part 55

1.2K 78 2
                                    


Dark.
თავი 55
*ჰარი*
-გოგონები ჩხუბობენ!
ნაილი უცებ მოეგო გონს,აქეთ-იქეთ ყურება დაიწყო,ცდილობდა ის ადგილი მოეძებნა სადაც ჩხუბი მიმდინარეობდა,მაგრამ რადგან ვერაფერი ვერ აღმოაჩინა,მზერა ისევ ლუდის ბოთლისკენ მიმართა.წუთიერი დუმილის შემდეგ,ცისფერ თვალება ქერა თმიან ბიჭს ცნობისმოყვარეობამ ისევ შეაწუხა.
-ბო სად არის?-აღელვებულმა მკითხა.
მე ბო ბასეინთან დავტოვე ლუისთან ერთად,იმისთვის რომ ჩემს არ ყოფნაში,ლუს მისთვის ყურადღება მიექცია.ვიმედოვნებდი,რომ ეს მათ დალაპარაკების საშუალებას მისცემდათ,თუმცა ეჭვი მეპარება რაიმე სერიოზულ თემაზე ესაუბრათ,რადგან ლუი ნასვამი იყო,და ერთადერთი თემა რომლის განხილვაც შეეძლო,ეს მისი წინდების ფერი იყო.ის კიდევ უფრო სასაცილო იყო მაშინ,როცა მისი ჭიქა ალკოჰოლური სასმელით იყო სავსე.
ნაილი კი ისევ მე მომჩერებოდა და პასუხს მოუთმენლად ელოდა.ვიღაც უკნიდან შემეხო,მოვბრუნდი თუ არა,უცნობი ბიჭი დავინახე,რომელსაც თმა აჩეჩოდა,პერანგი ნახევრად გაეხსნა,რომელზეც ალკოჰოლის ლაქა ემჩნეოდა.

-წამოდი ბაღში,ვიღაც გოგოებმა ნამდვილი აურზაური ატეხეს!
უცნობი ბიჭი იმ გზას გაუყვა საიდანაც მოვიდა.... ფუ შენი.
არა,რა თქმა უნდა არა.ეს ვერ იქნებოდა ბო.ბო უკანასკნელი ადამიანია რომელსაც შეეძლო მონაწილეობა მიეღო ჩხუბში,თუმცა ბოლომდე დარწმუნებული არ ვიყავი,რამაც მაიძულა დივანიდან ავმდგარიყავი და გარეთ სახლის უკანა კარიდან გავსულიყავი.ნაილიც მე მომყვებოდა.ბასეინი ეზოს უკანა მხარეს იყო,ამიტომ ხალხის ბრბოს გარღვევა მოგვიწია,ხელს ვკრავდი,რათა ისინი მომეშორებინა და საერთოდ არ მაინტერესებდა მათი რეაქცია.
-ბო!
გული საგულეში აღარ მქონდა,როცა ბო შევამჩნიე,რომელიც დაცვის პოზიციაში იდგა ჰეილის უკან.მახსოვს თუ როგორ მიმაბჯინა ბომ კედელთან მაშინ,როდესაც ფეხზე ძლივს ვიდექი,ის სიბრაზისგან თავის დაღწევაში მეხმარებოდა.იმ ღამეს ბომ ფაქტიურად მიმათრია სახლამდე,იმ ღამეს როდესაც მას მამაჩემზე ვუამბე.
როდესაც მე და ნაილი ბასეინს მივუახლოვდით,გარკვევით შემეძლო იმის ნახვა რაც იქ ხდებოდა.
მათ ბევრი ხალხის ყურადღება მიეპყროთ,მათი რაოდენოდა ნელ ნელა იზრდებოდა.სამი გოგონა ცენტრში იდგა და ერთმანეთს უყვიროდნენ,მესამე გოგონას სახელი არ ვიცოდი,ის დანარჩენ ორზე უფრო მაღალი ჩანდა,რაც ქუსლების დამსახურება იყო.
