《17》

424 61 8
                                    


27 მარტი, 2018 წელი.

27 მარტი, დღე, როცა ბატონმა ჯონგინმა ოპერაცია გაიკეთა.

მის გვერდით მხოლოდ, ჯონგუკი და ჯონგუკის დედა, იუნ ტაკი იმყოფებოდა.

ჯონგინს ცოლი არ ჰყავდა. წლების უკან მიატოვა, მცირეწლოვანი ბავშვით. ერთი შვილი ჰყავდა, ისიც მასთან ერთად არ იყო. ამერიკაში ცხოვრობდა, რათა ფული ეშოვნა და მოხუც მამას დახმარებოდა. იქ გათხოვდა კიდეც და ორი პატარა შვილი ჰყავდა. აღარც აპირებდა კორეაში დაბრუნებას, იმდენად კარგად გრძნობდა თავს.
ყოველ თვეში კაცს ფულს უგზავნიდა, ისიც მაღაზიას აწესრიგებდა და ახლა პროდუქტებს ყიდულობდა. სხვა რაში უნდა დასჭირებიდა შუახნის მამაკაცს თანხა.

ჯონგინზე მეტად იუნ ტაკი ნერვიულობდა. თანაც აქაური გარემო აწუხებდა, სული ეხუთებოდა და საშინელ აურას უტოვებდა. თითქოს ეგონა, რომ ჟანგბადი მალე გამოელეოდა და აქვე დალევდა სულს.

ქალს მიმიკებზე ეტყობოდა ნერვიულობა.

რკინის სკამზე იჯდა და ფეხს ნერვიულად ათამაშებდა. ხანაც დგებოდა და იქეთ-აქეთ იწყებდე სიარულს.

- დედა კარგად ხარ? - ჯონგუკი დედამისს გვერდით მიუჯდა და ნაღვლიანი თვალებით შეხედა. მისი თბილი ხელები კი დედამისის ყინულივით ხელებს დაადო და მთელი მისი სითბო გადაუტანა.

EVERYTHING starts from ART Where stories live. Discover now