10 აპრილი, 2018 წელი.სიყვარული ორ ადამიანს შორის უხილავი კავშირია. ამ გრძნობას შეუძლია ორი ადამიანი ერთმანეთთან დაახლოვოს და ერთმანეთზე დამოკიდებული გახადოს. ამის შემდეგ, ისინი მგრძნობიარები და რომანტიკოსები ხდებიან.
რომანტიზმი ხელოვნების და ლიტერატურის ერთ-ერთი მიმდინარეობაა. რომანტიზმი კლასიციზმის საპირისპირო მიმდინარეობაა, რომელიც მთავარ ადგილს უთმობს წარმოსახვას და გრძნობებს. რომანტიზმა შეცვალა ადამიანსა და სამყაროს ხედვა. ყოველი ადამიანი წარმოადგენს განსაკუთრებულ არსებას, რაც იწვევს ინდივიდის ეგზალტაციას. ერთი მხრივ ეს გადაიზრდება საკუთარი "მე"-ს უპირატესობით გამოწვეულ მარტოობის შეგრძნებაში, მეორე მხრივ კი აქტივობაში, ნებისყოფაში, დიდების სურვილში.
რომანტიკული მხატვრობა ხასიათდება დრამატიზაციისადმი ინტერესით, მძაფრი სცენების გამოხატვით. არქიტექტურაში რომანტიზმი აკადემიზმის სიმშრალესა და სიცივეს უპირისპირდება. იწყება შუასაუკუნეების გოთური ხელოვნებისადმი მიბრუნება. რომანტიკოსთა აზრით არქიტექტურული ნაწარმოები არის ერთიანი ორგანიზმი, რომელიც უნდა მოერგოს დროს, ადგილებს, ჩვეულებებს, საჭიროებებს.მხატვრები ძირითადად რომანტიკოსები არიან.

YOU ARE READING
EVERYTHING starts from ART
Fanfiction"ვაღიარებ, არვიცი რატომ, მაგრამ ვარსკვლავების დანახვა ყოველთვის ოცნების გუნებაზე მაყენებს''.