თითქმის ერთი საათის გაღვიძებული ვიყავი, შეუძლებელი იყო ტანი დამეხსნა ჰარის ძლიერი მკვლავიდან რომლითაც მაკავებდა,ზურგით ჰარის წინა ნაწილისკენ ვიყავი ოდნავად თუ შევირხეოდი ავტომატურად უფრო მივეკრობოდი მაგრამ მუშტში ჩემი ზედა ჰქონდა მოქცეული. ოდნავ ჩავიხითხითე და როგორც ჰარისგან თავის დაძვრენა დავაპირე ხრინწიანი ხმით წაიბუზღუნა გავოცდი როცა უცებ თეძოებს ხელი წაავლო და შემაბრუნა რომ პირდაპირ მისკენ ვყოფილიყავი, თვალები დახუჭული ჰქონდა მაგრამ მივხვდი რომ ეღვიძა, მუქი ხვეულები ბალიშზე არეულად „იწვა"
-ბოო-ახალგაღვიძებულის ხმით წაიბუზღუნა
ჰარიმ თვალები რამდენჯერმე დაახამხამა სანამ სახეს ჩემსკენ მოატრიალებდა..
მთელი უძილობა გავატარე იმის ფიქრში თუ რა სიტუაცია იქნებოდა ჰარის ოჯახში
გული დამეწვა იმის წარმოდგენაზე თუ რა გადაიტანეს ჰარის დედამ და დამ, არავინ არ იმსახურებდა ესეთ მოპყრობას მას ვერ დავეხმარებოდი მაგრამ მიფიქრია რამდენჯერ დაუდანაშაულებია ჰარის თავისი თავი და რამდენჯერ უგრძვნია უძლურება იმის გამო რომ მამამისი ვერ შეაჩერა
-ჰარიიი..
თვალი თვალში გამიყარა, მე ტუჩზე ვიკბინე და ვცადე დამელაგებინა სიტყვები გონებაში, არზრზე არ ვიყავი როგორი რეაქცია ექნებოდა მას... რაღაც მხრივ მეშინოდა მაგრამ გამბედაობა მოვიკრიბე და ვთქვი
-მე-მე ვფიქრობ დედას უნდა დაუკავშირდე..
შუბლი შეკრა და ტუჩები ერთმანეთთან მიაერთა დაველოდე პასუხს და გულის ძგერა გამიხშირდა... მაგრამ ის კვლავ თავის პოზიციაში დარჩა
-მას უნდა დაურეკო-მშვიდად ვთქვი
წყვეტილად უშვებდა ჰაერს ცხვირიდან და თავის გაქანებაზე კულულებიც შეერხა
ჰარიმ მისი დიდი ხელები საბნის ქვეშ შეაძურა და ადგა, ტყვიასავით გავარდა მისაღებში რაღაც მხვრივ ვიცოდი რომ ასეთი რეაქცია ექნებოდა, თვალები მაგრად დავხუჭე და ჩემი თავი წავაქეზე რომ მივსულიყავი მასთან, საწოლიდან წამოვდექი და რბილ ხალიჩაზე დავდექი..
ხმამაღალმა ნგრევის ხმამ შემარხია ხმის ექო მთელს ოთახში მოძრაობდა
• ***
•
• თვალები ჩავაყოლე იმ არეულ და დამსხვრეულ თეფშებს რომელიც სამზარეულოში ეყარა, ჰარი სახეს მარიდებდა, მისი მძიმე სუნთქვის ხმაც მესმოდა რამდენიმე წუთი ჰარის უკან ვიდექი ჩუმად, ფეხის წვერებზე წამოდგომილი მბასრი ნატეხების ირგვლივ.. ყოყმანის გარეშე ხელი ავიღე ჰარის მხრისკენ და ნაზად დავადე მის გლუვ განს
-მათ შენზე რამის გაგება ენდომებათ..
შევკრთი როცა ჰარი უხეშად შემობრუნა, მის სახეზე გაბრაზება ამოვიკითხე, მწვანე თვალები ჩემს ცისფერ თვალებს მოაპყრა, ხვეული თმები სახეზე ჩამოჰყროდა.. ვუყურებდი როგორ კუმშავდა ჰარი ნიკაპს და როგორ ეტყობოდა სქელი ძარღვები კისერზე
-შენ ეს არ იცი!-მკაცრი ტონით მითხრა
ვუყურებდი მის დაჭიმულ მკლავებსა და მკერდს, ვაკვირდებოდი როგორ იწეოდა და თავის ადგილს უბრუნდებოდა მისი ძლიერი მკერდი.
-არც შენ არ გეცოდინება.. თუ არ ცდი!!-შევეპასუხე
სული შემეხუთა როცა ჰარიმ დახლთან მიმაყენა, ჩემი შეშინებული გამომეტყველება მივაპყრე ჰარის როცა ჩემს თეძოებს შეეხო, სახის ნაკვთებზე დამშვიდება მაშინვე დაეტყო როცა ხელი თეძოში ჩამიცურა, იძულებული გავხდი მის განიერ მხრებზე ხელი ჩამებღაუჭებინა როცა დახლის თავზე შემომსვა.. ხელი მაშინვე ჩავჭიდე როგორც კი გაბრუნება დააპირა
-ჰარიი-მისი ხელი ჩემს სხეულთან ნელა მოვიტანე და ახლოს მოვწიე, ის დამყვა
-გთხოვ სცადე..
