ორშაბათი, 9 მარტი, 2018 წელი.
გაზაფხულის დილას რა სჯობია, როცა ახლად ამოსული მზე აჭყიტებს და ჩიტების ჟღურტულის ხმა ისმის.
თეჰიონი საწოლში იყო მოკალათებული, უეცრად კი კარები დედამისმა დაუკაკუნებლად შემოაღო.
- თეჰიონ, ადექი. საერთოდ, გუშინ სად იყავი? - ქალმა ფარდები გადასწია, რათა დღის სინათლე შემოსულიყო ოთახში.
მალევე იჩინა ადგილი მზის ნათელმა და ბრჭყვიალა სხივებმა.
- დედა, დამაძინე. - თეჰიონმა საწოლში გვერდი იცვალა.
- არავითარ შემთხვევაში. - გახედა შვილს, რომელიც თვალებს ვერც კი ახელდა. -კარგი ჰო, მერე ვილაპარაკოთ. - ესღა თქვა და გავიდა.
თეჰიონს ძილი მაინც არ აცადეს. ამჯერად მობილურის წკრიალმა შეუშალა ხელი სიზმრების სამყაროში გასამგზავრებლად.
Jiminniepabo is calling..
Accept/decline- რა?
- შენთვის კარგი ამბავი მაქვს.
- ჰმმ...
- ნუ ღმუი. დღეს 8 საათზე გამოფენაა, შეგიძლია წახვიდე.
- მოიცა რაა? - თეჰიონი საწოლიდან წამოხტა.
- ჰო თე, მეც წამოვალ.
- კარგი, ჯიმინ. ხო იცი რაც უნდა ვქნათ?

VOUS LISEZ
EVERYTHING starts from ART
Fanfiction"ვაღიარებ, არვიცი რატომ, მაგრამ ვარსკვლავების დანახვა ყოველთვის ოცნების გუნებაზე მაყენებს''.