Dark.
თავი 54.
*ლუი*
-მეგობრულად გეუბნები,ჰარი შენ სენტიმენტალური იდოტი გახდი!
ხელში ლუდის ბოთლს ვატრიალებდი,მხედველობიდან არც ის გამომჩენია რომ ბოთლი თითქმის ცარიელი იყო და შანსი იმისა რომ ნაილი ახალს მომიტანდა თითქმის არ არსებობდა რადგან იგი გოგონებთან ფლირტით იყო დაკავებული.
-რატომ? -ჰარიმ გადაიხარხარა.
-არ გახსოვს ცოტა ხნის წინ რას აკეთებდი? შენ შეიცვალე.
-მე ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ.პირიქით მომწონს კიდეც.
ჰარი აღარ იყო ისეთი უხეში როგორიც ადრე და ეს ყველაფერი ბოს დამსახურებაა.პატარა საყვარელი ბოს.
-შენ სხვანაირი ხდები.არავინ შემოგხედავს სერიოზულად შენ თუ ასე გააგრძელებ მოქცევას.
-მე არ ვარ .....-თავის დასაცავად წამოიყვირა.
ღიმილის შეკავება ვერ შევძელი როდესაც მხარში ჰარის მუშტი ვიგრძენი.მექანიკურად ლუდის ბოთლს ჩავჭიდე ხელი რათა მასში დარჩენილი ალკოჰოლი შემენარჩუნებინა.ძველი ჰარი ჯერ კიდევ არსებობდა,სადღაც ღრმად,ის იმ რომანტიკოსის ქვეშ იმალებოდა რომელსაც ვარდისფერი გულები და საშინელი ყვევილები უყვარდა. არმგონია ჰარის ამ ყველაფრის მის უკან დატოვება შეეძლოს,ძალიან კარგად მახსოვს რაც იმ სახლში ხდებოდა როდესაც უფრო ახალგაზრდები ვიყავით.უბრალოდ შეუძლებელია დამარხო ყველა ეს მოგონება,არ აქვს მნიშვნელობა თუ რა დიდი ნიჩაბი გაქვს.
-მე ჯერ ჯერობით ისევ შემწევს ძალა დაგარტყა.-ჰარი ჩემს შეშინებას განაგრძობდა.
სულ გადამავიწყდა თუ რა მარტივად შეიძლებოდა მისი გაბრაზება.ის არაჩვეულებრივი ადამიანია,იმ შემთხვევაში თუ კარგი ურთიერთობა გაქვს მასთან მაგრამ თუ მას რაიმე სახის შეურაცყოფას მიაყენებ,ჩათვალე რომ წამში ძირს გართხმული აღმოჩნდები.ზოგიერთი ვეღაც დგებოდა და ეს ყველაფერი მე საკუთარი თვალით მაქვს ნანახი.
-ამაში ეჭვიც არ მეპარება.-გავუღიმე.
ჰარიმ ჩემს შეთავაზებულ ლუდზე უართი თქვა.მაშინაც კი როდესაც ჩემს ადგილს ვუბრუნდებოდი,ჰარის მზერას უკნიდანაც კი ვგრძნობდი.თავი ოდნავ გვერდით მივაბრუნე და გოგონას შევხედე რომელიც საცურაო აუზთან იდგა,მან გაიცინა როდესაც წყლიდან ჰეილიმ შესძახა.
ბომ შემთხვევით რაღაცას ფეხი წამოკრა,რაზეც ჰარი შეხტა.მისმა ამ მოძრაობამ გამაოცა,ის თითქოს მზად იყო ახლავე ამდგარიყო და მასთან მიერბინა.ბომ მალევე აღიდგინა წონასწორობა და ნიშნად იმისა რომ ყველაფერი წესრიგში ჰქონდა ,ჰარის გაუღიმა.
-ეს რა იყო ?
-რა?-ჰარიმ შემომხედა,მე კი მას გვერდით მივუჩექი.
თავით ბოზე ვანიშნე.
-აა,ბო კარგად ვერ ცურავს.მე უბრალოდ არ მინდა რომ წყალში გადავარდეს.-მან კიდევ ერთხელ შეხედა ბოს.-მოგვიანებით ერთად ჩავალთ საცურაო აუზში.
-ეი ჰაზ!- შორიდან ვიღაც ბიჭმა ჰარის დაუძახა.
-ნაილერ!
