part 10

3.1K 202 8
                                    

-ხომ იცი, შეგიძლია შემოხვიდე.-ღიმილით შემომძახა.
ღრმად ამოვისუნთქე და მის სახლში შევედი. ჰარი ჩემს უკან დადგა,რათა ქურთუკის გახდაში მომხმარებოდა.თავი მხარზე ჩამომადო და ყელში მაკოცა. მისი ცხელი სუნთქვა ყელზე მიღუტუნებდა.
ჩემი ქურთუკი ჩამოკიდა. მას მივუტრიალდი, ისიც ჩემკენ მოაბიჯებდა,სახეს ფოსოები უმშვენებდა. ერთი ნაბიჯი უკან გადავდგი და ჩვენს შორის მანძილი გავზარდე.
-მე..-სათქმელის ჩამოყალიბება მიჭირდა.
ჰარი მელოდა,ლაპარაკს როდის გავაგრძელებდი,თავი ოდნავ გვერდით გადაეხარა.
-მადლობა..ჰარი.-ჩუმად ვთქვი.
მან იცოდა რასაც ვგულისხმობდი.თავი ძირს დავხარე და ჩემი ფეხსაცმელების თვალიერებას შევუდექი.ჰარიმ მოახლოება დაიწყო,კანკალმა ამიტანა.ჰარი დაიხარა,ტუჩები ყურებზე შემახო.
-ამას კიდევ გავაკეთებ,თუ ვინმე შეგეხება.-თავისი ხრინწიანი ხმით ჩამჩურჩულა.
ჩემი პატარა ხელით მის თითებს შევეხე,შემდეგ კი ცერა თითით მოვეფერე. გამიკვირდა,როდესაც ხელი გასწია და კარიდორისკენ მიბიძგა.სიჩუმეს მხოლოდ მოშვებული წყლის ხმა არღვევდა.ჰარიმ ცოტა ხნით მარტო დამტოვა.სახლი მილაგებული იყო.სასტუმრო ოთახში შევიხედე,რომელიც ჩემდა გასაკვირად კარგად გამოიყურებოდა.კარგი ავეჯი,პატარა მაგიდა,ტელევიზორი.აქ რომ მოვდიოდი,არ ვიცოდი რას ველოდი,ალბათ რაღაცას რაც შემაშინებდა,მაგრამ ყველაფერი პირიქით აღმოჩნდა.
-ჰარი?
-მმმ.?-მისი ხმა მომესმა.
სამზარეულოში შევედი,ჩემი მზერა ჰარის ზურგს დაეცა.ის ონკანთან იდგა და ცივი წყლით მკლავებს იწმენდდა.კარებთან ვიდექი,ჰარი შემობრუნდა და მე შემომხედა.თითებს ნერვიულად ვათამაშებდი.ჰარი ისევ მიბრუნდა.ხელებზე მისი კუნთები კიდევ უფრო გამოიკვეთა,როდესაც მან ონკანი დასაკეტად გადააბრუნა.მაგიდიდან ბინტი აიღო და დაზიანებულ ხელზე გადაიხვია.ჰარი მაგიდაზე ახტა,მწვანე თვალებით მე მიქცერდა,სახეზე ღიმილი გადაფენოდა.
-მოდი ჩემთან.
ნელ-ნელა ვუახლოვდებოდი.მისგან რამდენიმე მეტრის დაშორებით გავჩერდი.
-ვინმესთან ერთად ცხოვრობ?
-არა.
მისი პასუხის მოსმენაზე გულმა უფრო სწრაფად დამიწყო ძგერა.იმედი მქონდა,აქ ვინმე მაინც იქნებოდა,ვინც ჩემ დახმარებას შეძლებდა,იმ შემთხვევაში თუ რამე გაუთვალისწინებელი მოხდებოდა.ცნობისმოყვარეობით აღსავსე თვალებით მიყურებდა,შემდეგ ლაპარაკი განაგრძო.
-შეგიძლია ჩემს საწოლში დაწვე.
სუნთქვა გამიხშირდა.ის კიდევ უფრო ახლოს მოვიდა,კულულები თვალებში ეჩხირებოდა,ამიტომაც გადაიწია.
-არა...არა,დივანზე დავწვები.
-ყველაფერს ნუ ართულებ.უბრალოდ ჩემთან დაწექი.-საკმაოდ უხეშად თქვა.
-არა.
