《28》

383 53 9
                                    




   იუნგისთან გულწრფელი საუბრის შემდეგ სახლში დაბრუნება გადაწყვიტა. თითქოს ქერასთან საუბრის შემდეგ დარდი ოდნავ მოეხსნა.

სანამ შინ მივიდოდა, მანამდე იმ ადგილას გაიარა, სადაც თავს ყველაზე თავისუფლად და მშვიდად გრძნობდა.

არანაირი ტრანსპორტი არ იზიდავდა ჯონგუკს. ფეხით სერნობაში პოულობდა სიამოვნებას და რა გასაკვირი არ უნდა იყოს, იმ მომენტშიც ასე მოიქცა.

ბილიკზე ნელი ნაბიჯით მისეირნობდა და მთელ ეუფორიაში იყო. ჰაერს ღრმად ისუნთქავდა, მკრთალ სახეზე კი ცივი ნიავი ეფერებოდა,რაც უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა.
იდილია მობილურის ვიბრაციამ დაარღვია.
დედისგან და თეჰიონისგან უამრავი ზარი და შეტყობინება იყო. თეჰიონის ყველა შეტყობინება დააიგნორა და  დედასთან დაკავშირება სცადა, მაგრამ არ უპასუხა და შეტყობინება გააგზავნა.

მის საყვარელ ლოდზე ჩამოჯდა და მის წინ გადაშლილ ხედს თვალი გაუსწორა. სანახაობა მართლაც გასაოცარი იყო.
ჯონგუკი და ქალაქი ერთად შეხვდა მზის ამოსვლას.

სანახაობით გული იჯერა, ცოტაც დამშვიდდა და ლოდიდან ჩამოხტა. სახლისკენ მიმავალ გზას, როგორც ყოველთვის ფეხით გაუყვა. სიარულისას სახეზე წყლის წვეთი დაეცა. მაისურის სახელოს ჩაეჭიდა და ისე მოიშორა ციდან მოწყვეტილი წვეთი. ცაში აიხედა სადაც ორი ფერის ჭიდილი მიმდინარეობდა. ერთმანეთს შავი და თეთრი ებრძოდა და საბოლოოდ შავმა თეთრი დაამარცხა, რის გამოცცას სწორედ შავი ელფერი მოეფინა. ცის დანახვისას ოდნავ გაიღიმა. პარალელურად სვლა განაგრძო ჯიბეებში ხელებჩაწყობილმა და სუსხისგან ატუზულმა.

EVERYTHING starts from ART Donde viven las historias. Descúbrelo ahora