თავი 16. Underground

2.1K 133 8
                                    




-         ქერ! მარტო ტელეფონით მოყოლა საკმარისი არ არის! - რაილის სახლში მოსვლისთანავე შევატყობინე სიახლე. ვიცოდი ვერანაირად შევძლებდი ამ ყველაფრის დამალვას.

-         ვიცი, და ხვალ გნახავ აუცილებლად...

-         დღეს!

-         დღეს არ შემიძლია რაილს. სოფი უკვე რაღაცას იეჭვებს. -ვუთხარი, ჩემი ოთახიდან სამზარეულოში გავედი და ჩაი დავისხი.

-         კაი ჰო. - წინააღმდეგობა აღარ გამიწია.

-         აბა როგორ აპირებ მე19 წელთან შეხვედრას ? - ვკითხე და თან ჩაიში ლიმონი ჩავაგდე. ღიმილს უბრალოდ ვერ ვიკავებდი. არ მჯეროდა რა მოხდა სულ რაღაც 1 საათის წინ.

-         არვიცი.. მინდა სადმე კლუბში წავიდეთ, ბევრი დავლიოთ და ვიცეკვოთ.

-         მშვენიერი იდეაა.

-         ვიცი და მინდა დემიენიც წამოიყვანო.

-         დემიენი? - არ ვიცოდი მისი დაპატიჟება რამდენად მიზანშეწონილი იქნებოდა.

-         ხო უკვე ერთად ხართ და პირველ რიგში მე უნდა გავიცნო კარგად.

-         ვიცი რაილს, მაგრამ ...

-         რა მაგრამ ?

-         რამდენად „ერთად" ვართ ეგ არ ვიცი.

-         აბა ყველაფერი მოიგონე დღეს რაც მომიყევი?

-         მხოლოდ ერთი ესეთი საღამო არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად ერთად ვართ.

-         კაი რა, რა სისულელეებს ლაპარაკობ. მოწონხარ მაგ ბიჭს, გაკოცა უკვე, ყველაფერს რო თავი დავანებოთ. ამიტომ არ მაინტერესებს ან შენ ეტყვი ან მე დავურეკავ პირდაპირ.

-         არ ვიცი, მოვიფიქრებ..

-         მოფიქრება არ გინდა, უკვე გადაწყვეტილია ეგ ამბავი.. უი ერთი წამით... ბოდიში ქერ წავედი სკოტი მირეკავს.

-         მიდი აღარ შეგიშლით ხელს.

-         ხვალ გნახავ.

დაკავშირებული (COMPLETED)Where stories live. Discover now