წარბები შეკრა,მუქი თვალებით მიყურებდა.ალბათ არ იყო მიჩვეული,როდესაც ხალხი მას არ ემორჩილებოდა,მაგრამ მე მაინც ჩემს აზრზე ვრჩებოდი.ეს იქამდე გრძელდებოდა სანამ ხელში არ ამიყვანა.თავისი ძლიერი ხელი წელზე მომხვია და გულში ჩამიკრა.
-დამსვი!
მას არც ახლა მიუქცევია ჩემი წინააღმდეგობისთვის ყურადღება.ვგრძნობდი,როგორ მიჭერდა ზურგზე თითებს,რომ კარგად დავეკავებინე.მას ისე მივყავდი,როგორც პატარძალი მიჰყავთ ხოლმე.სამზარეულოდან მისაღებში გამიყვანა.კინაღამ დავვარდი,როდესაც მან ფეხი კარებს მიარტყა,რომ გაეღო.ოთახში ბნელოდა.ხელები ავტომატურად ყელის გარშემო მოვხვიე.ყოველთვის მეშინოდა სიბნელის.ჰარიმ ოთახი სწრაფად გაიარა,შვებით ამოვისუნთქე,როდესაც მან რაღაც რბილზე დამსვა.ხელებით მოვსინჯე,ის რაზეც ვიჯექი და მივხვდი,რომ ეს მისი საწოლი იყო.ჰარიმ შუქი აანთო.ჰარი კარადას მიუახლოვდა და ტანსაცმელი ამოიღო,რომელიც შემდეგ მე გამომიწოდა.
-ეს ჩაიცვი.
მაისური და შორტები თავდაუჯერებლად ავიღე და მისგან მოშორებით დავდექი.მას არაფერი უთქვამს,უბრალოდ ოთახიდან გავიდა და კარები მოხურა.ოთახის თვალიერებას შევუდექი.საწოლზე ჩამოვჯექი,ღრმად ჩავისუნთქე.კედელზე რამდენიმე ფოტო ეკიდა,კუთხეში კი გიტარა იდგა.ფეხსაცმელები და ჯინსი უცებ გავიხადე და შორტები ამოვიცვი,რომელიც ჰარიმ მომცა.ზედაც გავიხადე,როდესაც ჰარის მაისურის ჩაცმა დავიწყე,კარები ისევ გაიღო.თვალებით მთელი ჩემი სხეული აათვალიერა.სახეზე ცინიკური ღიმილი დასთამაშებდა.
-მმ,ჩემს ტანსაცმელში ძალიან კარგად გამოიყურები.
მის ნათქვამს არანაირი ყურადღება არ მივაქციე,დავიხარე რათა ჩემი ტანასცმელი ამეღო,მაგრამ ეგრევე ხელიდან გამივარდა.ჰარიმ წელზე ხელები მომხვია.ჰარიმ თავი გადასწია და შიშველი ადგილის კოცნა დაიწყო.ზურგი მის მკერდზე მქონდა მიკრული.
ვერ ვინძრეოდი,რადგან ის უფრო და უფრო ძლიერად მიკრავდა.თავისუფალი ხელი მაისურის ქვეშ შეაცურა.თითებით მუცელზე მიღუტუნებდა,მის ცხელ სუნთქვას ყურებზე შევიგრძნობდი.კანკალმა ამიტანა,როდესაც ის ჩემს მკერდს შეეხო.ხელი ჩაავლო და მოუჭირა.თავი მხარზე ჩამოვადე,თვალები დახუჭული მქონდა.
აქამდე არასოდეს მეგრძნო რაიმე ამდაგვარი,ტანში ჟრუანტელმა დამიარა.როგორც იქნა მივხვდი რასაც აპირებდა და მისი მკლავებიდან თავის გათავისუფლება გადავწყვიტე.მან სიცილით ხელი გამიშვა.კარებთან მივვარდი,სახელურს ჩავჭიდე ხელი და გაღებას შევეცადე.
-ბო.-გამაფრთხილა.
ის ზუსტად ჩემს უკან იდგა.ხელი კარებს მიადო და სწრაფად დახურა,რომ გაქცევა არ მომესწრო.თვალები მაღლა ავწიე,რომ ჩვენი მზერები ერთმანეთს შეხვედროდა.სუნთქვა გამიხშირდა,როდესაც მან ნელა მოსწია ტუჩები ჩემს ყურთან.
-მინდა,რომ თავი კარგად გაგრძნობინო.-თავისი ხრინწიანი ხმით ჩამჩურჩულა.

DARK(completed)Where stories live. Discover now