7 აპრილი, 2018 წელი.უკვე დიდი ხანი იყო გასული, რაც ჯონგუკი და თეჰიონი ერთმანეთს იცნობდნენ. მათ ყოველდღიური შეხება და ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ ამ ყველაფერს სახელს ვერ არქმევდნენ. თეჰიონი გამოუტყდა კიდევაც გრძნობებში, უთხრა რასაც იწვევს მასში, რასაც გრძნობდა მის დანახვისას. ის სიტყვაც კი უთხრა, რამაც ჯონგუკი გააოცა, მთელ სხეულში ჟრუანტელი მოჰგვარა და დაამუნჯა, მაგრამ პასუხი მაინც გასცა. თუმცა მაინც გააჩნდა შიშის გრძნობა. ეშინოდა თეჰიონის ოჯახის. რა იქნებოდა თუ ისინი მას არ მიიღებდნენ და თეჰიონს მასთან ურთიერთობას დაუშლიდნენ. ამის შემდეგ, ყველაფერი დამთავრდებოდა და ოცნებები თავზე დაემსხვრევოდა, რაც ყველაზე მეტად არ სურდა. მისი ერთი დიდი სურვილი იყო თეჰიონის სამუდამოდ შენარჩუნება, მაგრამ სურვილი სურვილად დარჩა, რადგან არ ქონდა იმედი.
"გულიდან გულზე მიმავალი ხმა უხილავია და ის ეტყვის თეჰიონს თუ რაოდენ უყვარს ჯონგუკს ის."
- ჯიმინ, მოვედით. - ცარიელ ოთახში თეჰიონის ბოხი და დაბალი ტონალობის ხმა გაისმა, მაგრამ ექოს გამო მისი ხმა მკაფიოდ გაჟღერდა.

आप पढ़ रहे हैं
EVERYTHING starts from ART
फैनफिक्शन"ვაღიარებ, არვიცი რატომ, მაგრამ ვარსკვლავების დანახვა ყოველთვის ოცნების გუნებაზე მაყენებს''.