უმცროსმა საკუთარ ტუჩებზე ცხელი და ფაფუკი შეხება იგრძნო. ეს არ გავდა უბრალო კოცნას, ეს იყო რაღაც რაზეც სხეულში სიამოვნების ტალღამ დაუარა.
თეჰიონს კედელთან მიეწებებინა გაოგნებული ბიჭი, ორივე ხელი კი მის წვრილ წელზე შემოეხვია, რაც უფრო აახლოვებდა ერთმანეთთან.
შეხებისას ადგილზევე გაქვავდა, თვალები დაეჭყიტა და თეჰიონს გაოცებული უყურებდა, რომელსაც თვალები დაეხუჭა, ბიჭის წითელ ტუჩებს მთელი მონდომებით აგემოვნებდა და საერთოდაც არ ლამობდა ამის შეწყვეტას.სახეზე თეჰიონის ცხელ სუნთქვას გრძნობდა, რის გამოც თეთრი კანი ეწვოდა.
ჯონგუკს გული აუჩქარდა, სახეზე ცივმა ოფლმა იჩინა თავი. სხეული გაუხურდა, სუნთქვა გაუხშირდა, რის გამოც თეჰიონის მიმზიდველ ტუჩებს მოშორდა.
- თ...თეჰ...იონ... - ჯონგუკს ლაპარაკში ხელს უშლიდა აჩქარებული სუნთქვა. ხელი ტუჩზე მიიდო და თითები გადაასრიალა. თეჰიონი ამ სცენას გაკვირვებული უყურებდა. თანაც საკუთარი გამბედაობისაც არ ჯეროდა. აკოცა იმ ადამიანს, რომლის დანახვაზეც თავს უცნაურად გრძნობს. მისდა უნებლიედ გული უჩქარდება და სხეულზე ჭიანჭველები დადის. საუბრის უნარს კარგავს და მასთან ერთად სრულიად სხვა სამყაროში ეშვება, სადაც მხოლოდ ის და ჯონგუკია და არავინ სხვა, ზედმეტი პიროვნება.

YOU ARE READING
EVERYTHING starts from ART
Fanfiction"ვაღიარებ, არვიცი რატომ, მაგრამ ვარსკვლავების დანახვა ყოველთვის ოცნების გუნებაზე მაყენებს''.