ადამიანი მართლაც ამოუცნობი ფენომენია. ის ყოვლისშემძლეა, იმ შემთხვევაში თუ ყველაფერს სწორად გამოიყენებს და დაფიქრებულად გააკეთებს საქმეს. მთავარია მან მიზნად დაისახოს, ის რისი გაკეთებაც სურს და რა თქმა უნდა აღასრულებს.
შეუძლებელი არაფერია.თეჰიონი სახლში დილით დაბრუნდა, მთელი ღამე ჯიმინთან გაატარა. სწრაფად თავის ოთახში ავიდა, კარადა გამოაღო და დიდ ჩემოდანში საჭირო ნივთები ჩაალაგა.
- თეჰიონ! - კარი გიჟივით შემოაღო ქალბატონმა კიმმა. - გუშინ ვერ დაგელაპარაკე, რადგან ისე გაქრი, რომ ვერ გავიგეთ. ხო და გუშინდელი საქციელი რა იყო? შენ გამო უნდა გავკოტრდეთ, საერთოდ სულ შეიშალე?! ჩვენ ოჯახს ასეთი მოქცევა არ ეკადრება.
- ნუ ყვირი! და იცით? დამღალეთ. დამღალა ასეთმა ცხოვრებამ. მე თავისუფლება მინდა! არ მინდა იმ ოჯახში ცხოვრება, სადაც მხოლოდ რეპუტაციაზე, ხალხის დედააფეთქებულ აზრზე და ფულზე ფიქრობენ. მე ოჯახი მინდა, სადაც სითბო იქნება, სადაც თავისუფლებაა, სადაც ერთმანეთს პატივს სცემენ, სადაც დედა ზრდის შვილებს. - მაღალი ხმის ტონით წარმოთქვა ბიჭმა და ბარგის ჩალაგება განაგრძო.

ESTÁS LEYENDO
EVERYTHING starts from ART
Fanfiction"ვაღიარებ, არვიცი რატომ, მაგრამ ვარსკვლავების დანახვა ყოველთვის ოცნების გუნებაზე მაყენებს''.