თავი 43.2

1.6K 118 4
                                    

   დემიენის საძინებელში გადანაცვლებისთანავე ნერვიულობამ შემომიტია. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან აღელვებული ვიყავი, რადგან ამ აღელვებას დაღლილობა ფარავდა და ამ მომენტში ძილის გარდა სხვა არაფრის სურვილი არ მეუფლებოდა.
დემიენმა მითხრა, რომ შხაპს მიიღებდა და შემდეგი წინადადების გაგონებაზე "თუ გინდა შემომიერთდი" ისეთი ფერი დამედო, დემიენმა ვერ შეინარჩუნა სერიოზული სახე და მოურიდებლად დამცინა. მეც გამეცინა უაზროდ და ბალიში მთელი ძალით ვესროლე, რაზეც მორიგი დაცინვა დავიმსახურე.
- მოდი პირველ ღამეს ჩემზე ძალადობით ნუ დაიწყებ. - თვალი ჩამიკრა და საპირფარეშოში გაუჩინარდა.
ვიცოდი მეხუმრებოდა, მაგრამ ამ სიტყვების მოსმენამ გულის ცემა გამიხშირა და კვლავ მიამიტ და გამოუცდელ არსებად მაგრძნობინა თავი.
იქნებ ფიქრობს, რომ დღეს მართლაც "ის" დღეა... ან იქნებ მობეზრდეს ამდენ ხანს ლოდინი და ჩემით უკმაყოფილო და იმედგაცრუებული დარჩეს? იქნებ დროა მეც უარი ვთქვა ჩემს პრინციპებზე და ბოლომდე მივყვე მის ნებას? კარგად რომ არ გამომივიდეს? რომ შევრცხვე და უხერხულად ვიგრძნო თავი?... ტვინი მეტკინა ამ ყველაფერზე ფიქრით და ამ მომენტში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჯერ ამისთვის მზად არ ვიყავი...

როცა მივხვდი, რომ უაზრო ფიქრები მაწუხებდა, საწოლში მოკალათება გადავწყვიტე მანამ, სანამ დემიენი შემომიერთდებოდა.. იმის გამო, რომ ჩემი ღამის პერანგი თან არ მქონდა, კვლავ დემიენის ფართხუნა შარვალი და შავი მაისური გადავიცვი, რომელიც სკამზე ლამაზად დაკეცილი იდო.
როცა შარვალი ამოვიცვი მივხვდი, რომ ესე ძალიან სასაცილოდ გამოვიყურებოდი და კიდევ უფრო უხერხულად ვიგრძნობდი თავს თუ დემიენის გვერდით 3 ზომით დიდ ტანისამოსში მოვკალათდებოდი. ამიტომ როგორღაც ჩემს თავს გადავაბიჯე და მხოლოდ გრძელი მაისურის ამარა დავრჩი. გაგიკვირდებათ და ლიფიც გავიხადე.. სასაცილოდ ჟღერს, ალბათ, მაგრამ ჩემთვის ესეც წინ გადადგმული ნაბიჯი იყო.. ზედმეტად მორცხვი ვიყავი იმისთვის, რომ მაქსიმალურად კომფორტულად მეგრძნო თავი ბიჭის გვერდით. საკუთარ თავთანაც ვერ ვარ ბოლომდე კომფორტულად და ისეთი ბიჭის გვერდით ყოფნა, როგორიც დემიენია, ცხადია, კიდევ უფრო მიქვეითებდა ჩემს ისედაც არ არსებულ თავდაჯერებულობას.

დაკავშირებული (COMPLETED)Where stories live. Discover now