《20》

474 60 10
                                    


3 აპრილი, 2018 წელ.

    ჯონგუკს ეძინა, თან ისე მაგრად ეხვეოდა თეჰიონს, თითქოს სურდა სამუდამოდ შეენარჩუნებინა. ეძინა ღრმა ძილით და უფროს მკერდზე ელამუნებოდა მისი მსუბუქი, თანაბარი თბილი სუნთქვა... თეჰიონს ხელი ჰქონდა გადახვეული ჯონგუკის მხრებზე და გრძნობდა მისი სხეულის ძილის მომგვრელ სითბოს. ხედავდა მის უშფოთველად ერთგულ, უმანკოებასავით სუფთა სახეს. 'ან უნდა გააღმერთო, ან უნდა მიატოვო'. - თეჰიონს მოაგონდა მაღალფარდოვანი სიტყვებით შემკული წინადადება, რომელიც ერთ-ერთ წიგნში წაიკითხა.

მართლაც, თეჰიონი ამ ხელოვნების ნიმუშს აღმერთებს. იმასაც ვერ ხვდება რით დაიმსახურა ამოდენა საჩუქარი, ჯონგუკის სახით. ის ისეთი უმანკო, სათუთი და იშვიათი სილამაზის პატრონია. მისი სახის თითოეული ნაკვთი იმდენად იდეალურია, რომ გოგონას მოგაგონებდათ. გრძელი, შავი ტეხილი და ფაფუკი თმა, რომელიც ხშირად შუბლზე დასთამაშებს. შრამი, რომელიც მის მართლაც მშვენიერ სახეს, ნაკლს სულაც არ სძენს, პირიქით მას უფრო მიმზიდველს ხდის.

ჯონგუკი ყველაფრით და ყველანაირად ყველასგან გამოირჩევა.

EVERYTHING starts from ART Where stories live. Discover now