part 53

1K 72 7
                                    


Dark.
თავი 53.

-შენ მაისური გეცმევა?

ჰარის ყურადღება ქუჩისკენ იყო მიმართული,სადაც მრავალი მანქანა დადიოდა თუმცა ვხვდებოდი რომ კითხვა რომელიც მან დამისვა არ ასვენებდა,მიუხედავად იმისა რომ გარეგნულად მშვიდი ჩანდა.მაგრამ როდესაც მის კითხვაზე პასუხი არ გავეცი და ჩემი კითხვით შევუტიე,მისი საქციელი საგრძნობლად შეიცვალა.

-და შენ საცურაო აუზში მაისური გეცმევა?
-არა-გადაიხარხარა.

მან თავისი ხმის ტონით მაგრძნობინა ტომ ჩემს კითხვას აბსურდულად მიიჩნევდა.

-მაშინ ჩემგანაც ნუ ელი რომ მაისურში ვიქნები.-ვთქვი და კიდევ ერთი M&M's შევჭამე.-დარწმუნებული ვარ რომ ძალიან ბევრი გოგო მოგაშტერდება,თუმცა მე არ ვარ ამის წინააღმდეგი.

ჰარის ასე ვუთხარი მაგრამ გონებაში უკვე ვწყევლიდი იმ გოგონებს,რომლებიც მას მიაშტერდებოდნენ.ჩემი პოზიცია თითქოს მინდოდა რომ გოგონებს ეცქირათ ნახევრად შიშველი ჰარისთვის,უბრალოდ მოჩვენებითი იყო.ყოველთვის ვამჩნდევდი თუ როგორ იპყრობდა ჰარი სუსტი სქესის ყურადღებას,მიუხედავად იმისა რომ თვითონ ის მათ მიმართ ინტერესს არ იჩნედა.მას შეეძლო თავზე ყუთი წამოეცვა,მაგრამ გოგონებს იგივე რეაქცია ექნებოდათ.თუმცა დრო როდესაც ვერავინ ეკარებოდა ჰარის,დრო როცა მის თვალებში მგონი ბრაზი შეინიშნებოდა,რომელიც მის ირგვლის მყოფ ყველა გოგოს აშინებდა.მაგრამ მე იქ ვიყავი,მაშინაც კი როდესაც ისინი მის წარსულს განსჯიდნენ,მე ჰარის მხარეს ვრჩებოდი.

-კარგი.-დაიყვირა და იპოდზე შემდეგი სიმღერა ჩართო.
-კარგი ბიჭი ხარ.-თავზე ხელი გადვუსვი და საჩუქრად შოკოლადის კანფეტი შევთავაზე.
-ძაღლი არ ვარ,ბო.
როდესაც კანფეტი აიღო,ტონი დაუწია.
-არა.-ვუთხარი.-ძაღლი არა,უფრო პატარა ლეკვს ჰგავხარ.
რბილი ხმა,რომლითაც მე ველაპარაკებოდი როგორც ჩანს აღიზიანებდა,რადგან საჭეს ხელი გაუშვა და ჩემი მოშორება სცადა როდესაც მე მას ლოყებზე ვჩქმეტდი.
-ყურადღებით იყავი.-ვთქვი და რამდენიმე კანფეტი სავარძელზე დამივარდა.-მე უბრალოდ მინდოდა ცოტა ალერსი.
-ბო,ოღონდ მანქანაში არა.

DARK(completed)Where stories live. Discover now