იმ მომენტში, როცა შემოვტრიალდი,მეგონა სამყარო დამცინოდა ან რაღაცისთვის მამზადებდა, რადგან ბოხი ხმის პატრონი ფილმიდან გადმოსულ უსიმპატიურეს გმირს ჰგავდა. მიუხედავად იმისა, რომ არც ისე დაბალი ვიყავი, ამ ადამიანთან შედარებით თავი მიამიტ არსებად ვიგრძენი. ნელ-ნელა თვალი ავაყოლე სიმპატიური მამაკაცის, უფრო სწორად რომ ვთქვათ, ახალგაზრდა ბიჭის სხეულს, რომელსაც შავი პიჯაკი და შავი ჰალსტუხი ამშვენებდა. მისი საუბრის ტონიდან და ჩაცმულობიდან გამომდინარე მივხვდი, რომ ამ რესტორანში იგი საკმაოდ გავლენიან ფიგურას წარმოადგენდა. მისი გრძელი,ოდნავ ხუჭუჭა, მუქი ყავისფერი თმები მხრებამდე ეშვებოდა, ტუჩები მუქი ვარდისფერი ჰქონდა, აი ისეთი, მისი შემხედვარე მარწყვის ჭამა რომ მოგინდება. სწორი უნაკლო ცხვირი კიდევ უფრო ამშვენებდა მის უნაკლო სახეს, მაგრამ ის, რამაც ყველაზე მეტად მიიქცია ჩემი ყურადღბა მისი თვალები იყო. ასეთ თვალებს ცხოვრებაში არასდროს შევხვედრივარ. ცალი თვალი ოკეანისფერი ლურჯი ჰქონდა, ცალი კი მუქი მწვანე. იმდენად მეტყველი თვალები ჰქონდა ამ უცნობ ადამიანს, რომ აზროვნების უნარს გაკარგვინებდა. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ესე ძალიან ცხოვრებაში არავინ მომწონებია და არც არავის დაუტოვებია ამხელა შთაბეჭდილება ჩემზე. მისმა მზერამ, თითქოს ჩემს სხეულში გაიარა და ყველა ჩემი ფიქრი თავიდან ბოლომდე ამოიკითხა. ალბათ, ასეთი გარეგნობის პატრონი მიჩვეული იყო ქალბატონების დაბნეულ რეაქციებს, სახეზე ეტყობოდა როგორ ზუსტად მიხვდა, თუ რამხელა გავლენა მოახდინა ჩემზე. როდესაც გვერდულად გაიცინა, ცალ ლოყაზე ღრმული გამოუჩნდა, მეც უაზროდ მივაშტერდი ამ ლამაზ სანახაობას. ფიქრებიდან ამ ადამიანის ხმამ გამომარკვია, რომელიც არანაკლებ მომაჯადოვებელი იყო.-თქვენი სახელი?
-აა..მმ..ქეროლაინი..ქეროლაინ სვონი. - დაბნეულმა ხელები ერთმანეთს მოვუჭირე.
YOU ARE READING
დაკავშირებული (COMPLETED)
Romance-მოგწონს?- სერიოზული ტონით მკითხა. -უკაცრავად?- გულის ცემა კვლავ აჩქარდა. -გიყვარს როცა კითხვას ორჯერ გიმეორებენ თუ მართლა არ გესმის? ჩამეცინა, -რატო მეკითხები? მეგონა საქმე გქონდა. -მოგწონს თუ იწონებ?- წინ ერთი ნაბიჯი გადმოდგა, მე ერთი ნაბიჯით უკან...