23 მარტი, 2018 წელი.თეთრი ფერი მშვიდობის ფერია. არა? კი, მშვიდობის ფერია. ამ ფერს მაშინ იყენებენ, როცა... მაგალითად ბრძოლის დროს, როცა მეორე მხარე თეთრ დროშას ააფრიალებს, ეს იმის მომასწავლებელია, რომ ნებდება და მას მშვიდობა სურას.
თეთრი კედლები, თეთრებში გამოწყობილი პერსონალები, უსასრულო გრძელი თეთრი დერეფანი, თეთრი საწოლები, თეთრი ზეწრებით, იქვე მყოფი ნივთებიც სულ თეთრად იყო შეფერილი. უბრალოდ ყველაფერი თეთრი იყო. თეთრი, თეთრი და თეთრი.
ალბათ, მიხვდით, რომ საავადმყოფოზე იყო საუბარი, სადაც მოსაცდელში, დიდ რიგში ჯონგუკის დედა იდგა და ერთი სული ჰქონდა, როდის მოვიდოდა მისი დრო.
რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ გაისმა ექთნის ხმა.
- მისის ჯონ, თქვენ ბრძანდებით? - კაბინეტიდან თეთრ ხალათში გამოწყობილი ახალგაზრდა გოგონა გამოვიდა და ქალს თბილად გაუღიმა.
- დიახ. - სკამიდან სწრაფად წამოდგა და გოგონას წინ აიტუზა.
- მიბრძანდით. - კარი გაუღო და ხელით ანიშნა, რომ შიგნით შესულიყო. ქალიც არ დაყოვნენია და იმ წამსვე კაბინეტში შევიდა.
YOU ARE READING
EVERYTHING starts from ART
Fanfiction"ვაღიარებ, არვიცი რატომ, მაგრამ ვარსკვლავების დანახვა ყოველთვის ოცნების გუნებაზე მაყენებს''.