《6》

530 74 1
                                    


16 მარტი, 2018 წელი.

ერთი კვირა გავიდა, რაც იუნგი არ გამოჩენილა, იმ დღის შემდეგ, როცა ჯონგუკი გამოფენიდან დაბრუნდა.

დილით გაიღვიძა და აღარ დახვდა. დედამისსაც კი ჰკითხა, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო. როგორც ჩანს ჩუმად გაიპარა, ისე რომ არც ერთისთვის არაფერი არ უთქვამს, მაგრამ მადლობა არ დავიწყებია. სასადილო ოთახში ფურცელი დახვდათ სადაც ეწერა:

"ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის.. თქვენი წყალობით თბილ ლოგინში მეძინა და თქვენი წყალობით ერთი დღე გავატარე ოჯახურ გარემოში, მადლობა იმისთვის, რომ ეს მაგრძნობინეთ.
ჯონგუკ მაპატიე, რომ ამდენი კითხვებით სავსე დაგტოვე და არცერთზე პასუხი არ გაგეცი.. მეც მქონდა შენთან კითხვა თუ რატომ მალავდი შენს მარცხენა თვალს, მაგრამ თავი შევიკავე. ეს რომ მეკითხა არასწორი იქნებოდა.
არვიცი, იქნებ კიდევ შევხდეთ... მეგობარო."

ორივე დედა-შვილს, იმ წამს ცრემლები მოადგა, თითქოს გული შეეკუმშათ. მიხვდნენ, რომ რაღაც არ იყო რიგზე მის ცხოვრებაში.

EVERYTHING starts from ART Donde viven las historias. Descúbrelo ahora