გოგონებთან საუბარში გართულმა ნაილმა ჰარის მისალმების ნიშნად ორი თითი აუწია.შემდეგ როგორც იქნა მოახერხა გოგონებისგან თავი დაეძვრინა,ჰარის მიუახლოვდა რის მერეც ისინი ერთად შევიდნენ სახლში.
მე მთხოვეს რომ ბოსთვის ყურადღება მიმექცია.ის სავარძელზე გაწვა,მე კი მასთან საუბრის წამოწყებას ვაპირებდი.მაინტერესებდა მისი გეგმები მომავლისთვის,სად ხედავს საკუთარ თავს 5 წლის შემდეგ და რას აპირებს ის ჰარისთან.რა თქმა უნდა ამ ყველაფერს ზრდილობიანად ვკითხავდი.
-ესე იგი,შენ და ჰარი?-ლაპარაკი დავიწყე.
ბო ჩემს პირდაპირ დაჯდა,სასმელი აიღო რომელიც აქამდე მაგიდაზე ჰქონდა დატოვებული.
-და რა მოხდა?-გამიღიმა.ჭიქა ტუჩებისკენ წაიღო.
-შენ მისგან ბავშვების გაჩენა გინდა?
მე გონებაში ჩემს თავს ტაშს ვუკრავდი ასეთი კითხვისთვის.ბომ ძლივს ძლივობით გადაყლაპა სასმელი.
-მეე...ა მმ ჯერ კიდევ ძალიან ადრეა ამაზე ფიქრი.არც ისე დიდი ხანია რაც ჩვენ ერთად ვართ.
მის პასუხს ყურადღება არ მივაქციე,თუმცა ის საკმაოდ ჭკვიანი ჩანდა.ჰარის სჭირდება ასეთი გოგო გვერდით ?მასთან ყოველთვის ტატუებიან გოგონას წამოვიდგენდი,რომელსაც უამრავი პირსინგი აქვს და სხვებთან ჩხუბზე უარს არ ამბობს.ბო რადიკალურად განსხვავებული იყო. შეიძლება მას ჰქონდეს ტატუ,მაგრამ მხოლოდ ისეთი რომლის არსებობის შესახებ მარტო ჰარიმ იცის.მე ამ თემას გადავუხვიე.
ბო წრიალებდა,თითქოს თავს არაკომფორტულად გრძნობდა.ჯობია განვაგრძო.
-მაგრამ ცოლად გაჰყვებოდი ?
-მე არასოდეს მიფიქრია ამაზე.თუმცა მაინტერესებს როგორ გამოიყურება ჰარი კოსტუმში.
ბომ პოზა შეიცვალა,ოდნავ წინ გადმოიხარა,თითქოს ჩემი შემდეგი კითხვისთვის ემზადებოდა.
-და რას საქმიანობ?
ფეხები გავჭიმე ,ერთმანეთზე გადავაჯვარედინე და ლუდი მოვსვი.თავში გამიელვა,რომ ამდენი არ უნდა დამელია,მაგრამ ეს აზრი ამშინვე გაქრა როდესც მუცელმა ბუყბუყი დაიწყო და თავბრუ დამეხვა.
-მე მუსიკალურ მაღაზიაში ვმუშაობ,ჩვენ ძველ კასეტებს და ახალ დისკებს ვყიდით.
არც ისეთი მოსაწყენია,როგორსაც მოველოდი,შეიძლება ბომ რაიმე სარგებელიც მოიტანოს.
-იმ იდოტ დენთან ?
ზიზღისგან ცხვირი დამეჭმუჭნა.ჰარი ხსირად მიყვებოდა მის შესახებ.მიუხედავად იმისა რომ არასოდეს შევხვედროდი დენს,მე მას უკვე იდოტად მივიჩნევდი.
-დენი ჩემი მეგობარია.-ბომ მიპასუხა.
მე მას ვაწყენინე.მე მინდოდა კიდევ უფრო გამეღიზიანებინა იგი,მაგრამ მის სახეს რომ შევხედე ამის სურვილი გამიქრა.არ მინდოდა საზღვრებს გავცდენოდი.
-უნივერსიტეტში სწავლობ ?
ბოს გამომეტყველების და საქციელის ცვლილებამ ცოტათი ამანერვიულა.ბოს ტონი შეეცვალა,ისევე როგორც განწყობა.შეიძლება ეს მისთვის უსიამოვნო თემა იყო.
