《10》

475 70 12
                                    


20 მარტი, 2018 წელი.

  დღე როდესაც თეჰიონი და ჯონგუკი მესამედ შეხვდნენ ერთმანეთს.

და მესამედ რატომ?

პირველ შეხვედრაზე მხოლოდ თეჰიონმა შეამჩნია ჯონგუკი, მეორე შეხვედრაზე კი გამოესაუბრა, მესამე შეხვედრაზე კი ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა და თანაც კაფეში დაპატიჟა.

აი რატომ მესამედ.

20:35

ამინდმაც ხელი შეუწყო.

მშვიდი და ვარსკვლავებიანი ღამე იყო. ხალხიც იშვიათად დადიოდა.

ორი სხეული ქუჩაში მიაბიჯებდა, ორივე ჩუმად მიუყვებოდა გზას.

ჯონგუკს ხელები ზურგს უკან ჰქონდა შემოწყობილი და წინ ჰორიზონტს შესციცინებდა.

თეჰიონს თავი მაღლა ჰქონდა აწეული და ვარსკვლავებს ითვლიდა.

სიჩუმე ისევ ჯონგუკმა დაარღვია.

- ვარსკვლავების დათვლა არ შეიძლება. - თქვა და ქვას ფეხ დაარტყა.

- აბსურდია. - უემოციოდ უპასუხა თეჰიონი.

- ის რაც ძველმა ხალხმა თქვა, არაფერია აბსურდი. - ჯონგუკი ცდილობდა არგუმენტით დაემტკიცებნებინა თავისი სათქმელი.

- მე არ მჯერა ამის. - მზერა მის წინ მიმავალ ჯონგუკზე გადაიტანა და მძიმე ნაბიჯებს აუჩქარა.

EVERYTHING starts from ART Donde viven las historias. Descúbrelo ahora