26 მარტი, 2018 წელი.- ბატონო... ბოდიში, თეჰიონ თქვენთან არიან. - კარებზე კაკუნის შემდეგ, ფრთხილად შემოაღო ყავისფერი კარი ლიმ და ხრინწიანი ხმით თქვა თავისი სათქმელი.
- ვინ არის? - ფეხზე წამოდგა და კაცისკენ მიტრიალდა.
- პაკ ჯიმინია.
- შემოვიდეს. - დაბალი ხმით ამოილუღლუღა და თვალები აატრიალა.
ოთახში მალევე გაჩნდა ჯიმინის სილუეტი, მომდგარი შავი შარვლით, კლასიკური ფეხსაცმლით და დიდი ზომის კრემისფერი პერანგით. სახეზე ეტყობოდა უკმაყოფილება. ხელები გადაჯვარედინებული ჰქონდა, ტუჩები წინ წამოწეული, კოპები შეკრული და ისე იდგა თეჰიონის წინ. თანაც ცალ ფეხს იატაკზე აბაკუნებდა, რომელიც კაკუნის ხმას წააგვადა, მისი ოდნავ ქუსლიანი ფეხსაცმლის გამო. ხმას არ იღებდა, თეჰიონი კი გაკვირვებული სახით უყურებდა და ისიც არაფერს არ ამბობდა. იდგნენ ასე და ერთმანეთს აკვირდებოდნენ. არც ერთი არ ლამობდა საუბრის დაწყებას. ოთახში კი ჯიმინის ფეხსაცმლის კაკუნის ხმა ისმოდა.
- ჯიმინ შეწყვიტე! - თეჰიონს მოთმინებამ სძლია და ხმამაღლა იყვირა, ყურზე ხელებაფარებულმა.
![](https://img.wattpad.com/cover/194694126-288-k381038.jpg)
YOU ARE READING
EVERYTHING starts from ART
Fanfiction"ვაღიარებ, არვიცი რატომ, მაგრამ ვარსკვლავების დანახვა ყოველთვის ოცნების გუნებაზე მაყენებს''.