part 34

1.5K 83 14
                                    

*თხრობას განაგრძობს ჰარი.*

უყურედღებოდ ვათვალიერებდი ტელეფონში შემოსულ მესიჯებს,მეორე ხელით მანქანის საჭეს ჩავჭიდებოდი და ბოს მოლოდინში "The Vaccines" ვუსმენდი.ტელეფონი გადავდე შემდეგ კი საათს დავხედე.რას აკეთებს ბო ამდენ ხანს? უკვე მის მოსაძებნად წასვლას ვაპირებდი როდესაც დავინახე თუ როგორი გაიღო მაღაზიის კარები. ბო კარებიდან მოუხერხებლად გამოდიოდა,როგორც ჩანს რაღაცას წამოედო,არც მიკვირს ეს ხომ ბოა?მაგრამ ჩემი ყურადღება მამაკაცმა მიიპყრო რომელიც მას გვერდით მოჰყვებოდა.მარჯვენა ხელი საჭეს მაგრად ჩავჭიდე,როდესაც დავინახე თუ როგორ მოჰკიდა მან მკლავზე ხელი დასახმარებლად. რა ჯანდაბა ხდება? რა უფლებით ეხება ის ბოს?

ბომ მას გაუღიმა,იმ კაცმა კი მას თავისი ტელეფონი მისცა. საერთოდ რა ხდება აქ ?მე კულულები შუბლიდან გადავიყარე და ყურადღებით დავიწყე იმ მამაკაცის მოქმედებებზე დაკვირვება.არ მსიამოვნებდა ის თუ როგორ უყურებდა იგი ბოს და როგორც ეხებოდა,მაგრამ მანქანაში დარჩენა ვარჩიე რადგან ვიცოდი რომ თუ ჩავერეოდი ბო ძალიან გაბრაზდებოდა.რაც უფრო მეტად ვაკვირდებოდი მათ მით უფრო მაგრად ვუჭერდი ხელს საჭეს.

როდესაც ბო მას შორდებოდა,მისი მზერა მაინც ბოსკენ იყო მიმართული,აშკარა იყო რომ მიშტერებოდა.მაშინაც კი როცა ბო მანქანაში ჯდებოდა,კაცს თავი დაეხარა.. იგი ბოს საჯდომს აკვირდებოდა... ბო*ისშვილი.

-ვინ იყო ? -პირდაპირ ვკითხე მე.
-მადლობა რომ მომესალმე ჰარი- სარკაზმით მიპასუხა შემდეგ კი ლოყაზე ნაზად მაკოცა.
-ვინ იყო? - შეკითხვა ისევ გავიმეორე,ოღონდ ახლა უფრო გაბრაზებული ტონით.

ბო კარგად ხვდებოდა რომ ხუმრობის ხასიათზე სულაც არ ვიყავი.მისი სახის გამომეტყველება მკარნახობდა რომ მას ჩემი რეაქციის ეშინოდა.

-დენი- ჩუმად თქვა მან და თავის ხელებს დახედა.
- და?-
მის სიტყვაძუნწობას უკვე წყობიდან გამოვყავდი.
- და მან ახლხანს დაიწყო მაღაზიაში მუშაობა.
-რატომ მოგცა დენმა თავისი ტელეფონი?
ბომ თავი ასწია და მე შემომხედა.
- დენი ახალია და აქაურობას არ იცნობს,მან მკითხა შემეძლო თუ არა ნომრის მიცემა,რომ ახლო მომავალში ყველაფერი დავათვალიერებინო.-ჩუმი ხმით მიპასუხა ბომ.
ის ნერვიულად ათამაშებდა თითებს და თავი ისევ დახრილი ჰქონდა.
-შენ არაფერს არ დაათვალიერებინებ მას! - გაბრაზებული ტონით მივუგე.

DARK(completed)Where stories live. Discover now