part 33

1.8K 82 6
                                    

*ფლეშბექი გრძელდება*

-ვიმედოვნებ ეს სწორი ნომერია,ლუ-გაბრაზებულმა ვთქვი.
-ჰაზ,მეგობარო დამშვიდდი ჩვენ არც ისე ბევრჯერ ვცადეთ-მითხრა მან
-ოცჯერ.ნაგლურად ვუპასუხე.-მეგონა შენ იყავი ძალიან მაგარი ამაში,იმ გოგოს ნომრისა და მისამართის გასაგებად სულ 3 წუთი დაგჭირდა.

სიცილს ვერ ვიკავებდი,ლუი კი ისევ ჩუმად იყო.

-ნუ გახსოვს მას ჰქონდა ისეთი დიდი...
-მახსოვს,მახსოვს-შემაწყვეტინა მან.-და მეგონა შევთანხმდით,რომ ამას არასდროს აღარ გავიხსენებდით.

ტელეფონი ჯერ ისევ ყურთან მქონდა,როდესაც ოთახში შევედი ჩაის ჭიქით ხელში.რამდენიმე ყლუპი მოვსვი და შევხედე მშვენიერებას,რომელსაც ჯერ ისევ ჩემს საწოლზე ეძინა.

-მგონი ვიპივე!-თქვა ლუიმ.

უცებ მიკარნახა ნომერი ,რომელიც ფურცელზე ჩავიწერე.

-დარწმუნებული ხარ?

არ მინდოდა ისევ არასწორი ნომერი მიმეღო და ისევ სხვა ხალხისთვის დამერეკა.

-კი ,მონაცემების ბაზაში წერია „სთაილსი“.-მითხრა მან.-ჰაზ,იცოდე ჩემთან ვალში ხარ თუ გამომიჭერენ...
-დაწყნარდი!-ვუთხარი იგივე ტონით როგორითაც აქამდე ლუი ლაპარაკობდა.-ჩვენ ორივემ ვიცით,რომ დიდიხანია ამით ხარ დაკავებული და გაჩერებას არ აპირებ.
-ეს საქმეს არ ეხება.-მიპასუხა მან.
ჭიქა საწოლის გვერძე მდგომ ტუმბოზე დავდგი და ბოს გავხედე,რომ დავრწმუნებულიყავი ყველაფერი რიგზე იყო.სამზარეულოში გავედი.ჩემი ნერვიულობა აშკარად შესამჩნევი იყო,ამის გაგება ტელეფონითაც კი შეეძლო ლუის.

-ჰარი წარმატებები!-წყანარად მითხრა
-მადლობა,ლუ.

ტელეფონი დავკიდე,ფურცელზე ჩაწერილ ციფრებს დავაკვირდი.თავი გავიქნიე და კულულები მოვიცილე შუბლიდან.შიშმა შემიბყრო.ისინი ზურგს შემაქცევენ,ჩემი ოჯახი არ ისურვებს ჩემს ნახვას.სწორედ ამის მეშინოდა ყველაზე მეტად,მაგრამ ჯერ ისევ მქონდა სულ მცირე იმედი,რომ ისინი მიმიღებდნენ.
***
#თხრობას აგრძელებს ჯესი.

DARK(completed)Where stories live. Discover now