《3》

642 80 8
                                    


7 მარტი, 2018 წელი

 

ჯონგუკმა სახლის კარები ხმაურიანად შეაღო, დედამისი კი დივანზე მოკალათებულიყო და თან ახალ ამბებს უსმენდა.

კარების ხმამ კი ცოტა დააფრთხო, მაგრამ სხვა ვინ იქნებოდა თუ არა ჯონგუკი.

- ჯონგუკ, ყველაფერი რიგზეა? - იკითხა ქალმა, შვილთან მივარდა და სახეზე ხელების ფათური დაუწყო.

- კი დედა, სრულებით. - მიუგო დედამის და მზერა ჩართული ტელევიზორისკენ გადაიტანა, შემდეგ კი უეცრად ქალის ფიგურა ხელში აიტაცა.

- ჯონგუკ დამსვი. - ქალი პანიკამ მოიცვა. - რა მოხდა ასეთი ბედნიერი, რომ ხარ?

- ჯერ ის, რომ კარგი ამინდია, მერე ის, რომ ნახატი უნდა დავხატო და მერე ის, რომ ორშაბათს გამოფენაა. - ამ ყველაფერს კი ისეთი აღტაცებით ჰყვებოდა, პატარა ბავშვი გეგონებოდათ, რომელიც ტკბილეულის გამო არის ბედნიერი და თავის სიხარულს ვერ მალავს.

იმ წამს ჯონგუკი ეიფორიაში იყო. ეს სამი რაღაც, რამაც მას ბედნიერება მოუტანა, მისი მთელი ცხოვრება იყო. მას ყოველივე ეს ბედნიერებს ჰვრიდა.

- შესანიშნავია შვილო. - აღფრთოვანებით თქვა ქალმა და ჯონგუკმა როგორც იქნა იატაკზე დასვა.

EVERYTHING starts from ART Where stories live. Discover now