პატარა კაფეში წკრიალის ხმა გაისმა, სადილი მეპატრონემ აიღო, არ იცოდა რომ თან მოჩვენება ახლდა . ამ კაფეში მხოლოდ ორი მოჩვენება იყო რომელთა დანახვაც ჯიმინს შეეძლო , კაცს ჰავაური მაისური ეცვა ქალბატონს კი ყვითელი გრძელი კაბა . კაცის სული ფანჯარასთან იჯდა და იყურებოდა, ყურადღებას არც კი აქცევდა მის გვერდით ჩამომსხდარ ახალგაზრდებს . აი ქალბატონი კი წყვილს მიყვებოდა, რომელთაც პატარა ბავშვი ახლდათ . სრულიად შეპყრობილი ჩანდა პატარათი რომელიც დედას ხელში აეყვანა .
ჯიმინი ყველაფერს აკეთებდა, რომ მათკენ არ გაეხედა . ყოველთვს როცა სულები ხვდებიან, რომ მას მათი დანახვა შეუძლია, იქამდე დაყვებიან უკან სანამ არ დაითანხმებენ რაიმეს კონკრეტულის გაკეთებაზე . როცა ახალგაზრდა იყო და ბევრი თავისუფალი დრო ჰქონდა ამის წინააღმდეგი სულაც არ იყო , ახლა კი ეს ზედმეტად დამღლელი იყო , თუ იმასაც გავითვალისწინებთ რომ მიცვალებულების დახმარებით საბოლოოდ ვერაფერს იღებდა . კარგი, არაფერს გარდა მუქარის და მოტყუების.
ფანჯარასთან მჯდომი იმითაც კი ბედნიერი იყო, რომ მარტო იყო. ბეკონის და ტოსტის სურნელი ჰაერში იფრქვეოდა მიმტანი კი მაგიდებს შორის ჩუმად დაიარებოდა , მიდიოდა ყველასთან ვინც კი თვალით კონტაქტს დაამყარებდა. მალე ავტობუსიც მოვა რომ სახლში დააბრუნოს.
სახლი....
ფორთოხლის წვენით სავსე ჭიქა მოიყუდა . ის ადგილი მისთვის სახლი არასდროს ყოფილა . ერთადერთი მოგონება რომელიც მას იქაურობასთან აკავშირებდა იყო ბულინგი . გაახსნდა როგორ აიგნორებდნენ უფროსები მის თხოვნას დახმარებაზე როცა ქალაქის ცნობილი ხროვა აბულინგებდა . ეძახდნენ ყველა წარმოსადეგ ზედმეტ სახელს რაც კი შეიძლებოდა , მაგრამ მაინც როცა ამაზე ხმის ამოღებას ცდილობდა ეუბნებოდნენ რომ გაჩუმებულიყო და ამაზე არ ელაპარაკა . მისმა მშობლებმაც კი სხვა მხარეს ყურება არჩიეს .
YOU ARE READING
Figure out [completed]
Fanfictionჯიმინი არის მარტოხელა მაქცია რომელსაც აქვს ნიჭი დაინახოს გარდაცვლილი ადამიანები ... ერთი ზარის შემდეგ მას უწევს დაბრუნება ძველ ხროვაში, სადაც ხროვის ბავშვები მისტიურად უჩინარდებიან. ამ საქმის გამოძიება კი უწევს ძველ მტერთან რომელიც ხროვის მომავალი ა...