თავი 45*ჰარი*
სიცივეს ვგრძნობდი,სითბო რომელიც ჩემს გვერდით მწოლიარე ადამიანისგან მოდიოდა ძალიან მაკლდა.საბანზე ხელებს ვარტყამდი რათა ბო მეპოვა,მაგრამ როდესაც ბოს სხეულის მაგრივრად სრული სიცარიელე ვიგრძენი,გუშინ მომხდარი ამბავი თვალწინ დამიდგა.ალკოჰოლი,ყვირილი,შიში და ბოს სახეზე სისხლჩაქცევები.საწოლიდან წამოვხტი,დილის სინათლე თვალებს ძალიან მტკენდა,გული არანორმალურად სწრაფად მიცემდა,თვალებს აქეთ იქით დაცეცებდი და ბოს უშედეგოდ ვეძებდი.
ვნანობ,რომ ბოს ვუყუვირე და უფრო მეტიც... მე ის შევაშინე.
თითები კარებს შევახე და უხეშად გამოვაღე.ჯანდაბა სად არის ბო ? ვერსად ვერ წავიდოდა.
გაბრაზებული და ნასვამი ვიყავი,ბომ გადაწყვიტა არაფერი ეთქვა,იმ ადამიანზე რომელიც მას სამსახურში უცაბედად ესტუმრა.როგორ უნდა დავიცვა ის,თუ არაფერს მეუბნება ? გუშინ საღამოს,როდესაც ბოს სახე ვნახე,მივხვდი რომ დენი სრულ სიმართლეს მეუბნებოდა.
შუბლიდან კულულებს ვიშორებდი,კარიდორს მივუყვებოდი და სამზარეულოსკენ ვუმიზნებდი რათა იქ მაინც მეპოვა ბო.სიცარიელე... ჩემდაუნებურად გეზი სასტუმრო ოთახისკენ ავიღე.კარები ჩუმად შევაღე და ოთახის დათვალიერებას შევუდექი,უკვე უკან გამობრუნებას ვაპირებდი,მაგრამ ჩემი ყურადღება მუქმა თმებმა მიიპყრო.
ის ფანჯრის რაფაზე იჯდა,ფეხები მკერდზე მიებჯინდა და ფანჯრიდან უკაცრიელ ქუჩას აკვირდებოდა,თავისი პატარა ხელებით ფინჯანი ეჭირა და ჩაის წრუპავდა.
როგორც ჩანს შემამჩნია და თავი ჩემსკენ მოაბრუნა.მისი ცისფერი თვალები ჩემსას შეხვდნენ,მისი სახე ჯერ კიდევ დაიარებული იყო.ტუჩები დასიებოდა,ნიკაპი სულ ჩალურჯებოდა.
-ჩაი გაგიკეთე-თავის ქნევით მითხრა.
თვალებით მის სხეულს დავუწყე თვალიერება და ჩემი მაისური ამოვიცანი.
YOU ARE READING
DARK(completed)
Fanfictionდამთავრებულია!/დასარედაქტირებელია! -ანუ ის შენთან დაკავდა სექსით გადასაფარებლის თანხლებით? -მირჩევნია ამას"სექსი,შიგნით შევსვლის გარეშე" დავარქვა ამოვიკვნესე,როდესაც მან თავისი ხელით გადამიწია თმა.სახე გაუნათდა,გასაგები იყო რომ ის თავის დატოვებულ შ...