*ორი დღის შემდეგ*
9 აპრილი, 2018 წელი.
- ჯიმინ, ყველაფერი მზად არის?
- მზად არის, თეჰიონ. ნუ ნერვიულობ, ისე გავაკეთე ეს ყველაფერი, რომ მას ამის შესახებ არაფერი გაუგია. ინტერნეტშიც ისე გავავრცელე, რომ მას არ ენახა. აბრებიც ისეთი გავაკეთე, რომ მისი სახელი და გვარი არ ეწერა. - სხარტად მიუგო ჯიმინმა და ფეხი ფეხზე გადაიდო.
- მადლობა ჯიმინ. - მადლიერი თვალებით გახედა თეჰიონმა მის წინ მოკალათებულს.
- რისი მადლობა თეჰიონ. ჩემი მეგობრისთვის შეუძლებელს შევძლებ. ეს არის თე, მეგობრობა. მეგობრები ჭირშიც და ლხინშიც ერთმანეთის გვერდით არიან. - მიუგო ჯიმინმა და თეჰიონს მხარზე ხელი მოხდენილად ჩამოადო.
- მართალი ხარ. ისე ჯიმინ, იმაში გაგვიმართლა, რომ სურდო ჰქონდა და გარეთ არ გამოდიოდა ამ ორი დღის განმავლობაში, თორე ყველაფერი წყალში ჩაიყრებოდა და არაფერი გამოვიდოდა. - თქვა თეჰიონმა და ხელი ნიკაპ ქვეშ ამოიდო.
- ისე როგორ არის? - მზრუნველი თვალებით იკითხა ბუსანელმა.
- რამდენიმე წუთის წინ ვესაუბრე და ახლა თავს უკეთ გრძნობს. ხვალ უფრო კარგად იქნება. - თქვა თეჰიონმა. - ძალიან ვინერვიულე. - თეჰიონის იმედიანი და ბედნიერი გამომეტყველება, მალევე სევდიანმა ჩაანაცვლა.
![](https://img.wattpad.com/cover/194694126-288-k381038.jpg)
ESTÁS LEYENDO
EVERYTHING starts from ART
Fanfic"ვაღიარებ, არვიცი რატომ, მაგრამ ვარსკვლავების დანახვა ყოველთვის ოცნების გუნებაზე მაყენებს''.