Dark
თავი 49.
მთელი ღამე მე და ჰარი ერთმანეთთან ახლოს ვიწექით,ჰარი ზემოდან იქამდე მაწვა სანამ არ გავაღვიძე და გვერდით არ გავწიე.დაახლოებით ერთი საათის შემდეგ ვიგრძენი თუ როგორ შემეხო ჰარი ლოყაზე თითებით და როგორ გამაღვიძა.როგორც ჩანს მთელი საბანი ჩემთვის მქონდა გადაფარებული და ჰარის ღუტუნი დაეწყო.კარგად მახსოვს თუ როგორ მიწოდა ჰარიმ "ცომში შეხვეული სოსისი" თან ხუმრობით მებრძოდა რათა თავისი კუთვნილი საბნის ნახევარი დაებრუნებინა.როდესაც ჰარიმ ამ პატარა ორთაბრძოლაში გამარჯვება მოიპოვა,მის ცივ სხეულს მივეკარი და ვცდილობდი გამეთბო.თითებით მის ლოყებს ვეხებოდი. ოთახში შემოჭრილი სინათლე მისი ღიმილის დანავის საშუალებას მაძლევდა რომელიც მხოლოდ ჩემთვის იყო განკუთვნილი.მე ჰარის ლოყებში წარმოქმნილ ორმოებს ვეთამაშებოდი ის კი ამ დროს მძინარე ხმით იცინოდა.
-საყვარელი უკვე გვიანია. მოდი დავიძინოთ.
როდესაც დილა დადგა და გავიღვიძე,მუცელზე მწოლიარე ჰარი დავინახე.მე ზურგზე ვიწექი და მუცელზე ჰარის ხელს ვგრძნობდი,ის ძილშიც კი არ მიშვებდა.
*ჰარი*
სიცილი.ეს იყო ის რაც მე მომესმა როდესაც ჩემს კისერზე თბილი სუნთქვა ვიგრძენი.ბომდე მხოლოდ მაღვიძარა ან სინათლის სხივები თუ მაღვიძებდნენ,მაგრამ ბოსთან ყველაფერი სხვაგვარად იყო.თითქოს მას ახალი მეთოდები ჰქონდა შემუშავებული რომელების მეშვეობითაც მაღვიძებდა.თავი მარჯვნივ მივატრიალე და ბოს წელზე ხელები შემოვხვიე.თვალები დახუჭული მქონდა რადგან ძილის შებრუნება მსურდა მაგრამ ჩემს სურვილს ახდენა არ ეწერა.ახლა მე თბილი სუნთქვა მარჯვენა ლოყაზე ვიგრძენი.
-ჰარი-ჩაიჩურჩულა ბომ.
-ჰარი მიიწიე.
ბომ მითხრა რომ მე თითქმის არ დამეტოვებინა მისთვის ადგილი საწოლზე.ვფიქრობ ეს რთულია რადგან მე ყოველთვის მარტო ვიწექი,მაშინაც კი როდესაც სახლში გოგონები მომყავდა ღამე არცერთი მათგანი არ რჩებოდა.თითქოს მათ იცოდნენ რომ სექსის გარდა არაფერი გვექნებოდა.არავითარი ემოცია,არავითარი სინაზე.დილით ყოველთვის ცარიელ საწოლში ვიღვიძებდი.მარტო.დღევანდელ დღემდე ვერ ვაცნობიერებდი თუ როგორ მაკლდა დილით ვიღაცასთან ერთად გაღვიძება.
YOU ARE READING
DARK(completed)
Fanfictionდამთავრებულია!/დასარედაქტირებელია! -ანუ ის შენთან დაკავდა სექსით გადასაფარებლის თანხლებით? -მირჩევნია ამას"სექსი,შიგნით შევსვლის გარეშე" დავარქვა ამოვიკვნესე,როდესაც მან თავისი ხელით გადამიწია თმა.სახე გაუნათდა,გასაგები იყო რომ ის თავის დატოვებულ შ...