-გაუშვი!-ჰეილი ყვიროდა.
ბოს თმა იმ გოგოს მუშტით ეჭირა და თავისკენ ქაჩავდა.როდესაც საბოლოოდ მივუახლოვდი ბასეინს,დავინახე თუ როგორ ებღაუჯებოდნენ გოგონები ერთმანეთს ფრჩხილებით,რაც მათ სხეულებზე ნაკაწრებს ტოვებდა.აქამდეც ბევრი გოგონების ჩხუბი მენახა,მაგრამ ასეთ სერიოზულ შერკინებაში არასოდეს გადაზრდილან.უკეთეს შემთხვევაში გოგოები სილის გაწნით შემოიფარგლებოდნენ,ასეთი ჩხუბის მიზეზი კი ყოველთვის ბიჭი იყო,რომელსაც ეგონა რომ ორ გოგოსთან ერთად შეხვედრა გაუვიდოდა.
ყველაფერი ისეთი არა რეალური ჩანდა,ვერ ვიჯერებდი იმას,რომ ბო ამაში მონაწილეობას იღებდა და მის თმას ახლა აგრესიული გოგონა ჩაბღაუჯებოდა.ვცდილობდი,როგორმე მიმეღწია გოგონებამდე.
მხარზე ვიღაცის ხელის შეხება ვიგრძენი,მაგრამ მაშინვე მოვიშორე.მალევე მივხვდი ვინც იყო და ხელი ვკარი.
-დააცადე,დაწყებული ბოლომდე მიიყვანონ.-თქვა,მე კი ალკოჰოლის სუნი მეცა.
რა თქმა უნდა მას უნდოდა ჩხუბით დამტკბარიყო,არაფერი იმაზე საინტერესო ვიდრე გოგონებს შორის გაჩაღებული ბრძოლა,რომლებიც ამის საშუალება რომ ჰქონოდათ ტანსაცმელსაც კი შემოახევდნენ ერთმანეთს.
-მომშორდი.-დავუყვირე.
ჩემი ყვირილის გაგონებაზე,ცოტა არ იყოს შეკრთა.ბოლო რამდენიმე წელიწადია რაც ეს ნორმალური გახდა,ადამიანები შიშს ემორჩილებოდნენ,როდესაც ახლოს გამიცნობდნენ.
ბოსთან მიახლოების სურვილი მკლავდა,გზიდან ყველას ვიშორებდი და ვცდილობდი როგორმე მასთან მიმეღწია.ჰეილი ცდილობდა ბოს თმა,იმ მაღალი გოგოს ხელიდან გამოეთავისუფლებინა,მაგრამ როგორც ჩანს ბოს სულაც არ სჭირდებოდა დახმარება.ბომ ძალა მოიკრიბა,მხრები ასწია,რათა როგორმე ფრჩხილები მოეშორებინა,რომლებიც იმ გოგოს მის ყელში ჩაერჭო.ბომ მოახერხა მისი ყურადღების გაფანტვა,და მოგებული დრო იმისთვის იხმარა,რომ მუცელში მუშტი ჩაერტყა.გოგონა მოიხარა,ხელები მუცელზე აიფარა და როგორც იქნა ბოს თქმა ხელიდან გაუშვა.
მაღიზიანებდა ის თუ რა ხმაური მოჰყვა ბოს ამ ქცევას.მეტი აღარ შემიძლია.
-გამატარეთ!
რამდენიმე ადამიანმა გაფართოებული თვალებით შემომხედეს და გზა დამითმეს.ახლა შევძელი იმის დანახვა თუ რა ძლიერად ჩაურტყამს მისთვის ბოს.გოგონა წინ მიიწევდა,რათა ბოსთვის სახეში მუშტი გაერტყა,მაგრამ ჰეილი მათ შორის ჩადგა და დარტყმა საკუთარ თავზე მიიღო და წაბარბაცდა.
