《26》

381 52 10
                                    


11 აპრილი, 2018 წელი.


რა უცნაურია ეს სიყვარული. დაგატყვებებს და მის გარემოცვაში მოგიქცევს. თვალებს აგიხვევს და თვალთახედვაში მხოლოდ საყვარელ ადამიანს დაგიტოვებს. ხვდები ცხოვრების აზრს, რადგან იცი, რომ დარჩენილ წლებს იმ ადამიანთან ერთად გაატარებ, ვისაც გულის კარი გაუღე და იქ სამუდამოდ დამკვიდრების უფლება მიეცი. ამის შემდეგ, შენდა უნებურად მასზე ნარკოტიკივით დამოკიდებული ხვდები, მგრძნობიარე და უსაზღვროდ ბედნიერი.

ტკბილად მძინარე, სიზმრების სამოთხეში მყოფი შავთმიანი, დედის ხმამაღალმა საუბარმა და უცნაურმა ხმებმა გააღვიძა.

- ჯონგუკ, შვილო. გაიღვიძე... - ქალი საძინებელში შემოვარდა, ხელში კი გაზეთის მსგავსი ნივთი ეჭირა. შვილი შეძლებისდაგვარად შეანჯღრია.

ბიჭმა თვალები ზანტად გაახილა, ძილისგან დასიებული თვალები ხელებით მოისრისა და ისე წამოდგა, თითქოს უკან ვიღაც ექაჩებოდა და ადგომის საშუალებას არ ძლევდა.

- დედა, რა მოხდა? - ძილისგან გაბუსხული ტონით იკითხა. ხელები ჰაერში გამართა და ხმამაღლა დაამთქნარა.

ქალბატონმა იუნტაკმა ჯონგუკს მუხლებზე ჟურნალი დაუდო. რის გამოც შვილმა უცნაურად გახედა უადგილოდ მომღიმარ დედას, ნუ ჯერჯერობით - უადგილოდ.

EVERYTHING starts from ART Où les histoires vivent. Découvrez maintenant