Dark.
თავი 57.
პოლიციას ჰარი შემთხვევის ადგილას რომ ეპოვა,მაშინვე ხელბორკილებს გაუკეთებდნენ და განყოფილებაში წაიყვანდნენ.მიუხედავად იმისა რომ ჰარი მაქსიმალურად ცდილობდა თავი აერიდებინა თავისი კრიმინალური წარსულის შესახებ საუბარს,მაინც ვიცოდი თუ რა ურთიერთობა ჰქონდა მას ხელისუფლებასთან. ერთი შეხევდა და ისინი მას მაშინვე დამნაშავედ ჩათვლიდნენ.
ვამჯობინე პოლიციას გარეთ დავხვედროდი ამიტომ ძირს მწოლიარე კაცი დავტოვე და პოლიციის მანქანისაკენ გიჟივით გავექანე. ყველაფერი ისეთი რთული იყო.ცრემლები მდიოდა,მაგრამ ეს არ იყო საკმარისი დამამტკიცებელი საბუთი იმისა,თუ რა მოხდა ცოტა ხნის წინ აქ.ნაკაწრები ლოყებზე-აი ეს კი ნამდვილად მიუთითებდა იმაზე თუ რა შემემთხვა.
-აქეთ!-დავიყვირე.
ნერვიულობისგან ვკრთოდი,პოლიციელი კი მეკითხებოდა ყველაფერი წესრიგში მქონდა თუ არა და ჩამოჯდომა ხომ არ მჭირდებოდა.ჩემი დუმილი მიღებული შოკის შედეგი იყო,თუმცა მათ წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ.
ცოტა ხანში დავინახე,რომ ჰარიმ მამა სასწრაფო დახმარების მანქანაში მოთავსებულ საკაცეზე იწვა.ჰარის მამა ხმამაღლა ტიროდა,ცდილობდა უდანაშაულო გამოჩენილიყო,რაც ჩემს აღშფოთებას იწვევდა.გამიხარდა,როდესაც მას რაღაც ნემსი გაუკეთეს,რათა გაჩუმებულიყო.
** *
აქამდე არასოდეს ვმჯდარვარ პოლიციის მანქანაში.ჩვენი მანქანას უკან კიდევ რამდენიმე მოჰყვებოდა და ისინი არც კი ცდილობდნენ ჩვენს გასწრებას.დარწმუნებული ვიყავი,რომ როგორც კი გავუჩინარდებოდით,დანარჩენი მანქანები ჩვეულ რითმს დაუბრუნდებოდნენ-გადაჭარბებული სისწრაფე და ერთმანეთის გასწრების დაუოკებელი სურვილი.
პოლიციის განყოფილებაში კვლავ მთხოვეს ჩემი სახელი მეთქვა.თავს მარტოსულად ვგრძნობდი.ჰარის შეხებები მაკლდა და ვცდილობდი წარმომედგინა თუ როგორ ეჭირა ჰარის ჩემი ხელი.ის ამას ყოველთვის ღიმილით აკეთებდა.ახლა არავინ მყავდა გვერდით ისეთი,ვინც მანუგეშებდა და მხარს დამიჭერდა.
** *
-მის?
ახალგაზრდა ოფიცერს მივუტრიალდი,რომელიც ჩემს წინ იჯდა.მან პატარა ფინჯანი გამომიწოდა,რომელშიც ცხელი ჩაი ესხა.ფინჯანს ხელები მოვხვიე,გათბობას ვცდილობდი.ოთახში საკმაოდ დიდი დრო გავატარე და სიტუაცია ნელ-ნელა გამაღიზიანებელი ხდებოდა.აქ შემოსვლამდე ყველაფერი სხვაგვარად წარმომედგინა,მეგონა ბნელ ოთახში შემიყვანდნენ,თვალებში შუქს მომანათებდნენ და „სიმართლის“ თქმას მომთხოვდნენ,მაგრამ არა.რბილ სავარძელში ვიჯექი,გვერდით ჟურნალებისთვის განკუთვნილი პატარა მაგიდა იდგა,კედლებზე კი ნახატები იყო ჩამოკიდებული.
ჩვენ „არაოფიციალური საუბარი“ უნდა გვქონოდა.
„არ ეცადო დამნაშესავით მოიქცე.“-თავში მხოლოდ ეს აზრი მიტრიალებდა.
