დღეს 28 თებერვალია, ზამთრის ბოლო და ჩემი დაბადების დღე. სამწუხაროა, რომ რეალურად ჩემს დაბადების დღეს მხოლოდ 4 წელიწადში ერთხელ აღვნიშნავ, რადგან სინამდვილეში 29 თებერვალს მოვევლინე ამ უკიდეგანო სამყაროს. ტელეფონის ზარმა გამაღვიძა, მეც სხვა რა გზა მაქვს, 28 თებერვლის დილიდან ვიღებ 29 თებერვლის მილოცვებს. პირველი, ვინც ჩემს მე-18 დაბადების დღეს მილოცავს, რა თქმა უნდა, ჩემი საუკეთესო მეგობარი რაილია.-ქეროლაინ სვონ, გილოცავ სრულწლოვანებას! აბა როგორ განწყობაზე ხარ?
-განწყობა მშვენიერი მაქვს, იმას თუ არ გავითვალისწინებთ, რომ 9 საათზე, შაბათ დილას, ჩემი საუკეთესო მეგობარი მაღვიძებს... - ღრმად ამოვისუნთქე და ძლივს გავახილე თვალები.
-9-ზე იმიტომ გაღვიძებ, რომ უფრო მეტი დრო გქონდეს იმის მოსაფიქრებლად, თუ რას აპირებ დღეს.
-არაფერს არ ვაპირებ. - ისევ დავხუჭე თვალები და თავი ბალიშში ჩავრგე.
-ქეროლაინ! უარი არ მიიღება! 18-ის გახდი, ბოლოსდაბოლოს, სრულწლოვანებას ესე მძაფრად მეტჯერ ვეღარ შეიგრძნობ! - ეს თქვა და ზუსტად წარმოვიდგინე, როგორი სახეც მიიღო. მიყვარს ჩემი დაქალი.
-კარგი ხო, მოვიფიქრებ, ალბათ, რამეს... ოღონდ ჯერ გამოვფხიზლდები.
-მიდი ადექი, ნუ ხარ მძინარა, ძილი მერეც გეყოფა, როცა დაბერდები.
რაილის მილოცვას კიდევ რამდენიმე ახლო მეგობრის, უბრალოდ მეგობრისა და რამდენიმე ნაცნობის მილოცვა მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მეგობარი არ მყავს, დაბადების დღის მილოცვები არ შემოიფარგლება მცირე რაოდენობით...ალბათ, ყველას ადვილად ახსენდება ჩემი დაბადების დღე, რისი მიზეზიც მათი უაზრო სიხარულია, როცა კალენდარზე აღმოაჩენენენ, რომ უმეტესობისთვის ეს საძულველი ზამთარი, ამჯერად, 28 დღეში მთავრდება. არადა, რატომღაც, მე მიყვარს ზამთარი. ჩემი დაბადების დღის გამო არა, უბრალოდ ამ დროს, თითქოს, დამშვიდებულია ირგვლივ ყველაფერი, მე კი სიმშვიდე და სითეთრე ძალიან მიყვარს...ვიცი, ცოტა უცნაური ვარ.
YOU ARE READING
დაკავშირებული (COMPLETED)
Romance-მოგწონს?- სერიოზული ტონით მკითხა. -უკაცრავად?- გულის ცემა კვლავ აჩქარდა. -გიყვარს როცა კითხვას ორჯერ გიმეორებენ თუ მართლა არ გესმის? ჩამეცინა, -რატო მეკითხები? მეგონა საქმე გქონდა. -მოგწონს თუ იწონებ?- წინ ერთი ნაბიჯი გადმოდგა, მე ერთი ნაბიჯით უკან...