20 მარტი, 2018 წელი.- მზად არის ყველაფერი? - ნერვიული ხმის ტემბრით იკითხა კლასიკურად გამოწყობილმა ჯინმა.
- დიახ. - კითხვას არ დაუყოვნენია და ისე უპასუხა ორგანიზატორმა.
- ბატონო პაკ,თვითონ ის არ მოვა? - გასასვლელში მდგომ ჯიმინთან მივიდა და უხერხულად კითხა.
- არა. - მოკლედ მოუჭრა ჯიმინმა.
ყველაფერი შესანიშავად იყო მოწყობილი. ადგილიც სწორედ იყო შერჩეული.
გარშემო ისმოდა კლასიკური მუსიკა საშუალო ხმაზე, თეთრი გარემო, ირგვლივ ნახატებით სავსე. დარბაზი ნელ-ნელა ივსებოდა ხალხით. ჯინი მათ მოკრძალებით ესალმებოდა და ოდნავ წელში იხრებოდა, თავაზიანობის ნიშნად.
* * *
- დედა წავედი. - ჯონგუკმა დედას ლოყაზე კოცნა დაუტოვა და მალევე დატოვა სახლი.
* * *
- თეჰიონ სად მიდიხარ? - აჩქარებულ თეჰიონს დედამისი უკან დაედევნა.
- ჯიმინთან. - თავი არც კი შეუწუხა და ქალს არც დაელოდა, ზედაც კი არ შეხედა.
- შვილო დღეს სტუმრები მოდიან. ან ეს ჩანთა რად გინდა? - ქალი სულს ძლივს ითქვამდა.
VOCÊ ESTÁ LENDO
EVERYTHING starts from ART
Fanfic"ვაღიარებ, არვიცი რატომ, მაგრამ ვარსკვლავების დანახვა ყოველთვის ოცნების გუნებაზე მაყენებს''.