-დაპატიმრებული ვარ?
ხმა მიკანკალებდა.მიუხედავად ლამაზად მოწყობილი ოთახისა,მაინც ჭერის მარჯვენა კუთხეში დამალულ კამერას ვეძებდი.
-არა,მის.-ღიმილით მიპასუხა.
ოფიცერი სხეულით წინ,ჩემსკენ მოწეულიყო,თითქოს მას ჩემი ნათვამი სიტყვებიდან არცერთი გამოტოვება არ უნდოდა.თითქოს თითოეული ბგერა,ჩადენილი დანაშაულის ამოსახსნელი გასაღები იყო.
-ანუ შემიძლია ნებისმიერ დროს წავიდე აქედან?
-ჯერ რამდენიმე კითხვას დაგისვამთ.-მითხრა და თავის ჩაის სული შეუბერა.
-რა კითხვებს?
-მნიშვნელოვან კითხვებს.
მისი ქცევები და გამოხედვები არ მაშინებდა,თუმცა თავს მაინც რაღაც ცუდად ვგრძნობდი.მათ ჩემი ჩანთა წაიღეს,რთული იყო მათი ჩემს ცნობისმოყვარეობა არ შეგემჩნია.ნეტავ რა იფიქრეს,როდესაც შემთხვევის ადგილას მე დავხვდი.მიუხედავად იმისა რომ ბევრმა პოლიციელმა უდანაშაულოდ მცნო,ცუდი წინათგრძნობა მაინც არ მასვენებდა.
-მის,რამე დაინახეთ? იცით ვინ ჩაიდინა დანაშაული?
ჩემი ცხოვრების უმეტესი ნაწილი ზედმეტად მორცხვი და ჩუმი ვიყავი.ზოგჯერ მინდოდა სხვანაირი ვყოფილიყავი,მინდოდა საშინლად თავხედურად მოვქცეულიყავი.შემეძლო მისთვის ხელი და ნეკნები გადამეტეხა.შემეძლო საშიში ვყოფილიყავი,მაგრამ არა.
-არა.
თვალებს ირგვლის კანი ჩაშავებოდა და მაინტერესებდა თუ რას გამოეწვია ეს.
-არის რაიმე,რისი მოყოლაც გსურთ?
-რა გააკეთა?
უხეში ტონით მივუგე,ახლა მისი ნერვიულობის დრო იყო.მომაშტერდა,ეს შესაძლოა ცუდად დამთავრებულიყო.მე ზედმეტი კითხვების დასმა დავიწყე,მაგრამ როგორც ჩანს ამას არ ჰქონდა მნიშვნელობა.
-მმმ?-წარბები შეკრა.
-რა გააკეთა კაცმა რომელიც მე ვიპოვე?
ახალგაზრდა ოფიცერი სიმშვიდეს ინარჩუნებდა და თავის ჩაის სვამდა.არ ვიცოდი,ჰქონდა თუ არა მას ასეთი ინფორმაციის გაცემის უფლება.კიდევ რამდენიმე კითხვის დასმა გადავწყვიტე.
-ის რომ მას პოლიციელები აცილებდნენ,ნიშნავს,რომ ხელისუფლებისთვის ის ცნობილი პირია.მაგრამ როდესაც ვიპოვე,მოძრაობაც არ შეეძლო.მოკლედ რა გააკეთა?
სახის ნაკვთები თითქოს შეეცვალა,როდესაც კითხვა დავუსვი.დარწმუნებული ვიყავი,რომ მე მათზე ნორმალური შთაბეჭდილება დავტოვე.ისინი ფიქრობდნენ,რომ იმ ადგილას სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი.
-პროტოკოლისთვის არაა ეს მის.-ჩემსკენ გადმოიწია.-ის ძებნაშია.
-ძებნაში?რის გამო?
-ცამეთი წლის ბიჭი და დედამისი საავადმყოფოში მოხვდნენ,რაც მისი ბრალი იყო.-მიპასუხა.
გავშრი,ვეცადე ჩაის ფინჯანი მაგიდაზე ფრთხილად დამედო,მაგრამ კინაღამ გადმომესხა,რადგან ხელები მიკანკალებდა.სუნთქვა მიჭირდა.
