《7》

485 74 12
                                    


16 მარტი, 2018 წელი.

თეჰიონი მთეელი დღეების განმავლობაში გარეთ არ გადიოდა. მთელ დღეებს ჯონგუკზე ფიქრში ატარებდა და საკუთარ თავზე ფიქრობდა, "იქნებ შევიშალე?". თუმცა, ამ ფიქრების მიუხედავად, არცერთ ჯერზე არ უცდია მისი მოძებნა.. რატომ? ეს თვითონაც არ იცოდა.

იცით რას კითხულობდა თეჰიონი?

"ტრიუმფალურ თაღს".

სწორედ იმ მომენტმა გაუჩინა სურვილი, როცა ჰააკამ იმედი დაკარგა, ამის შემდეგ მას გაუჩნდა სურვილი, რომ ჯონგუკი მოეძებნა და მასთან უფრო ხანგრძლივი და საინტერესო საუბარი ჰქონოდა.

მალევე წამოიჭრა ფეხზე და ბიბლიოთეკა ჩქარი ნაბიჯებით დატოვა.

თავის საძინებელ ოთახში შევიდა და ლეპტოპი ხელში მოიმარჯვა. დაიწყო ახლო მომავალში ჩასატარებელი გამოფენების ძებნა.

თითებს დაუსრულებელად დაატარებდა კლავიატურაზე. თვალებს გაფაციცებით აცეცებდა.

მთელ ემოციებში იყო.. ეს ყველაფერი კი კარის კაკუნმა დაარღვია.

რა ცუდ დროს იციან ხოლმე უაზროდ შემოსვლები.

- შემოდით!

- ოპპა. - თავისი დის ხმის გაგონებაზე წამშივე მოშორდა ლეპტოპს.

EVERYTHING starts from ART Hikayelerin yaşadığı yer. Şimdi keşfedin