Votes!
გადასაფარებლის ქვეშ ვიწექით ჰარის თავი ჩემს მკერდზე იყო,გაჩეჩილ კულულებზე ვეფერებოდი.ხელები ჩემს წელზე ჰქონდა შემოხვეული.ოდნავ გაწევა ვცადე,მაგრამ უფრო ძლიერად მომეხუტა.ისე ლამაზად გამოიყურებოდა...მისი კულულები,ვარდისფერი,ფუმფულა ტუჩები...ვუყურებდი მის წამწამებს,რომლებიც ლოყებზე ეფინნენ.ღრმად ჩაისუნთქა შემდეგ კი ისევ ჩემს მკერდზე მოთავსდა.სუნთქვა ნელი გაუხდა,ეს მამშვიდებდა.
როდესაც გამეღვიძა ის იგივე პოზაში იწვა.ბალიშები უწესრიგოდ ეყარა საწოლზე.ჰარი ჩამეხუტა,წელზე ხელები მომხვია.შეშინებული ჩანდა,პატარა ბიჭს მაგონებდა,რომელიც სითბოს და სიყვარულს ეძებს.მისი ფეხები ჩემსაში აიხლართა.
დარწმუნებული ვიყავი,რომ ის თუ როგორ ვეჭირე და,როგორ ახლოს იწვა ,გამოწვეული იყო ჩემი დაკარგვის შიშით.მაგრამ მას არაფერი აქვს სადარდებელი.არსად არ გავქრები.მათბობდა ის გრძნობები რასაც ამ ბიჭის მიმართ ვგრძნობდი,ასეთი რამ არასდროს გამომიცდია.
არ ვიყავით მზად ჩვენი გრძნობების გასამხელად.ვიცოდი,ჰარი ზრუნავდა ჩემზე,ეს არაერთხელ უთქვამს.მაგრამ გულის სიღრმეში მაინც ვშიშობდი,რომ ჩემი გრძნობები მისსაზე ძლიერი იყო.აქამდე არასდროს მქონია ასეთი ურთიერთობები,არასდროს მდომებია ვინმესთან ასე ახლოს ვყოფილიყავი.
აღარაფერზე აღარ შემეძლო ფიქრი,მთელი ყურადღება ჰარისკენ მქონდა მიმართული.ჩემს სახელს ბუტბუტებდა,ხელი გადასაფარებლის ქვეშ ჩააცურა.წამის შემდეგ,მივხვდი,რომ ჩემს პატარა ხელისგულს ეძებდა.მას შევეხე,მისი გრძელი თითები ჩემსაში გადაიხლართა და კულულებისკენ წაიღო.გამეღიმა-ჰარის სიზმარშიც კი უყვარს,როდესაც ვეთამაშები.ღრმად ჩავისუნთქე და ქვედა ტუჩზე ვიკბინე.
-მგონი მიყვარხარ,-დავიჩურჩულე.
გულმა სწრაფად დამიწყო ფექვა,ვიგრძენი ეს ჰარიმაც შენიშნა.მისი ხელები კიდევ უფრო ძლიერად შემომეხვია,სუნთქვა გამიჭირდა.ვცადე ფრთხილად მომეშორებინა.ის ჩემში იყო აბლანდული.მისი სხეულის სიძლიერე მაშინაც კი შესამჩნევი იყო,როდესაც ეძინა.ჰარიმ რაღაც ჩაიბუტბუტა,ვცადე ფეხი მისი თეძოსგან განმეთავისუფლებინა.ხმა უფრო მაღალი გახდა,როდესაც მის ხელს ვუძალიანდებოდი,ის კი ცდილობდა უფრო ძლიერად მივეკრე.მთელი ამ დროის განმავლობაში ვერ ვხედავდი მის მწვანე თვალებს.ლოყაზე კოცნა დავუტოვე,თითებით კულულებზე შევეხე,ამან მოადუნა.ამიტომ ადვილად შევძელი მისი თეძოსგან ჩემი ფეხი განმეთავისუფლებინა.
YOU ARE READING
DARK(completed)
Fanfictionდამთავრებულია!/დასარედაქტირებელია! -ანუ ის შენთან დაკავდა სექსით გადასაფარებლის თანხლებით? -მირჩევნია ამას"სექსი,შიგნით შევსვლის გარეშე" დავარქვა ამოვიკვნესე,როდესაც მან თავისი ხელით გადამიწია თმა.სახე გაუნათდა,გასაგები იყო რომ ის თავის დატოვებულ შ...