მისი სხეული ჩემი გაშლილი ფეხების შუაში იყო მოქცეული, ცოტა ხნით ესე ვიყავით ვუსმენდი ჰარის შენელებულ სუნთქვას როცა მარჯვენა ხელით კისრის უკანა ნაწილს ხელი შევახე და მისკენ მივიწიე, ჰარიმ თვალი ხამხამით დახუჭა როცა ლოყაზე ვაკოცე და ტუჩები ყურთან მივუტანე
-ისინი კვლავ შენი ოჯახი არიან... მათ უყვარხარ-ყურში ვუთხარი
სანამ გავიწეოდი გავიღიმე და როგორც კი ჩემს ნათქვამზე ფიქრი დაიწყო ხელები ჩამოვაშორე, ხელის გულები მკერდზე დავადე მერე კი ლავიწის ძვალზე შემოვუჭირე
ვგრძნობდი მისი გული რა ძლიერად ფეთქავდა ახლა ჰარის მზერა ჩემსკენ იყო გადმოტანილი, თვალების დახამხამება დავიწყე როცა მისი ცხვირი ჩემსას შეეხო
-ამას შენთვის გავაკეთებ..-ჩუმად თქვა
ხელი უფრო მაგრად მოვუჭირე მაგრამ მერე მკერდთან მივიტანე,ხელი წამავლოუნდოდა ეგრძნო თუ რა გამიკეთა.. სისხლის მიმოქცევა გარედანაც იგრძნობოდა, მისი გული ჩქარა ცემდა. ხელი რომელიც ჩემს ზედაში ქონდა უცებ მოვაშვებინე, როგორც კი ხელი მკერდიდან ჩამოვასრიალე ჰარიმ გაიღიმა და ლოყებზე ღრმულები გამოაშინა, ოდნავი ბიძგით თავი შემაბრუნებინა და კისერზე ნაზად მაკოცა ჰაეროვნად დავიკვნესე როცა კისრის წოვა დაიწყო მაგრამ როცა ჩემი გულის პულსი იგრძნო სიცილი დაიწყო და გაბრუნდა
-მიყვარს ის ფაქტი რომ ეს ჩემთვისაა..
სირცხვილის გრძნობა ლოყებზეც დამეტყო როცა შემედა, ჰარიმ ჩემს მკერდს შეეხო და მერე მისი დიდი თითი ლოყაზე მიმადო, ვიგრძენი როგორ შეეხო მისი ცერი ჩემს ლოყას
-მპირდები რომ ბოლოს და ბოლოს იფიქრებ ამაზე?-ჩუმად ვიკითხე
ჰარიმ თავი დახარა მე კი გავიღიმე და ლოყაზე ვაკოცე
-შენთვის..-ჩამიჩურჩულა
მე გავიღიმე და ხელები მკვლავებზე შემოვხვიე რომ დახლიდან ჩამოვეყვანე მაგრამ ჰარი თეძოებზე მიჭერდა ხელს და არ მიშვებდა მაგრამ მერე ჩემს ადგილას დამაბრუნა
-სად მიდიხარ?-მკითხა
-დასალაგებელია და უნდა დავასუფთავო
-არა აქ დარჩი, მაგას მე ვიზამ!-შემობრუნებამდე თქვა
-არა ეს მეც შემიძლია!
-არ მინდა რამე იტკინო, აქ დარჩი ბო..
თავი გავაქანე როცა დაიხარა და ნამსხვრევების ალაგება დაიწყო, სიფრთხილის გარეშე იღებდა ნამსხვრევებს იატაკიდან ასეა თუ ისე უფლებას მაინც არ მომცემდა რომ ეს მე გამეკეთებინა.. ფრთხილად წავედი მისკენ და თავს ვარიდებდი მბასრ ნაწილებს, დავიხარე და უფრო დიდი ნატეხების აღება დავიწყე
-ბო შეეშვიიი..
-გაჩერდი, ჰარი. არაფერია..
ჰარიმ შემომხედა ჩემი უპავიცემულობის გამო სიბრაზისგან ნიკაპი შეკვრა ვიცოდი ის მიჩვეული იყო იმის მიღებას რაც უნდოდა მაგრამ ამიერიდან უნდა მიჩვეულიყო იმასაც რომ ყველამ არ უნდა შეასრულოს მისი მოთხოვნები!! მზერა მომარიდა, მიუბრუნდა იატაკზე დაყრილ პატარ-პატარა ნამსხვრევებს და მათი აკრეფა განაგრძო.იატაკზე ბევრი ნამსხვრევი აღარ იყო დარჩენილი მე იატაკისკენ დავიხარე რომ ისინი სანაგვე ყუთში ჩამეყარა, ჰაერი ცხვირის მაგივრად პირიდან გამოვუშვი და ხელზე დავიხედე რომლიდანაც სისხლი წვეთავდა
-მე რა გითხარი?!-უხეშად მომმართა ჰარიმ
ხელი მაჯაზე წამავლო და ონკანისკენ წამიყვანა, მე მას ნება მივეცი ხელი აეღო..
სანამ ჩემს ხელს შეუშვერდა მანამდე წყალი მოუშვა, ავტომატურად უკან გავიწიე როცა წყალმა სისხლი მომაშორა ჰარი დაძაბული სახით იდგა.
როცა ჭრილობა გასუფთავდა ხელი უკან გამომიწია
-შენ ყველაფრისგან ვერ დამიცავ..-მშვიდად ვთქვი
სახე მოულბა, მისი კაშკაშა თვალები ჩემს სახეს მიაპყრო და თქვა
-შემიძლია ვცადო!!..
YOU ARE READING
DARK(completed)
Fanfictionდამთავრებულია!/დასარედაქტირებელია! -ანუ ის შენთან დაკავდა სექსით გადასაფარებლის თანხლებით? -მირჩევნია ამას"სექსი,შიგნით შევსვლის გარეშე" დავარქვა ამოვიკვნესე,როდესაც მან თავისი ხელით გადამიწია თმა.სახე გაუნათდა,გასაგები იყო რომ ის თავის დატოვებულ შ...