Dark
თავი 58.
მზის სხივი ჩემს პატარა ოთახში შემოიჭრა და გონებაში ავღნიშნე რომ კიდევ ერთ უძილო ღამეს ჩაევლო.ცარიელ სივრცეს მივჩერებოდი,რომელსაც ადრე ადამიანი ავსებდა,ის ვისთან ყოფნაც აღარ შემიძლია და მე ის მძულს ამის გამო.
დღეები სულ ამრეოდა და ისიც კი არ ვიცოდი,ვმუშაობდი თუ არა.ტელეფონს დავხედე და მივხვდი,რომ შაბათი იყო.ამოვიხვნეშე და კვლავ საწოლში ჩავწექი.უკვე მერამდენე დღეა რაც კოშმარებს ვებრძვი.იმედი მქონდა,რომ ჩამეძინებოდა და სიზმარში მას ვნახავდი.თუმცა დედაჩემს სულ სხვა გეგმები ჰქონდა.
-დილა მშვიდობისა.
გავშეშდი,თავზე საბანი გადავიფარე და შევეცადე ძილს მივცემოდი.დედა გვერდით მომიჯდა და მხარზე ხელი გადამისვა.
-ბო,მიდი.ხომ დამპირდი.
რბილი,მაგრამ ოდნავ დაძაბული ტონით მომმართა.ის დაღლილიყო იმ ფაქტით,რომ გამუდმებით ოთახში ვიკეტებოდი.მეც დავიღალე.თავის მოწესრიგებას ალბათ მთელი დღე მოვუნდები.
-ჩაი მოგიტანე.
თავი ჩემი „თავშესაფარიდან“ ამოვყავი და გვერდით მდგარი ჩაის ჭიქა შევნიშნე.მართლაც რომ მჭირდება თავის მოწესრიგება.
-მადლობა.
დავჯექი და საბანიც ჩემსკენ მოვქაჩე.დედაჩემი კიდევ გვერდით მეჯდა და საბნის თავზე წამოცმის საშუალებას არ მაძლევდა.მან ძალიან კარგად იცოდა,რომ ჩემი მიზანი საკუთარ პრობლემებში ჩაძირვა იყო.
-უნდა ადგე,გარეთ ცოტა არ იყოს გრილა,მაგრამ მზიანი ამინდია.
-და მერე?
როგორც კი ჩემი უხეში პასუხი მოისმინა,სახიდან ღიმილი წაეშალა.სინდისმა მაშინვე შემაწუხა,როდესაც ეს სიტყვები წარმოვთქვი.მაგრამ ის დედაჩემი იყო და ესმოდა,რომ მიუხედავად მცირეოდენი პროგრესისა,სულ უმნიშვნელო რაღაცასაც კი შეეძლო ჩემი გულის ტკენა და ჩვენ იმ დღეებს დავუბრუნდებოდით,როდესაც ჩემი ოთახის ოთხი კედლის დატოვებაც კი არ მსურდა.
-საყიდლებზე ხომ არ წავსულიყავით?ან იმ კაფეში შევიდეთ,პატარაობაში ძალიან რომ გიყვარდა.ან თუ არ გინდა,შეგვიძლია უბრალოდ გავისეირნოთ.
YOU ARE READING
DARK(completed)
أدب الهواةდამთავრებულია!/დასარედაქტირებელია! -ანუ ის შენთან დაკავდა სექსით გადასაფარებლის თანხლებით? -მირჩევნია ამას"სექსი,შიგნით შევსვლის გარეშე" დავარქვა ამოვიკვნესე,როდესაც მან თავისი ხელით გადამიწია თმა.სახე გაუნათდა,გასაგები იყო რომ ის თავის დატოვებულ შ...