-მან მათ ზიანი მიაყენა? ამდაგვარი რამ აქამდეც გაუკეთებია?
-დიახ,სხვა შემთხვევებიც ყოფილა.პირველი ქორწინებიდან შეძენილი ვაჟი საავადმყოფოში ღრმა ჭრილობების გამო მიიყვანეს,ისინი ფიქრობდნენ,რომ ყველაფერი გათეხილი ფანჯრის ბრალი უნდა ყოფილიყო.
ჰარი.
-ეს რამდენიმე წლის წინ მოხდა.დიდი დრო დაგვჭირდა იმისთვის რომ ინფორმაცია სრულად შეგვეკრიბა და ეს კაცი დაგვეპატიმრებინა.ძალიან დიდი ხანი ვეძებდით მას.ჩემი აზრით ის ნამდვილი მონსტრია,ჩვენ ინტერესებში ნამდვილად არ შედის,იმის გამოძიება თუ რატომ იყო ის ასეთ მდგომარეობაში,როდესაც თქვნ იპოვეთ.თუმცა,თქვენ თუ ფლობთ რაიმე სახის ინფორმაციას,მაშინ მე როგორც ოფიცერი,გთხოვთ გვითხრათ.
-მე არაფერი ვიცი.
** *
ქარი თმას მიწეწავდა,რის გამოც თმის ღერებს სახე დაეფარათ.კაპიშონი წამოვიხურე,წვიმას აპირებდა.გული გამალებით მიცემდა,შიგნიდან რაღაცა ტკივილს მაყენებდა,იქამდე სანამ კიბეებზე ჩამომჯდარ ჰარის არ მოვკარი თვალი.ჰარის თავი დაეხარა,პერანგი გახსნილი ჰქონდა,სიცივეს ყურადღებას არც აქცევდა.მივუახლოვდი,მისმა გამომეტყველებამ შემაჩერა.
-მაპატიე,ბო.-ჩუმად მითხრა.
მასთან მივირბინე,კაპიშონი მომძვრა და თმა ისევ ამეჩეჩა.როგორც კი მივუახლოვდი,სახეზე ხელები მოვხვიე,ის კი თითებს ჩემს ხელებს უსვამდა.
-ნუ ამბობ ამას.
-ძალიან ვწუხვარ.-იმეორებდა,თავი ჩემს თმებში ჩაეყო.
ნაზად მივეკარი.ჰარი მძიმედ სუნთქავდა.ის უკვე აღარ კანკალებდა,მის თმებს შევეხე და თვალები დავხუჭე.ერთმანეთს ვეხუტებოდით და მალე ორივე დავმშვიდდით.ვგრძნობდი,რომ ცოტაც და ავტირდებოდი,თუმცა ჰარიმ რეალობაში დამაბრუნა.მის მარჯვნივ ჩანთა დავინახე.
-სადმე მიდიხარ?
-მხოლოდ გარკვეული დროით.-ჩაიჩურჩულა.
-მარტო?ჩემს გარეშე?
თავი დამიქნია და ეს ასატირებლად საკმარისი იყო.მუხლზე ხელის ჩამოდება დააპირა,მაგრამ ფეხი გავწიე,მინდოდა მისთვის თვალებში ჩამეხედა,მაინტერესებდა ოდნავ მაინც თუ აწუხებდა სინდისის ქენჯნა.მის სახეზე აღბეჭდილმა ტკივილმა ყველაფერი დაადასტურა.
-თუ ამას მამაშენის გამო აკეთებ,იცოდე რომ ჩემთვის სულ ერთია.ვიცი,რომ შენ სულ სხვანაირი ხარ.მას არ შეუცვლია შენს მიმართ ჩემი გრძნობები.
-აღარ შემიძლია....-მიპასუხა.-ვერ გავრისკავ,მითუმეტეს შენთან ერთად.
მინდოდა მისი სიტყვებისთვის ყური არ დამეგდო.ცოტა მოვდუნდი,როდესაც თითი ლოყაზე გადამისვა.ტირილი შევწყვიტე.
-მორჩი,ნუ ადარებ შენ თავს მას.იბრძოლე ჩემთვის,მე კი შენთვის ვიბრძოლებ.
-დავიღალე,ამ მუდმივი ბრძოლით.-ამოიხვნეშა.
-და ამიტომ ნებდები?