ჰეილის წელზე ხელი მოვხვიე და ჩემსკენ მოვწიე,შემდეგ კი მეორე ხელით ბოს ჩავეჭიდე.ბო უშედეგოდ ცდილობდა,ჩემი ძალისთვის წინააღმდეგობის გაწევას.მან თავისი ჯიუტი ხასიათი ახლა ბოლომდე გამოავლინა.
-ბო.
როდესაც წელზე კარგად ჩავებღაუჯე,ვეცადე ჩემთან ახლოს მომეწია,როგორც იქნა მოვახერხე მისი კარგად დაჭერა.
-გამიშვი!-ყვიროდა.
ცდილობდა,როგორმე თავი გაეთავისუფლებინა.აქამდეც მენახა თუ როგორი ხდებოდა ბო როდესაც ემოციებს ვეღარ იკავებდა,მაგრამ ახალ ყველაფერი სხვაგვარად იყო,ბო ბრაზობდა.
-ბო,დამშვიდდი.
რთული იყო ჰეილისა და ბოს ერთად დაჭერა,რადგან ორივეს თავში მხოლოდ ერთი აზრი ჰქონდათ ჩანერგილი,მათ როგორმე თავი უნდა დაეღწიათ ჩემგან და მესამე გოგონასთვის საკადრისი პასუხი გაეცათ.მალევე გამოჩნდა ბიჭი,რომელსაც ვერ ვცნობდი,მაგრამ სავარაუდოდ იმ მესამე გოგოს შეყვარებული უნდა ყოფილიყო.
-ნაილ,ვეღარ ვაკავებ მათ!
ნაილი კი იდგა,ფართოდ გახელილი თვალებით და წარმოდგენა არ ჰქონდა თუ როგორ უნდა მოქცეულიყო.პირველი შემთხვევა იყო,როცა ნაილს ასეთ რამეში მონაწილეობის მიღება უხდებოდა,ჩვეულებრივ ის აქეთ-იქეთ ღიმილიანი სახით დადიოდა და სასაცილო ანეგდოტებს ჰყვებოდა,მაგრამ არა დღეს.
მადლობელი დავრჩი,როდესაც გვერდით ტომი დაივნახე,რომელმაც ჰეილი დაიკავა.მან ნამდვილად გამიიოლა საქმე.
*ბო.*
იდიოტი.იქედან მიბღვერს.იდიოტი,რომელიც არავის არ დაუპატიჟებია.
მას კიდევ ერთხელ შევხედე და მუშტები შევკარი. ჰეილი წასულიყო,მაგრამ ვიცოდი რომ მას არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდა.ბოლომდე არ ვიყავი დარწმუნებული იმაში,თუ ვინ შეაჩერა ჩვენი ჩხუბი,რადგან ირგვლივ უამრავი ადამიანი შეკრებილიყო.თუმცა ვიგრძენი სხეული,რომელზეც მიკრული ვიყავი,ეს მამაკაცის სხეული იყო.მას ძლიერი მარჯვენა ხელი ჰქონდა,მაგრამ ჩემთვის ტკივილის მოყენებას არ ცდილობდა.მისი ხელებიდან გამოვძვერი.სულ რამდენიმე წამი დამჭირდა,რომ ჩემს მოწინააღმდეგესთან მიმერბინა და მის მხარს შევხებოდი.არ დავარტყი,ამის მაგივრად უფრო ბავშვურ ხერხს მივმართე,დავამცირე.უბრალოდ არ მომწონდა მისი კაბა,ამიტომ ის და მისი შეყვარებული,მალევე ბასეინში აღმოჩნდნენ.როდესაც ზედაპირზე ამოყვინთეს,იმ გოგოს ტუში სულ გათხაპნოდა,მე კი ბასეინის პირას მდგარი ვუღიმოდი.

DARK(completed)Where stories live. Discover now