-
კორეა მართლაც ოცნების ქვეყანაა, მისი მარგალიტი კი , სეული გახლავთ.
სეული - ქალაქი, რომლის ნახვაზეც ყველა ოცნებობს. ნამსანის შესანიშნავი კოშკი კი - ის ადგილია, რომელიც ამ ქალაქის სიმბოლოს წარმოადგენს.
-ადგილი, სადაც თეჰიონმა ჯონგუკი მიიყვანა, ცნობილი იყო თავისი სასწაულებრივი სანახაობით. იქ ხშირად ეწყობოდა წარმოდგენები და გამოფენები, რითაც მნახველებს სიამოვნების მიღება შეეძლოთ. ასევე, მათ შეეძლოთ ტრადიციული, კორეული სამზარეულოს დაგემოვნება. თუმცა იმ წამს არაფერი არ ხდებოდა.
რესტორნის შესასვლელში მაღალი, განიერ მხრიანი, კოპებშეკრული და ხელებგადაჯვარედინებული, დიდი სილუეტი დახვდათ, რომელსაც ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს შენობაში შესულ თეჰიონსა და ჯონგუკს, მისთვის რაიმე დაეშავებინოს.- გამარჯობა. - იმედიანი და ბედნიერი სახით მიმართა თეჰიონმა.
- გამარჯობა. - მკვახედ მიუგო დაცვამ, რომელსაც პოზა საერთოდ არ შეუცვლია.
-აჰ, ჯერ ადრეა და უკვე დაკეტილია? - დამწუხრებული სახით იკითხა თეჰიონმა და ჯონგუკს გახედა, რომელიც მის ზურგს უკან იმალებოდა და იქედან ცალი თვალით იჭყიტებოდა.
![](https://img.wattpad.com/cover/194694126-288-k381038.jpg)
VOCÊ ESTÁ LENDO
EVERYTHING starts from ART
Fanfic"ვაღიარებ, არვიცი რატომ, მაგრამ ვარსკვლავების დანახვა ყოველთვის ოცნების გუნებაზე მაყენებს''.