სუსტად გაიღიმა,თუმცა ჯერ კიდევ დამწუხრებული იყო.თავისი შუბლი ჩემსას მოაბჯინა.
-არა.-თავი გადააქნია.-უბრალოდ უნდა გაგიშვა.
ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს დანაზე ვიწექი,რომელიც ძაფით იყო დამაგრებული და მხოლოდ ერთ ადამიანს რომელსაც ყველაზე მეტად ვენდობოდი,შეეძლო ახლავე გაეწყვიტა ეს ძაფი.ეს ადამიანი ჰარი იყო.
თვალწინ წარმომიდგა ის ყველაფერი რაც ჩვენ გადაგვხდა,რაც ერთად გამოვიარეთ.გამახსენდა მომენტები,როდესაც ჰარის მაცდურ ღიმილს ვხედავდი,ლოყებზე რომ ფოსოები გასჩენოდა.ყველა ეს მოგონება ქვეცნობიერში ღრმად შევინახე,რათა ჰარის თან არ წაეღო,როდესაც წავიდოდა.
-შეიძლება გაკოცო?
-არა,თუ ეს გამოსამშვიდობებელი კოცნაა.-მშვიდად ვუპასუხე.
მისი ტუჩები არ შეხებია ჩემსას.
კოცნის მაგივრად მან მჭიდროდ ჩამიკრა გულში.მე კალთაში ვეჯექი,ხელები ჰარის ყელზე მომეხვია.ისე ახლოს ვიყავი მასთან,თითქოს ერთი მთლიანი ვყოფილიყავით და შეუძლებელი იყო ჩვენი განცალკევება.ყელში ვკოცნიდი და თავს ვარწმუნებდი,რომ ის ჯერ კიდევ ჩემს გვერდით იყო.
-ნუ გეშინია.შენთვის ნათქვამი მაქვს,რომ საფრთხე არ დაგემუქრება და არ ვაპირებ პირობის დარღვევას.
ისევ ავტირდი,ის კი ხელებს თმაზე მისვამდა.ახლა სხვა არავინ და არაფერი მადარდებდა.დრო და დრო ხალხი ჩაგვივლიდა,რომლებიც ამაოდ ცდილობდნენ თავიანთი ცნობისმოყვარეობის დამალვას.ახლა ჩემთვის მხოლოდ ეს ბიჭი იყო მნიშვნელოვანი,რომელსაც ვკარგავდი.
-თვალყურს აუცილებლად გადევნებ,ბო.-ხანმოკლე პაუზა გააკეთა.-უბრალოდ არ შემიძლია შენთან ყოფნა.
ჰარის პერანგს ჩავეჭიდე,თითქოს გადარჩენისთვის ვიბრძოდი.მისი თმები ლოყაზე მეხახუნებოდა.
-წარმოდგენაც კი არ გაქვს თუ რა ძლიერ მინდა შენთან ყოფნა.
მიუხედავად მისი მშვიდი ტონისა,სახეზე ტკივილი აღებეჭდებოდა.
-ხოდა იყავი.-ვევედრებოდი.
-რომ,შემეძლოს.
თვალები დახუჭა და თავისი ცხვირი ჩემსას შეახო.მინდოდა მეთქვა,თუ რამდენს ნიშნავდა ის ჩემთვის,მინდოდა მეთქვა რომ მისი წასვლის შემდეგ ჩემი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვლებოდა.მან ჩემს ცხოვრებას თავისი სახით დაღი დაასვა.
ჰარი არ აპირებდა ჩემს ასე დატოვებას.ჩვენ ყურში ერთმანეთს სასიყვარულო სიტყვებს ვეუბნებოდით.შემდეგ კი ჰარი ადგა,ჩანთა აიღო და ბოლოჯერ მაკოცა ლოყაზე.
-მშვიდობით,ბო.
YOU ARE READING
DARK(completed)
Fanfictionდამთავრებულია!/დასარედაქტირებელია! -ანუ ის შენთან დაკავდა სექსით გადასაფარებლის თანხლებით? -მირჩევნია ამას"სექსი,შიგნით შევსვლის გარეშე" დავარქვა ამოვიკვნესე,როდესაც მან თავისი ხელით გადამიწია თმა.სახე გაუნათდა,გასაგები იყო რომ ის თავის დატოვებულ შ...