《12》

447 63 3
                                    


22 მარტი, 2018 წელი.

ეს დღე, დანარჩენ დღეებთან შედარებით რთული და დაძაბული დღე იყო, რაც ამინდზეც კი აღინიშნებოდა.

ქალაქი ნაცრისფერი იყო, ცაზე შავი ღრუბლები დაფრინავდა, სადაცა იყო მალე ატირდებოდა და მის 'ცრემლებს' ქალაქს მოავლენდა.
წვიმასთან შესაბრძოლებლად ქუჩაში გამოსულ ხალხს ხელში ქოლგა ჰქონდათ მომარჰვებული.

განსაკუთრებით ხალხი ირევოდა, იქ სადაც ჯონგუკის სახელოსნო და ბატონი ჯონგინის მაღაზია მდებარეობდა. ნუ სინამდვილეში ის სახელოსნოც ჯონგინს ეკუთვნოდა, უბრალოდ ჯონგუკმა სახელოსნს მისგან ქირაობდა და მას ყოველ თვეში ფულს უხდიდა. ხანდახან, როცა ვერ ახერხებდა ფულის გადახდას და ეუბნებოდა, რომ ამ თვის ფულს შემდეგ თვეში მისცემდა, ჯონგინი არ თანხმდებოდა და მხოლოდ ერთი თვის ფულს იტოვებდა.

სიკეთის გაკეთებას საზღვარი არ აქვს.

ბატონი ჯონგინი თავის მაღაზიასთან იდგა და ბოქლომებს გასაღებს არგებდა, სახე დამანჭული ჰქონდა, რადგან გასაღებების აცმაზე ვერ იპოვა სასურველი გასაღები და რაღაცებს ბურტყუნებდა თავისთვის.

- გამარჯობა ბიძია ჯონგინ. - უეცრად არსაიდან მორბენალი ბაჭია გამოჩნდა, თანაც სულს ძლივს ითქვამდა სირბილისგან.

EVERYTHING starts from ART Dove le storie prendono vita. Scoprilo ora