-ჰარი გელაპარაკა ამ თემაზე?-ბომ კითხვაზე კითხვითვე მიპასუხა.
რამდენიმე ადამიანი წყალში გადახტა და სულ მთლიანად გაგვწუწა.ადრე ცურვაზე დავდიოდი,თუმცა ახლა ამ იდიოტების დაჭერას ვერ შევძლებდი.ბომ წარბები აწია.რამდენიმე წამი დამჭირდა რომ საუბარი გამეგრძელებინა.
-რა თემასთან დაკავშირებით?
მეჩვენებოდა რომ ცოტა გაუგებრად დავიწყე სიტყვების წარმოთქმა.
-ოო,როგორც ჩანს არა.ჰარის არ უნდა რომ მე უნივერსიტეტში წავიდე,თუმცა მე დიდი სიამოვნებით წავიდოდი და გავივლიდი სწავლის კურსებს.
აი რაშია პრობლემა.ყოველშემთხვევაში მას ჰქონდა გეგმები,რომ ამ ყველაფრისთვის თავი დაეღწია.არც ისე დიდია პერპექტივა მეოცნებე ადამიანებისთვის.ეს იყო ის რასაც მე და ჰარი ვაკეთებდით:ყველასგა გავრბოდით,როდესაც ჩვენს ძველ უბანში ვცხოვრობდით.არაფერი კარგი არ იყო არც იქ და არც აქ.
-და შენ რას საქმიანობ,ლუი?
დავახველე.მართლაც რომ არ ვიყავი მზად მისი კითხვებისთვის.ეს ჩემი დაკითხვა იყო,აქ კითხვებს მე ვსვამდი და ბოს არ შეეძლო ასე უცებ შეეცვალა ყველაფერი.მაგრამ ჩემს თავს ვიცნობდი და ვიცოდი რომ გაჩუმებას ვერ შევძლებდი.
-პოლიციაში ვმუშაობ.
-პოლიციაში ?
ეს კითხვა ყოველთვის ასეთ რეაქციას რატომ იწვევს ხალხში? მე ხომ არ ვაპირებ მას ხელბორკილები გავუკეთო და განყოფილებაში წავიყვანო.
-ნუ ნერვიულობ.ოფიცერი არ ვარ,მე ქაღალდებთან და ტექნიკასთან ვმუშაობ.
-ესე იგი კომპიუტერები გიყვარს? მე არაფერი მესმის ტექნიკის.
ბომ გამიღიმა.მისი ნახევრად გარუჯული კიდურები,კრუასანთან ასოცირდებოდნენ ჩემთვის.როგორც ჩანს მომშივდა.
-ძალიან მოსახერხებელია.
შემდეგი კითხვის დასმაში მას არც ვამტყუნებდი,მეც იგივეს ვიკითხავდი.
-რატომ?
ტვინი მკარნახობდა რომ უნდა გავჩერებულიყავი,მაგრამ ჩემი პირი არ იყო საიდუმლოების შენახვის ხასიათზე არ იყო.
-შენ შეგიძლია ხალხი იპოვო,მათზე რაც გინდა ის გაარკვიო.წაშალო ფაილები და შენთვის საჭირო ინფორმაცია იპოვო.
ჯანდაბა! ხელები პირთან წავიღე.ბომ გადაიხარხარა როდესაც ჩემი ეს ჟესტი დაინახა.რა იდიოტი ვარ!
-არ უნდა მეთქვა.
ბოთლი ხელიდან გამივარდა და სავარძლის ქვეშ შეგორდა.
-არავის არ ვეტყვი.
-ამის გამო შეიძლება სამსახური დავკარგო.
პანიკაში მყოფმა ვერ შევამჩნიე რომ ჩვენი მდგომარეობა შეიცვალა.ჩვენს ერთმანეთს მაგიდა აღარ გვაშორებდა,ბო მარჯვენა მხარეს მეჯდა და ხელი ჩაეკიდა ჩემთვის.
-ყველაფერი კარგადაა ლუი.არავისთვის არ ვაპირებ თქმას.
ბოს ხმა დამამშვიდებელი იყო და მისი ბრწყინავი ცისფერი თვალები პატარა ბავშვებს შორის დადებულ ფიცს მახსენებდა.ის არავის არაფერს არ ეტყვის.შეიძლება ამიტომაც მოსწონს ის ჰარის.ის მას ენდობა.და იმ ყველაფერი საშინელების გამო რაც ცხოვრებაში გამოიარა და რაც გულთან ახლოს მიჰქონდა,მას ვიღაც სჭირდებოდა და ეს ვიღაც ბო იყო.
