ჰარი საწოლის კიდეზე იჯდა და ელოდებოდა როდის ვიბანავებდი და ჩავიცმევდი. გადავწყვიტე შორტები და მაიკა ჩამეცვა, ცხელ ამინდში სხვა ვარიანტი არ გამოიძებნებოდა, თმა სახიდან გადავიწიე და შევიკარი
- ჩემთვის სულერთია სად გამოიცვლი-გავიგონე ჰარის ხმა
-არ ვაპირებ იგივე განმეორდეს!!-ვუპასუხე და მისი სიცილის ხმა გავიგონე
ამ სიტყვებზე დავიმორცხვე, ამას არასოდეს არ დავივიწყებდი, გონება გადაკეტილი მქონდა და ვერაფერზე ვერ ვფიქრობდი გარდა იმისა თუ როგორ მეხებოდა ჰარი მისი დიდი ხელებით, მისი თითები, ტუჩები, ენა.. ამისთანა რამ ჯერ არასდროს განმეცადა, ფიქრებიდან კარზე კაკუნის ხმამ გამომიყვანა
-ბოო..
კარი გავაღე ჰარი იდგა წინ და ლამაზი ღიმილი უმშვენებდა სახეს; მუქი თმები შუბლზე ჩამოჰყროდა და მწვანე თვალები ჩემი სხეულის გასწვრივ მოგზაურობდნენ
-ჯანდაბა! უკვე ჩაგიცვამს..-გაჯავრებლმა თქვა
მე თავი სარკისკენ მივაბრუნე და თმის მოწესრიგებას უკვე ვასრულებდი რომ უცებ ვიგრძენი უკან თეძოზე როგორ შემეხო მისი თბილი ხელი და გრძელი თითებით მაიკა ნაზად წამოსწია
-მაგრამ ამის გახდას ყოველთვის შევძლებთ..
ჰარის ხელი გავაშვებინე და სიცილი დაიწყო
-წავედით!!-სააბაზანოდან გავათრიე.
პარკში სეირნობის დროს თითები ერთმანეთში გვქონდა გაყრილი, მზე ჩადიოდა ბავშვები კი დამალობანას თამაშობდნენ, ზოგი ფეხბურთს.. მე მათ ვუყურებდი, მიკვირდა როგორ უძლებდნენ ბავშვები ამ ამინდს, მათი ყურებით მე მცხელოდა
•
თვალებს ვერ დავუჯერე როცა კიდევ ერთხელ შევხედე მათ. ჯეიკი.. ვლოცულობდი რომ ჰარიმ ვერ შეამჩნია და სხვა მიმართულებით გადაყვანას ვცდილობდი მაგრამ უკვე გვიანი იყო
-ყველაფერი რიგზეა საყვარელო?-ჯეიკმა მე მომმართა
ჰარიმ თავი შემოაბრუნა სანამ ხელს გამიშვებდა მაგრამ მომიჭირა, ვუყურებდი და ვხედავდი როგორ უმუქდებოდა თვალის გუგები.. წარბები შეკრა, ხელი ჰარის მკერდს მივადე რომ გამეწევინა
-ჰარი, შეჩერდი, პრობლემას ძალადობით ვერ მოაგვარებ, ვიცი რომ ამაზე ჭკვიანი ხარ..-განვაცხადე
-ბო წადი და აქვე ახლომახლო დამელოდე-შემოხედვის გარეშე თქვა
-არა..
ჰარიმ გადმომხედა, სახის ნაკვთებზე გაბრაზება ეტყობოდა, მაჯებზე ხელი წამავლო რომ გავეყვანე მაგრამ მე არ გავაკეთე ისე როგორც მოითხოვდა
-ბავშვებს შეხედე, ვიცი რომ მათი შეშინება არ გინდა, უბრალოდ.. წამით დაფიქრდი რას აკეთებ..
ჰარის კაშკაშა მწვანე თვალები ჩემსაში ჩაიბეჭდა, და რეალური თვალით გადახედა იმ სიტუაციას რომ შუა დღე იყო და ჩვენ ბავშვებით სავსე პარკში ვიყავით ახლა ჯეიკთან ჩხუბის არც დრო იყო და არც ადგილი
-შენ აქ რჩები!-ვუჯიკე
ჰარი ღრმად სუნთქავდა, მისი მკერდის მოძრაობა გახშირებულიყო, არც განძრეულა როცა პატარა მანძილი გავიარე და მივედი ჯეიკთან რომელიც მიყურებდა და სულელურად იღიმოდა, სანამ ჰარის გახედავდა თვალი ჩამიკრა, მე მივბრუნდი რომ ჰარიზე მეთქვა „არა, გთხოვ!“ პირის მოძრაობით ვუთხარი და ამოვიოხრე
-ძალიან კარგიიი.. ჰაზ მაგარ რაღაცაზე ხარ მიბმული,ვერც კი ვიფიქრებდი თუ ვინმე ამხელა ზეგავლენას იქონიებდა შენზე და შენს გაკონტროლებას შეძლებდა..-მერე ჩემსკენ მობრუნდა-ალბათ ლოგინში გასაოცარი ხარ-ჩუმად თქვა
გაბრაზებულმა ამოვიგვნეშე
-თუ მე ან ჰარის კვლავ მოგვიახლოვდები პოლიციაში წავალ და განვაცხადებ რომ იმ ღამით კლუბში ჩემი გაუპატიურება გინდოდა.. გესმის?!-მკაცრი ტონით ვუთხარი
-მგონი დაგავიწყდა რა გააკეთა შენმა პატარა „ბოიფრენდმა“ იმ ღამეს, დარწმუნებული ვარ პოლიციელები დაინტერესდებიან იმაში თუ როგორ გაჩნდა ეს ჭრილობები ჩემს სხეულზე..
