《8》

475 64 14
                                    


17 მარტი, 2018 წელი.

ჯიმინი მეორე დღესვე თეჰიონის მიერ დავალებული საქმის მოგვარებას შეუდგა.

დილით თეჰიონმა წერილი გაუგზავნა, სადაც მხატვარი სოკჯინის მისამართი ეწერა.

შავი , მოკრძალებული მანქანა მიადგა ერთ პატარა სახლს. გარედან არც თუ ისე სახარბიელოდ გამოიყურებოდა.

ჯიმინმა კარს ფრთხილად შეახო ხელი და ნაზად დააკაკუნა. კარი მაღალმა, წელში გამართულმა სხეულმა გააღო.

- გისმენთ. (?)

კარის ზღურბლს იქეთ მაღალი, განიერ მხრიანი, დიდ ტუჩებიანი, ლამაზი სახის ნაკვთების მქონე სილუეტი იდგა, რძისფერი კანით.

- კიმ სოკჯინი ბრძანდებით? - ჯიმინმა თავაზიანად იკითხა.

- დიახ, თქვენ პაკ ჯიმინი არ ხართ? - ჯინი ცოტა აფორიაქდა.

- დიახ, მე ვარ. - ჯიმინმა მორცხვად გაიცინა და მისი ფუმფულა თითები პირთან ახლოს მიიტანა.

- მობრძანდით. - ჯინმა კარში მდგომი სახლში მოწიწებით შეიპატიჟა. - დაბრძანდით, ჩაი თუ ყავა? - მისაღებში მდგომი დივნისკენ მიუთითა.

- წყალი. - მიუგო მოკლედ ჯიმინმა და მითითებულ დივანზე დასკუპდა.

EVERYTHING starts from ART Onde histórias criam vida. Descubra agora