《4》

542 80 13
                                    


8 მარტი, 2018 წელი.


ჯონგუკი დილით ადრე ადგა. ჯერ სახელოსნოში მივიდა, მოაწესრიგა იქაურობა. რამდენიმე საათიან საქმეს მორჩა, შემდეგ კი საჭირო ნივთებს დაავლო ხელი და იმ კაცის მიერ გამოგზავნილ მისამართისკენ გაეშურა.

ტაქსს ხელი დააუქნია და შიგნით ჩასკუპდა, ბედნიერი.

რამდენიმე ხნიანი მგზავრობის შემდეგ, მიადგნენ უზარმაზარ სახლსმძღოლს ქაღალდის ფული თავაზიანად მიაწოდა და გადმოვიდა.

გაოცებას ვერ მალავდა, გაოცებისგან კი პირი დაეღო და დაჰიპნოზებული მიადგა უზარმაზარ შავ კარებს.

კართან არსებულ ღილაკს მიაჭირა თითი და მაშინვე მელოდიასავით გაისმა ზარის ხმა.

კარი შავ-თეთრში გამოწყობილმა ქალმა გააღო. ქალს კი ღიმილიც არ დავიწყებოდა.

- გისმენთ. - ქალმა დიდი ღიმილით დაასაჩუქრა.

- გამარჯობა, მე მხატვარი ვარ. - მორცხვად მიუგო ბიჭმა.

- აჰ, მობრძანდით. - თავაზიანად შეიპატიჟა სახლში.

სახლმა ხომ გარედან გააოცა, შემდეგ კი შიგნით არსებულმა გარემომ კიდევ უფრო გაამწვავა მისი გაოცება

EVERYTHING starts from ART Where stories live. Discover now