თავი 52მთელი დღის განმავლობაში წვეულებასა და ჰარისთან შეხვედრაზე ფიქრი არ მასვენებდა.დღის უმეტეს ნაწილში ვცდილობდი დენისთვის თავი ამერიდებინა და ეს კარგად გამომდიოდა იქამდე სანამ დენი საცავში არ შემოვიდოდა,რომელიც ჩემს ე.წ. თავშესაფარს წარმოადგენდა.მე ოთახის ყველაზე შორეულ კუთხეში ვიდექი,სინათლე მხოლოდ რამდენიმე თაროს ეცემოდა.სინათლის შეკეთება ჯერ კიდევ ერთ თვის წინ გახდა აუცილებელი,სიბნელეში მუშაობა,არც ისე კარგი ვარიანტია.
-ბო?-დამიძახა.
დენი კაფელის იატაკზე ადგამდა ნაბიჯებს და ამის ხმა მთელ ოთახში იფანტებოდა.
-ჯანდაბა-ჩავილაპარაკე,როდესაც რომელიღაცა თაროს შევეჯახე.
მაინც ვერ მოვახერხე დამალვა.სიარულისას ფეხი ყუთს წამოვკარი,რომელიც მეთვითონვე დავდე ძირს.დისკები და ამდაგვარი წვრილმანები იატაკზე გადმოიყარა,სწორედ ამან გამცა.დენი თავზე მადგა,თმები შუბლზე გადმოსცვენოდა და ხელი ჩემთვის გამოეწოდა.მეც მივიღე მისი ეს ჟესტი და ხელი ჩავჭიდე.ერთი სული მქონდა ტანსაცმლიდან მტვერს როდის ჩამოვიფერთხავდი.
დენს მადლობა ჩუმი ხმით გადავუხადე,თავი მსუბუქად დავუქნიე და რამდენიმე წამის შემდეგ ზურგი შევაქციე.ვიცოდი რომ ჩემი ეს საქციელი უხეშობაში ჩამეთვლებოდა თუმცა სათქმელიც არაფერი მქონდა.ამ ბოლო დროს აღარ ვსაუბრობდით,განსაკუთრებით იმის შემდეგ რაც გავიგე რომ ჩემს ზურგს უკან მოქმედებდა.მას არ უნდა ეთქვა ჰარისთვის.არა ამ გზით.
ისევ დავიხარე და ავიღე ის რაც ჩემს გამო გადმოვარდა ყუთიდან.დენმა მოხმარება დაიწყო,რამაც გაკვირვებული დამტოვა.ტუჩის ბოლოები უთრთოდა,რაც იმაზე მეტყველებდა რომ ჩემთვის რაღაცის თქმას აპირებდა.
-მაპატიე ბო.ვიცი რომ არ უნდა მეთქვა,და ამის გამო თავს დღემდე საშინლად ვგრძნობ.მე უბრალოდ ძალიან ვღელავდი შენზე,ამიტომაც ჩავთვალე რომ ჰარის უნდა სცოდნოდა.
YOU ARE READING
DARK(completed)
Fiksi Penggemarდამთავრებულია!/დასარედაქტირებელია! -ანუ ის შენთან დაკავდა სექსით გადასაფარებლის თანხლებით? -მირჩევნია ამას"სექსი,შიგნით შევსვლის გარეშე" დავარქვა ამოვიკვნესე,როდესაც მან თავისი ხელით გადამიწია თმა.სახე გაუნათდა,გასაგები იყო რომ ის თავის დატოვებულ შ...