-თავდაცვისთვის.. ჰარის უნდოდა შენსგან დავეცავი, ასეა თუ ისე.. როგორ ფიქრობ პოლიცია რომელს უფრო დაუჯერებს?-უფრო ახლოს მივედი-მე თუ შენ?
ჯეიკმა ჩაიცინა და სანამ რამეს იტყოდა უკან დავბრუნდი
-ჰარი ზუსტად შენნაირის ღირსია, bitch!-შემეპასუხა
თვალები მაგრად დავხუჭე, ჯეიკი სულელურად იღიმოდა და იმით კმაყოფილდებოდა რომ მისმა კომენტარმა მწყობრიდან გამომიყვანა, აშკარად არ იცოდა თუ რის გაკეთებას ვაპირებდი რამოდენიმე ხნის მერე, ხელი მისი მხრისკნ წავიღე და მუხლი მაგრად ჩავარტყი, ტკივილი სახეზეც დაეტყო
-ჯანდაბა....
შემოვბრუნდი რომ მენახა ჰარი, ის მიღიმოდა მერე კი როცა მივუახლოვდი სიცილი დაიწყო
-მეგონა თქვი რომ ძალადობა არ იყო პასუხი
-ვთქვი მაგრამ წვალებას იმსახურებდა..
ჰარი კვლავ იცინოდა როცა კისრის უკან ხელი წავავლე და დაბლა დავწიე ჩემს პირდაპირ ხელები წელზე შემომხვია და ტუჩები ერთმანეთს შევახეთ, ჩვენი სხეულები ერთმანეთთან უფრო ახლოს მივიტანეთ, ჰარის ოხვრა ვიბრაციით მკერდთან მოდიოდა და მკერდიდან ეს ვიბრაცია ჩემს ტუჩებს გადმოეცემოდა..
ავტომატურად ვიყვირე როცა ჰარიმ მხრებზე შემომისვა და ბალახიანი ადგილის საპირისპირო მიმართულებით წამიყვანა
-წავედით საყვარელო..-ჩაიცინაჰარის თავი ჩემს კალთაში ჰქონდა მოქცეული და ისვენებდა მე კი მის ნაზ კულულებს ვეთამაშებოდი, ხის ქვეშ ვისხედით და მისი ჩრდილი სიცხისგან გვიცავდა, შევამჩნიე ჰარის როგორ ესიამოვნა როცა თითები თმაში შევუცურე, მეგონა ეძინა მაგრამ მერე ბოხი ხმით დაილაპარაკა
-ბო
-ჰოოო
-მამაშენი სად არის?
ჯერ შევყოყმანდი, და ჰარის თმას ხელი მოვაშორე, ამ შეკითხვამ დამაბნია
-ბოო?
-მეე... ეერმ...
ის ადგა და კალთიდან თავი მომაშორა, მის გაბურძღნულ თმებზე გამეღიმა მერე კი მეორე მხარეს გადაიწია
-ი-ის მაშინ გარდაიცვალა როცა 11 წლის ვიყავი...-სანამ გავაგრძელებდი ხელებს დავხედე-ავტოკატასტროფაში....
ჰარიმ ხელი ჩამჭიდა
-ვწუხვარ-ჩაიბუტბუტა
თავი ავწიე რომ მისი მშვენიერი სახე მენახა, მის მწვანე თვალებში სევდა წავიკითხე, სანამ ხელებს გაშლიდა და ჩამეხუტებოდა გავიღიმე.. ჰარიმ ბალახზე გამაწვინა იმ წუთას თავს დაცულად ვგრძნობდი, თავზე ნაზად მაკოცა
-შენ ის გიყვარდა-მშვიდად თქვა
-კიი..-წავიბუტბუტე
ცოტა ხნის განმავლობაში ჩუმად ვიყავით, ჰარი თითებზე თბილ კანზე მისვამდა
-მომწონს როცა თმა დაბლა გაქვს დატანილი-ჩუმად თქვა
არც გავნძრეულვარ როცა საჭერით თმა დამიმაგრა და მხარზე გადმომიდო
-ასე უკეთესია..
ხელი მის მკერდზე გადავიტანე რომ ლოყაზე მეკოცნა მაგრამ თავი მაშინვე გადმოაბრუნა და ტუჩები ჩემსას დაუკავშირა, როცა უკან გაიწია სახეზე ღიმილი დაედო, თვალებიანა იღიმოდა
-ჰეიი-გავეთამაშე და მხარზე დავარტყი
-მშვენიერიიი
YOU ARE READING
DARK(completed)
Fanfictionდამთავრებულია!/დასარედაქტირებელია! -ანუ ის შენთან დაკავდა სექსით გადასაფარებლის თანხლებით? -მირჩევნია ამას"სექსი,შიგნით შევსვლის გარეშე" დავარქვა ამოვიკვნესე,როდესაც მან თავისი ხელით გადამიწია თმა.სახე გაუნათდა,გასაგები იყო რომ ის თავის დატოვებულ შ...