯეიკი მომიჯდა.ძლივს მოვასწარი ქურთუკის და ჩანთის აღება,რომ მან ისევ მომკიდა ხელი.
-ბო!
ჰარის ყურადღება არ მიექცია,მაგრამ მე უკან მივიხედე და ჰეილი დავინახე,რომელიც ანერვიულებული მიყურებდა.ერთადერთი რისი გაკეთებაც შემეძლო,იყო ისეთი სახის გამომეტყველება მიმეღო თითქოს ძალიან ვწუხდი.ჰარიმ გასასველისკენ წამიყვანა.რთული იყო ხმაურიანი ბრბოს გარღვევა.თითები მისი ხელებიდან მიცურავდა.უნებურად დავიყვირე,როდესაც ვიღაცამ ხელი წელზე მომხვია.აშკარად ეს ჩემი დღე არ იყო.მივტრიალდი და იმ ბიჭს შევხედე,როგორც ჩანს მთვრალი იყო.
-მოშორდი.-ჰარიმ დაუყვირა.
ჰარიმ იმ ბიჭის მიმართულებით გაემართა,მაგრამ მე მას წინ გადავეღობე.მკერდზე ხელები დავაწყვე,ასე ჰარის შეჩერებას ვცდილობდი.
-ჰარი,-ვევედრებოდი.-გთხოვ,არ გინდა.
ის მომენტი როდესაც ჰარი ჯეიკს სცემდა ჯერ კიდევ თვალწინ მედგა.არ მინდოდა რაღაც ამდაგვარი კიდევ მომხდარიყო.ჰარი ღმად სუნთქავდა,ამას ვგრძნობდი,რადგან ხელები ჯერ კიდევ მის მეკრდზე მეწყო.შვებით ამოვისუნთქე,როდესაც ხელი მომკიდა და წინ სვლა განაგრძო.მალე,როგორც იქნა დავაღწიეთ იქაურობას თავი და სუფთა ჰაერი შევიგრძენით.
-უნდა წავიდეთ  

ესეც 2 თავი ერთად❤

DARK(completed)Where stories live. Discover now