《21》

453 61 15
                                    


4 აპრილი, 2018 წელი.

- თეჰიონ.

- გისმენ? - მის ოთახთან მიმავალი თეჰიონი დედის ხმამ შეაჩერა.

- სად იყავი ამ ხნის განმავლობაში? - ქალი ახლოს მივიდა შვილთან და ორივე ხელი თეჰიონის განიერ მხრებზე შემოალაგა.

- არსად. - მოკლედ მოუჭრა და ხელები უხეშად მოიშორა.

- ასე რატომ იქცევი? - ქალს ხმა აუკანკალდა. - რა დაგიშავე? სულ შეიშალე? ნუთუ არ ვარ იმის ღირსი, რომ ვიცოდე შენ შესახებ ყველაფერი, სად დადიხარ, ვისთან ერთად... შვილო შენი სიჩუმე ბოლოს მიღებს. - ხმის ტემბრს შესამჩნევად აუწია.

თეჰიონი კი მის წინ იდგა და სულაც არ თვლიდა თავს ვალდებულად, რომ განრისხებული დედისთვის თვალი მაინც შეეპარა. უსმენდა მის რეპლიკებს, განკიცხვას და რეაქცია საერთოდ არ ჰქონდა.

- არ არის საჭირო ყველაფერი იცოდე. - ყოველგვარი რეაქციის გარეშე მიახალა გაღიზიანებულ დედამისს.

- არა თეჰიონ, შენ ასეთი არ იყავი. მე ვალდებული ვარ ყველაფერი ვიცოდე, მე ხომ დედაშენი ვარ. მე გატარე ცხრა თვე მუცლით, მე გაგაჩინე...

EVERYTHING starts from ART Where stories live. Discover now