-საყვარელი ხარ,ბო.-მადლობის ნიშნად ვუთხარი.
-ნუ,მადლობა-მადლობა გადამიხადა და ხელი გამიშვა.
ავდექი,გახარებული ვიყავი იმითი რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა.ვცდილობდი საუბრისას, ზედმეტი სიტყვებისგან თავი შემეკავებინა.
*ბო.*
ზემოთ ავიხედე და ბალიში გამოვიძრე რომლეზეც ვიწექი.თავი გვერდით გადავაბრუნე,ჩემი და ლუის მზერა ერთმანეთს შეხვდა.
-მე რაღაც ვიპოვე შენი შეუვარებულის შესახებ.
-ჰარი ? რა?
ვიცოდი რომ ჰარის ქმედებები სულაც არ შეესაბამებოდა მის ანგელოზურ გარეგნობას.მიუხედავად მისი ღიმილის,ლოყებზე ღმულების და კოცნისა ,მასში მეტი სიბნელე და ბოქსის სიყვარული იყო.
-ოღონდ არ წამოგცდეს.რაღაც რაც მანქანას უკავშირდება,გამოსაძიებელი არც არაფერი იყო.ეს „ყვავილების პარკში“ მოხდა.
ის მიუყრებდა და ჩემს რეაქცია ელოდა.იქ არ ხდებოდა ბევრი მანქანასთან დაკავშირებული დანაშაული.მხოლოდ რამდენიმე მოპარული მანქანა,არაფერი სერიოზული.
-რა მოხდა?
-ჰარი ნაწყენი იყო.-მიპასუხა.-და ხანძარი წარმოიქმნა.
-ერთ წუთს.ეს ის მანქანა იყო როუზ პარკში? მათ თქვეს რომ ვიღაცამ ბეისბოლის კეტით მანქანა დაამტვრია,შემდეგ კი ცეცხლი წაუკიდა.-დაუბნეულმა ვეცადე ყველაფერი გამეხსენებინა.-ეს ჰარიმ გააკეთა?
-ჩუუუ.-ლუიმ გაიცინა და თითი ტუჩზე დამადო.
მე ვნახე ეს მანქანა. მეგობრებთან ერთად ბაღის გავლით სკოლაში მივდიოდი,როდესაც გზა მაღალმა პოლიციელმა გადაგვიღობა.მას არ უთქვამს თუ რატომ იყო გზა გადაკეტილი და რითი იყო ეს გამოწვეული მაგრამ ბავშვები ყოველთვის გამოირჩევიან ცნობისმოყვარეობით.ჩვენ ჩუმად შევძვერით აკრძალულ ადგილას,მოთმინებით ველოდით როდის გაიწეოდა ოფიცერი.ჩვენ დამწვარი მანქანა დავინახეთ რომელსაც ფანჯრები და სახურავი დამტვრეული ჰქონდა.რამდენიმე დღის შემდეგ გაზეთში წავიკითხე,რომ პოლიციას არანაირი სამხილი არ ჰქონდა იმისთვის რომ საქმე გამოეძიებინათ.ახლა ვანდალიზმი ჰარის კანონდარღვევების სიას მიემატა.პატარა ჰარის გამოსახულება თვალწინ წარმომიდგა:სახე რომელიც შავი ლაქებით იყო დაფარული,მკერდის ზემოდან ქვემოთ მოძრაობდა,თვალები უციმციმებდა,მანქანის შემყურე რომელიც ცეცხლის ალში იყო გახვეული.ჩემი პრობლემული ანგელოზი.
დრო აღარ მეყო რომ ლუისთვის კიდევ ერთი კითხვა დამესვა,რადგან ვიღაც გამზარებულად ყვიროდა ჩემს სახელს.
YOU ARE READING
DARK(completed)
Fanfictionდამთავრებულია!/დასარედაქტირებელია! -ანუ ის შენთან დაკავდა სექსით გადასაფარებლის თანხლებით? -მირჩევნია ამას"სექსი,შიგნით შევსვლის გარეშე" დავარქვა ამოვიკვნესე,როდესაც მან თავისი ხელით გადამიწია თმა.სახე გაუნათდა,გასაგები იყო რომ ის თავის დატოვებულ შ...