თუ დიდ მწუხარებას გემო არ გავუსინჯეთ, მაშინ სიხარულის ფასს ვერასდროს მივხვდებით. ბედნიერება კი ამ ქვეყანაზე ყველაზე საოცარი შეგრძნებაა.
ამ დროს სხეულში სიხარულის მიერ გამოწვეულ ტალღას გრძნობ, რომელიც თავიდან ბოლომდე გავსებს დადებითად დამუხტული ნაწილაკებით, აღმატებით ხასიათზე გაყენებს, თავს ყველაზე უსუსურ არსებად გაგრძნობინებს და რაც მთავარია, ამ მომენტში უბედნიერესი ადამიანი ხარ. მაგრამ, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ჩვენ ცხორებაში უფრო მეტი დაბრკოლება და ტკივილია, ვიდრე სიხარული.ტკივილს კიდევ უფრო დიდი ტკივილი მოყვება, დაბრკოლებას კიდევ უფრო დიდი დაბრკოლება მოყვება და ამისთვის ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ. არ უნდა მივცეთ ამ ყველაფერს იმის საშუალება, რომ შუშად გვაქციოს და შემდეგ დაგვამსხვრიოს.
ჯონგუკი თავს საშინლად გრძნობდა. იმ წამს ყველაზე საშინელი რამ გაიგო, რამაც მისი ოცნებები თვალწინ დაუმსხვრია, ცხოვრება წამშივე გაუნადგურა და თვითონ ტანჯულ ადამიანად აქცია.
არ იცოდა ეს ყველაფერი თეჰიონისთვის მოეყოლა თუ არა. და თუ მოუყვებოდა რა იქნებოდა ამის შემდეგ. ისევ ერთად დარჩებოდნენ თუ დაშორდებოდნენ და სამუდამოდ კავშირს გაწყვეტდნენ. მაგრამ იმ მომენტში არაფერი არ უნდოდა, მხოლოდ მარტო დარჩენა სურდა და ყველა დარდის გაქარწყლების სურვილი ტანჯავდა. უბრალოდ სკვერში იყო, სკამზე მოკნუტული იჯდა და მის ლოყებს მარგალიტივით ცრემლები უსველებდა. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა ყოფილიყო, არ სრცხვენოდა მისი ცრემლების და არც ის ადარდებდა, დაინახავდა თუ არა მის სისუსტეს გამვლელები.
YOU ARE READING
EVERYTHING starts from ART
Fanfiction"ვაღიარებ, არვიცი რატომ, მაგრამ ვარსკვლავების დანახვა ყოველთვის ოცნების გუნებაზე მაყენებს''.