1 აპრილი, 2018 წელი.- დედა დაწყნარდი. - ჯონგუკმა დედის სხეული მიიხუტა, რათა ოდნავ მაინც დაემშვიდებნა აქვითინებული. ქალმა კი თავი შვილის გულმკერდს მიადო. - დედა ეს ჩვენი ბოლოა, ყველას ასე დაემართება ადრე თუ გვიან. - ჯონგუკმა დედამისს თავზე თბილად აკოცა და უფრო მიიხუტა.
ხუთი დღე გავიდა რაც იუნტაკი ასე გაუჩერებლივ ტირის. დილას ტირილით იწყებდა და დღეს ასევე ტირილით ამთავარებდა, თანაც ჯონგუკის მკლავებში. არც არის გასაკვირი, სულ მალე მასაც ეს ბედი ეწვეოდა. მალე დატოვებდა მის მზრუნველ და ერთადერთ შვილს.
ეს ტირილი უფრო შიშისგან იყო გამოწვეული, ვიდრე ტკივილისგან.
ეშინოდა სიკვდილის.
მალე უკვე აღარ ისმოდა ტირილის ხმა, რაც იმის მომასწავლებელი იყო, რომ ქალს შვილის გულმკერდზე ჩაეძინა.
ჯონგუკმა ხელში ფრთხილად აიყვანა და საძინებელ ოთახში გაიყვანა. ცდილობდა ზედმეტი მოძრაობით ტკბილად ჩაძინებული ქალი არ გაეღვიძებინა. საწოლზე მთელი სიფრთხილით დააწვინა. სავარძელზე მოთავსებული წითელი, რბილი პლედი ხელში აიღო და მძინარე დედას დააფარა. კიდევ ერთხელ შეახო ტუჩები, ამჯერად შუბლზე. დედის საძინებელი დატოვა და მისაღები ოთახისკენ გაემართა.
![](https://img.wattpad.com/cover/194694126-288-k381038.jpg)
YOU ARE READING
EVERYTHING starts from ART
Fanfiction"ვაღიარებ, არვიცი რატომ, მაგრამ ვარსკვლავების დანახვა ყოველთვის ოცნების გუნებაზე მაყენებს''.