《2》

839 86 18
                                    


7 მარტი, 2018 წელი.



- დედა სახელოსნოში მივდივარ. - გამოსძახა ოთახიდან აფორიაქებულმა ბიჭმა სამზარეულოში მყოფ ქალს.

- კარგი, ოღონდ მალე დაბრუნდი. - მიუგო ქალმა ნაზი ხმით და შვილი გააცილა.

ბიჭი დედამისთან მივიდა და ლოყაზე თბილი კოცნა დაუტოვა.

ბედნიერებისგან სიარულის მაგივრად ბაჭიასავით ხტუნვა-ხტუნვით გაუდგა გზას.

- გამარჯობა..
- გამარჯობა..
- გამარჯობა.. - ბიჭი ყველა გზაში შემხვედრს თავაზიანად ესალმებოდა და ბაჭიის ღიმილით ასაჩუქრებდა.

მალევე მიუახლოვდა თავის სახელოსნოს. ბედნიერად მოიმარჯვა გასაღები, გაუსწორა კარის სახელურს და მხიარულად გადაატრიალა.

- ეს ნახატი დასამთავრებელი მაქვს. - ნიკაპთან ხელი მიიდო, ნახატს თვალი გაუსწორა და მაგიდას მიეყრდნო.

ეს პატარა ბიჭი უნიჭიერესი მხატვარი გახლდათ. ყოველთვის დადიოდა გამოფენებზე, ყველა ნახატს მხატვრული თვალით უყურებდა და ისე აფასებდა. ისეთ ადგილებში დადიოდა, სადაც თავს იყრიდნენ ხოლმე მაღალი ფენის წარმომადგენლები. რომლებიც მუდამ წითელი ღვინით ხელში დასეირნობდნენ და ნამუშევრებს ისე უმზერდნენ, თითქოს რაიმეს ხვდებოდნენ. ყოველივე ეს კი ბიჭისთვის სასაცილო იყო. ის როცა ასეთ ადგილებში დადიოდა, არავის უმხელდა, რომ მხატვარი იყო, პირიქით მალავდა თავის ვინაობას. ზოგს ხან რა სახელით ეცნობოდა, ზოგს კი რა. უმეტეს ხშირად კი არავის ესაუბრებოდა.

EVERYTHING starts from ART Where stories live. Discover now